“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 01/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.578
  • Word
603
25/07/2005
სსმ, 89, 01/08/2005
190.040.000.22.033.007.578
“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.578

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №603

2005 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005., №41 მუხ. 443) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;”.

2. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42 და 43 პუნქტები:

,,41. მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.

42. თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მაშინ მას მიეცემა მხოლოდ ამ ბრძანების №2 დანართით განსაზღვრული დანამატი.

43. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ ბრძანებულების №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნორმის ღირებულება აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით.”.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 შემდეგი რედაქციით:


    დანართი №2

მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება                                                         სადღეღამისო

                                                                                                                                                ნორმაზე დანამატის

                                                                                                                                                ოდენობა

                                                                                                                                                პროცენტობით

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი                                                                               80

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული

უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების

საბჭოს მდივანი                                                                                                                                  80

საქართველოს გენერალური პროკურორი                                                                                   80

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე                                                                                80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                                                                         80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი                                                       80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

თავმჯდომარე                                                                                                                                     80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                                                       80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                            80

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური

შტაბის უფროსი                                                                                                                                  80

საქართველოს სახალხო დამცველი                                                                                                 70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარე                                                                                                                                     70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის

მოადგილე                                                                                                                                            70

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი                                                                     70

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული                                                       70

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

მოადგილე                                                                                                                                            70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე                                                            70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი                                                                               70

ქ. თბილისის მერი                                                                                                                              70

ქ. თბილისის პრემიერი                                                                                                                     70

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური

სამსახურის უფროსი                                                                                                                         70

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსი                                                                                                                         70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

უფროსის პირველი მოადგილე                                                                                                      70

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს

მდივნის პირველი მოადგილე და მოადგილე                                                                              70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი                                                             70

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი                                                                                    60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე                                                                                      60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი                                                                                      60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი                                                                                          40

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს

აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი                                                                       40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი                                                       40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი                                                                        30

შენიშვნები:

1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დო-ლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

3. მუშაკებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.