საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 24/01/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
1/4
24/01/2024
ვებგვერდი, 25/01/2024
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

 განკარგულება №1/4

2024 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე  ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შეჩევის პროცედურის დაწყების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას.

2023 წლის 28 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძეს, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო, შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს     10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ეწურებათ 2024 წლის ოქტომბერში, რის გამოც, ასევე ვაკანტური ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 2 საშტატო ერთეული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დაიწყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე (3 ვაკანსიაზე) ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 3 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

3. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.  ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს.

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი    ნიკოლოზ მარსაგიშვილი