ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N48-ში; ხახულის ქ. N50-ში; დასახლება ურეხში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.31.07.179; 05.31.07.208; 05.31.07.210 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N48-ში; ხახულის ქ. N50-ში; დასახლება ურეხში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.31.07.179; 05.31.07.208; 05.31.07.210 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016622
7
26/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
010250050.35.132.016622
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N48-ში; ხახულის ქ. N50-ში; დასახლება ურეხში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.31.07.179; 05.31.07.208; 05.31.07.210 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 26 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. №48-ში; ხახულის ქ. N50-ში; დასახლება ურეხში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.31.07.179; 05.31.07.208; 05.31.07.210 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, კახაბრის  ქუჩა N48-ში; ხახულის ქუჩა N50-ში; დასახლება ურეხში  მდებარე მიწის  ნაკვეთებზე:  05.31.07.179;  05.31.07.208;  05.31.07.210 დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა,  თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე