დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 02 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016394 |
|
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში (სსმ 29/12/2023წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.131.016384) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილება დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
.
|
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 68,351,700 ლარის ოდენობით. მათ შორის ლარი
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 35,915,600 ლარის ოდენობით. მათ შორის:
ლარი
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან (ტრანსფერები) განისაზღვროს 26 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის: ლარი
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 6,436,100 ლარის ოდენობით. მათ შორის, ლარი
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ბიუჯეტისხარჯები განისაზღვროს 46,133,226 ლარის ოდენობით, მათ შორის: ლარი
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 23,807,768 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 25,749,468 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1,941,700 ლარის ოდენობით, მათ შორის: ლარი
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 22 218 474 ლარი ხოლო, მთლიანი სალდო -1 589 294 ლარის ოდენობით;
მუხლი 11. ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
ფინანსური აქტვების კლება 2 094 400 ლარი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშებზე 2024 წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთიდან გადასახდელების დასაფინანსებლად მიმართული სახსრები.
მუხლი 12. ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 505 106 ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის’’ ფარგლებში 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 30 106 ლარის ოდენობით. ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 111 245 ლარის ოდენობით და ქობულეთის წყალარინების პროექტის ფარგლებში 2010 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 727 505 ლარის ოდენობით. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 3 920 988 ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 3 052 132 ლარი.
თავი II ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები. მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს. მუციპალიტეტის მიერ თანადაფინასნებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ და ფუძნებული იურიდიული პირები. მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
მუხლი 14.ინფრასტრუქტურის განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 31 548 313 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 15. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6,995,340 ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. განათლების ხელშეწყობა განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 12,011,818 ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ლარი
მუხლი 17. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6 763 462 ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 18. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6 714 226 ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ლარი
თავი III ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები