„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016786
1
09/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
010250050.35.148.016786
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2024 წლის 9 თებერვალი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2023; 010250050.35.148.016776) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 2. ონკოლოგიური (კოდი (ICD-10) C00-დან C97-ის ჩათვლით; კოდი (ICD-10) D00-დან D09-ის ჩათვლით) ავადმყოფის მედიკამენტებით, დამხმარე საშუალებებით    უზრუნველყოფა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაფინანსება განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული რეაბილიტაციის (ერთჯერადად არაუმეტეს 15 პროცედურა) დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით  დაავადებულ პირებს;“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით (გარდა ცელიაკიით და ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების) სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების, ადაპტური ტექნოლოგიების, მედიკამენტების, დამხმარე საშუალებების  თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის    მანძილზე ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ;“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთჯერადად მე-3 შვილის შეძენაზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 150000-ის  ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18 წლამდე 3-შვილიანი ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში.“.

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახი რომლის ერთერთი მშობელი და  შვილები რეგისტრირებულნი არიან   გორის მუნიციპალიტეტში.“.

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18 წლამდე 5 და მეტშვილიანი ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან  გორის მუნიციპალიტეტში.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განმცხადებლის/მშობლის პირადობის მოწმობების ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;“;

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შვილების  რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი.“;

ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  უსახლკაროდ დარჩენილი  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიუსაფარი ოჯახების  ქირით  უზრუნველყოფა  განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში  წლის განმავლობაში  ფულადი დახმარების გზით თვეში 200 ლარის ოდენობით.“;

პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;“;

რ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“;

ს) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ტ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის (უსინათლო) შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

 უ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) ყრუ-მუნჯობის შემთხვევაში ექიმი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო  დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე