დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 69/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.022.018487 |
|
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) დამტკიცებულ ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – სისტემა) მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ (შემდგომ – ეროვნული სასწავლო გეგმა) მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.“; 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება (დიფერენცირებული ან არადიფერენცირებული) იწერება.“; 3. 51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: ,,1. „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, იმ სკოლის მიერ, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (შემდგომ – ელექტრონული რეგისტრაცია).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები