დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024442 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-4 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) №1.13 დანართის („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“): ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) 70%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) რეაბილიტაციის კურსის დაწყებიდან დასრულებამდე ვადა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 90 კალენდარულ დღეს.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და/ან სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის ნებართვა, რომელიც რეგულირდება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით. ამასთანავე, აუცილებელია, მიმწოდებელს შტატში ჰყავდეს მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული ექიმი – სპეციალისტი, რომელსაც გავლილი ექნება სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული „ინსულტის, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის პროცესის მართვის“ კურსი.“; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროგრამის მოსარგებლე მომსახურებას იღებს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული მოცულობითა და ვადებით. პირველი კურსის შემდეგ ყოველი მომდევნო კურსის დაფინანსება განისაზღვრება ფუნქციური დამოუკიდებლობის საზომით მიღებული ჯამური ქულით. კერძოდ: ბ.ა) ფუნქციური დამოუკიდებლობის ჯამური ქულის 10%-ზე მეტით ზრდის შემთხვევაში, რეაბილიტაციის შემდგომი კურსი დაფინანსდება კატეგორიის შესაბამისად (პუნქტი 2. მოსარგებლეები); ბ.ბ) თუ ფუნქციური დამოუკიდებლობის ჯამური ქულის ზრდა პირველი კურსის შემდეგ შეადგენს 10%-ზე ნაკლებს, რეაბილიტაციის შემდგომი კურსი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება; ბ.გ) რეაბილიტაციის კურსში მოსარგებლის პირველადად ჩართვის საკითხს განიხილავს განმახორციელებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (განცხადება, პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა). განმახორციელებელი გასცემს დადებით ან უარყოფით წერილობით პასუხს, რომლითაც ხელმძღვანელობს მიმწოდებელი. იმ შემთხვევაში, თუ კი მიმწოდებელი დაასაბუთებს მოსარგებლის რეაბილიტაციის კურსში ჩართვის მიზანშეუწონლობას (მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), მან უნდა აცნობოს განმახორციელებელს წერილობით, რომელიც უზრუნველყოფს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიაზე (შემდგომში –კომისია) საკითხის განხილვას: ბ.გ.ა) რეაბილიტაციის კურსში მოსარგებლის განმეორებით ჩართვის საკითხი განიხილება კომისიაზე; ბ.გ.ბ) კომისია განიხილავს მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გამოგზავნილ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას – ფორმა №IV-100/ა, ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ქულებს (კურსის დაწყებისას და დასრულებისას), ჩატარებული და ჩასატარებელი ღონისძიებების/ჩარევების ჩამონათვალსა და რაოდენობას; ბ.გ.გ) კომისიის გადაწყვეტილება ფიქსირდება დასკვნაში (დასკვნის ფორმა მტკიცდება განმახორციელებლის მიერ); ბ.გ.დ) კომისიის დასკვნა გადაეგზავნება მოსარგებლეს კომისიის საქმიანობის დადგენილი წესის შესაბამისად; გ) მიმწოდებელი ვალდებულია: გ.ა) რეაბილიტაციის კურსის დაწყებამდე მოითხოვოს მოსარგებლისგან განმახორციელებლის მიერ გაცემული წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო განმეორებითი რეაბილიტაციის კურსის დაწყებამდე მოითხოვოს მოსარგებლისგან დამატებით კომისიის დასკვნაც და იხელმძღვანელოს ამ დასკვნით; ამასთანავე, რეაბილიტაციის პროცესში მიმწოდებელს აქვს უფლება, კორექტირება შეიტანოს კომისიის დასკვნაში გაწერილი მანიპულაციების ჩამონათვალსა და რაოდენობებში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელი წერილობით მიმართავს კომისიას, რომელიც განიხილავს და აცნობებს გადაწყვეტილებას; გ.ბ) რეაბილიტაციის კურსის დასრულებისას, გასცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელშიც დაფიქსირებული იქნება რეაბილიტაციის კურსის დაწყებისას და დასრულებისას პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ქულები, ჩატარებული ღონისძიებების/ჩარევების ჩამონათვალი და რაოდენობა;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები