დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7/2024 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 22/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016721 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):
1. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და აღნიშნულ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის ცესკოს. 3. გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.“. 3. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი: „მუხლი 13. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განხორციელების დროებითი წესი 1. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და აღნიშნული უბნის საზღვრები აერთიანებს ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნებისთვის შექმნილი 2 ან 2-ზე მეტი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ამასთან, ბოლოს ჩატარებული 3 საერთო არჩევნებიდან რომელიმეში საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატებოდა 1500 ამომრჩეველს, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საარჩევნო უბნები შესაძლოა დაიყოს გაერთიანებამდე არსებული რაოდენობის შესაბამისად. 2. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ამავდროულად, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 2700 ამომრჩეველს აღემატება, შეიძლება: ა) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს დამატებით დაავალოს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულება; ბ) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს არანაკლებ 5 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი; გ) დამატებით გამოყენებულ იქნეს მე-3 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით. 3. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ბოლოს ჩატარებული 3 საერთო არჩევნებიდან რომელიმეში საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატებოდა 1300 ამომრჩეველს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოყენებულ იქნეს მე-3 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები