კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016004
10
15/03/2024
ვებგვერდი, 25/03/2024
000000000.00.149.016004
კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №10

2024 წლის  15 მარტი

კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის 14 მარტის №82-8224074100 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 29 იანვრის №18805 მომართვის  შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 29 იანვრის №18805 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

     

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          შოთა ბეგლარაშვილი