დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.024474 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2017, 010220020.10.003.019995) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში – კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე – კომისიის წევრი; სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი; სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – კომისიის წევრი; სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს სახალხო დამცველს ან მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს ან საბჭოს წევრს; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან მდივანს; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს; სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ან მის მოადგილეს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს; ა(ა)იპ – კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ან მის მოადგილეს; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ან წევრს.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.“. 2. მე-2 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული უწყებების მიერ განსაზღვრული კომისიის წევრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომისიის თავმჯდომარეს.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების“: ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მასში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებები/ორგანიზაციები.“; ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაციაში.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმების შემუშავება;“; გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მაკოორდინირებელი ფუნქციის შესრულება, რომლის საფუძველზეც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომლებიც მიმართულია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ.“; დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება და ვალდებულებები დასახული ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია: ა) უფლებამოსილია, გენდერული თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავების, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) უფლებამოსილია, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით; გ) უფლებამოსილია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებსაც წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას; დ) უფლებამოსილია, შეითავსოს ოფიციალური მაკოორდინირებელი ორგანოს როლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციით მოცემული ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისა და დამარცხებისკენ; ე) ვალდებულია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა, მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშთან ერთად განსახილველად წარედგინება ადამიანის უფლებების უწყებათაშორის საბჭოს, ხოლო არაუგვიანეს 31 მარტისა – საქართველოს პარლამენტს. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში საჯაროა; ვ) უფლებამოსილია, განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია უწყებათაშორისი კომისიის ამოცანების შესასრულებლად.“; ე) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები