ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 080080050.10.003.024406
14
22/01/2024
ვებგვერდი, 23/01/2024
080080050.10.003.024406
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №14

2024 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის , მათი დაცვის , დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები

მუხლი 1. ეროვნული რეფერირების მექანიზმის მიზნები და რეგულირების სფერო

1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის , მათი დაცვის , დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების “ (შემდგომშიეროვნული რეფერირების პროცედურები ) ძირითადი მიზანია იმ ღონისძიებათა ერთობლიობის განსაზღვრა , რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას , დაცვას , დახმარებას , ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერასა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას .

2. ეროვნული რეფერირების პროცედურები განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროული გამოვლენისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ორგანოების უფლება -მოვალეობებსა და კოორდინაციის წესს .

3. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევის გამოვლენის , მისი დაცვის , დახმარებისა და რეაბილიტაციის საკითხები განისაზღვრებაბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების ) პროცედურების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით .

მუხლი  2. ეროვნული რეფერირების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები

ეროვნული რეფერირების პროცედურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია : საქართველოს კონსტიტუცია , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები , მათ შორის , „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებევროპის საბჭოს კონვენცია , საქართველოს ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი , საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი , „ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის აღკვეთის , ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონი , „სოციალური მუშაობის შესახებსაქართველოს კანონი , „პოლიციის შესახებსაქართველოს კანონი , „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებსაქართველოს კანონი , „ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონი , „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონი , „პროფესიული განათლების შესახებსაქართველოს კანონი .

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ეროვნული რეფერირების პროცედურებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური , ფსიქოლოგიური , ეკონომიკური , სექსუალური ძალადობით ან იძულებით . მათ შორის , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1261 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ;

ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელი ყველა ქმედება , რომელთაც შედეგად მოჰყვება , ან შეიძლება მოჰყვეს , ქალებისთვის ფიზიკური , ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის , ან ეკონომიკური ზიანის მიყენება , მათ შორის , ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა , ქალების იძულება , ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა . გენდერული ნიშანი გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო , რომ ის ქალია , ან რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია გენდერულ დისკრიმინაციასა და ქალის დაქვემდებარებულ როლთან , რაც გამოიხატება ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით , ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით , მისი ქცევის კონტროლით , ან გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით ;

.ფიზიკური ძალადობა ცემა , წამება , ჯანმრთელობის დაზიანება , თავისუფლების უკანონო აღკვეთა , ან სხვა ისეთი მოქმედება , რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას ; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა , რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს ;

.ფსიქოლოგიური ძალადობშეურაცხყოფა , შანტაჟი , დამცირება , მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება , რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას ;

. ) იძულება ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება , შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება , რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა , ან /და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება -სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება ;

.სექსუალური ძალადობა სქესობრივი კავშირი ძალადობით , ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით , მათ შორის , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137- – 139- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ;

.ეკონომიკური ძალადობა ქმედება , რომელიც იწვევს საკვებით , საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის , საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების , აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას ;

) მსხვერპლი ქალი ან ოჯახის წევრი , რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა ფიზიკური ძალადობით , ფსიქოლოგიური ძალადობით , ეკონომიკური ძალადობით , სექსუალური ძალადობით ან იძულებით ;

დაზარალებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულ ებსა (მუხლი 111) და ოჯახში ძალადობის (მუხლი 1261), აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში , ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაზარალებულად ცნობილი პირი ;

) ოჯახის წევრი დედა , მამა , პაპა , ბებია , მეუღლე , არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი , შვილი (გერი ), მინდობით აღსაზრდელი , მინდობით აღმზრდელი (დედობილი , მამობილი ), დედინაცვალი , მამინაცვალი , შვილიშვილი , და , ძმა , მეუღლის მშობელი , არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი , შვილის მეუღლე (მათ შორის , არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ), ყოფილი მეუღლე , წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი , მეურვე , მზრუნველი , მხარდამჭერი , მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი , მხარდაჭერის მიმღები , აგრეთვე პირები , რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას ;

 მოძალადე ოჯახის წევრი , რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ფიზიკური , ფსიქოლოგიური , სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით . მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი , რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ , ფსიქოლოგიურ , სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას ;

) ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის შემთხვევის პირველადი იდენტიფიკაცია და გამოვლენა ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს , მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს , საგანმანათლებლო დაწესებულებებს , ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენასა და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები ;

  ) მხარდაჭერის მომსახურება /პროგრამა მომსახურება /პროგრამა , რომელიც მსხვერპლს /დაზარალებულს ძალების აღდგენასა და ძალადობის შედეგების დაძლევაში ეხმარება . აღნიშნული მიზნით ეს მომსახურება /პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მსხვერპლთა მხარდაჭერას ერთ -ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიმართულებით : მსხვერპლთა დაცვა , სამართლებრივი დახმარება , ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება /რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა , მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით ) უზრუნველყოფა , მათი ჯანმრთელობის დაცვა , პროფესიული მომზადების /გადამზადების ან /და დასაქმების ხელშეწყობა ან /და სხვა დახმარება , რომელიც მსხვერპლის საჭიროებებზეა მორგებული ;

  ) თავშესაფარი მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან /და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი (სადღეღამისო ) განთავსების ადგილი , რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ -სოციალურ დახმარებას / რეაბილიტაციას , იურიდიულ დახმარებას , სამედიცინო დახმარებასა და დაცვას ;

) კრიზისული ცენტრი მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც , სულ მცირე , უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ -სოციალურ დახმარებას /რეაბილიტაციას . კრიზისული ცენტრი შესაძლებელია , უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის , დროებითი (სადღეღამისო ) საცხოვრებლით მომსახურების ) მიწოდებას , თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით );

სოციალური მომსახურება – „ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის აღკვეთის , ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონის მე -8 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ;

  ) სოციალური მუშაკი სოციალური მომსახურების განმახორციელებელი სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი , რომელიც საქმიანობსსოციალური მუშაობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ;

 სამედიცინო დაწესებულებები – „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზესაქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ ბრძანების დანართით გათვალისწინებული დაწესებულებები (მათ შორის , სოფლის ექიმი );

  ) ბავშვი – 18 წლამდე არასრულწლოვანი პირი ;

  ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ ) პირი პირი მყარი ფიზიკური , ფსიქიკური , ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით , რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა , ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში ;

  ) გონივრული მისადაგება პრინციპი , რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს , რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანაბარ პირობებში რეალიზებას ;

  ) ენობრივი ბარიერის მქონე პირი პირი , რომელიც არ ფლობს , ან სათანადოდ არ ფლობს ადმინისტრაციულ /სამართალწარმოების ენას ;

  ) დოკუმენტირება სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების (მათ შორის , სოფლის ექიმების ) ვალდებულებაა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება , რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლის სამედიცინო კონსულტაციის გაწევასა და ამბულატორიული /სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისასგენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის /სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების ფორმებისშევსებას , ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ ) შევსებას ;

 მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები – „ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის აღკვეთის , ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონის მე -20 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები .

  2. ეროვნული რეფერირების პროცედურებში მოცემული სხვა ტერმინები , თუ არ არის სპეციალური მითითება , გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით .

 მუხლი 4. ეროვნული რეფერირების პროცედურების ამოცანები

1. ეროვნული რეფერირების პროცედურების ამოცანებია :

ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება ;

ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა , მათი პატივისა და ღირსების დაცვა ;

ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეფერირება და მხარდაჭერა მულტიდისციპლინური და კოორდინირებული მიდგომით ;

ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ არადისკრიმინაციული და ტოლერანტული მოპყრობა ;

ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებულ მომსახურებაზე (მომსახურებებზე ) წვდომის მიზნით ინფორმირებული არჩევანისათვის პირობების უზრუნველყოფა ;

ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემებისა და მათთვის მიწოდებული მომსახურებ (ებ )ის , მათ შორის , დაცვის ღონისძიებ (ებ )ის კონფიდენციალურობის დაცვა ;

  ) შშმ მსხვერპლთან მუშაობის პროცესში გონივრული მისადაგების პრინციპის განხორციელება .

  2. ეროვნული რეფერირების პროცედურები ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი (მათ შორის , კომპლექსური ) მომსახურების პრინციპს და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში ითვალისწინებს მოწყვლად პირთა საჭიროებებს .

მუხლი 5. ეროვნული რეფერირების პროცედურების მონაწილე სუბიექტები

ეროვნული რეფერირების პროცედურებში თავიანთი კომპეტენციისა და უფლება -მოვალეობების შესაბამისად მონაწილეობენ შემდეგი სუბიექტები :

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ;

  ) საქართველოს პროკურატურა ;

  ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო :

  . ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასპეციალური პენიტენციური სამსახური ;

  . ) საჯარო სამართლის იურიდიული პირიდანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ;

  ) სპეციალური საგამოძიებო სამსახური ;

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და :

  .სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა , დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომშისახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ):

  . . ) თავშესაფრები , კრიზისული ცენტრები ან /და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებები ;

  . . ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ;

  . ) სსიპსოციალური მომსახურების სააგენტო ;

  . ) სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება (ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი , მათ შორის , სოფლის ექიმი );

  ) საქართველოს განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ;

) საჯარო სამართლის იურიდიული პირიიურიდიული დახმარების სამსახური ;

) მუნიციპალიტეტები .

 მუხლი 6. ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში სუბიექტების უფლებამოსილება და კოორდინაცია

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ან /და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენა , აღკვეთა და შესაბამისი სამართალწარმოება ; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემაკავებელი ორდერის გამოცემა ან /და გამოძიების დაწყება ; დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების შესრულების მონიტორინგი და დარღვევაზე რეაგირება ; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით , ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება ; მსხვერპლის /დაზარალებულის ინფორმირება მისი უფლებებისა და დაცვის გარანტიების თაობაზე ; ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში , მსხვერპლის მოთხოვნით , აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში , მსხვერპლის თანხმობით , მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა ; პენიტენციური დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მსხვერპლის (შშმ პირის შემთხვევაში , მათ შორის , მისი მხარდამჭერის ) ინფორმირება ძალადობის ჩამდენი მსჯავრდებულის მიერ (მოძალადის ) პენიტენციური დაწესებულების დატოვების (გათავისუფლების , გაქცევის , თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისა და სხვა ) შესახებ .

2. საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულებზე 1261 მუხლით გათვალისწინებულ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის დანაშაულებზე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება ; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა ; პირის დაზარალებულად ცნობა ; სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა .

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მეუღლეზე ან პარტნიორ ქალზე მოძალადე მსჯავრდებულების ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზება , ჩატარების უზრუნველყოფა ან /და მოძალადე მსჯავრდებულებისთვის სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდება . ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ წერილობითი ინფორმირება მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების (გათავისუფლების , გაქცევის , თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის და სხვა ) შესახებ . გამოთხოვის შემთხვევაში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიწოდება .

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისდანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის მეუღლეზე ან პარტნიორ ქალზე მოძალადე პირობითი მსჯავრის მქონე პირების ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა . აგრეთვე ბენეფიციარ ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია -რესოციალიზაციის მომსახურებების მიწოდება ან /და შესაბამის მომსახურებებში გადამისამართება .

5. ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში , საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა ) ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა და გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ჩადენილი იმ ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება სრული მოცულობით , რომელიც განსაზღვრულიასპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით .

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის სამედიცინო დაწესებულებების (ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ) საქმიანობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა , რომელიც მოიცავს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებების (ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ) მიერ ძალადობის ფაქტის გაანალიზების , გამოვლენის , დოკუმენტირების , გადაუდებელი მხარდაჭერისა და რეფერირების საკითხებს . ასევე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , შშმ პირთა ინსტიტუციებში , სათემო ორგანიზაციებში , თავშესაფრებში , მინდობით აღზრდასა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის პრევენციის , იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმების შემუშავება .

7. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილებას ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის : ) მსხვერპლთა /დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ (ებ )თან ერთად ) თავშესაფრით , კრიზისული ცენტრის ან /და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულების მომსახურებებით უზრუნველყოფა ; ) ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირისთვის კომპენსაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით .

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების უფლებამოსილებას ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაცია და ძალადობის მსხვერპლის გამოვლენა , მისი ინფორმირება -კონსულტირება უფლებების , დაცვისა და დახმარების მექანიზმების თაობაზე ; უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელება ; საჭიროების შემთხვევაში , დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობა .

9. სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოწყვლადი ჯგუფების ოჯახებში განხორციელებული ვიზიტის დროს , ოჯახებისათვის საინფორმაციო მასალის მიწოდება ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების , მათ შორის , საკონსულტაციო და გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზების თაობაზე .

10. სამედიცინო სერვისის მიმწოდებლების (ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ) უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის პაციენტის მიმართ ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში და /ან პაციენტის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში , ადგილზე შემთხვევის გაანალიზება , პირველადი იდენტიფიკაცია , დოკუმენტირება , გადაუდებელი მხარდაჭერა , საჭიროების შემთხვევაში რისკის შეფასება , შეტყობინება და რეფერირება , კერძოდ :

) ამბულატორიული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი (მათ შორის , სოფლის ექიმი ) გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის და /ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პაციენტის ამოცნობას /შეფასებასა და შესაბამის დოკუმენტირებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ ბრძანებით დამტკიცებულიამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის “ 71 მუხლისა და №61 დანართის (ფორმა №IV-200-5/გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის /სექსუალური ძალადობის დოკუმენტირება ) შესაბამისად ;

  ) სტაციონარული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის და /ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პაციენტის ამოცნობას /შეფასებასა და შესაბამის დოკუმენტირებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ ბრძანებით დამტკიცებულისამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისმე -2 მუხლის 61 – 65 პუნქტებისა და №11 დანართის (ფორმა №IV-300/გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის /სექსუალური ძალადობის დოკუმენტირება ) შესაბამისად .

11. საქართველოს განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდოობის სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მყოფ პირებზე ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში , ადგილზე შემთხვევის გაანალიზება და , კანონმდებლობით დადგენილი წესით , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება აღნიშნულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად .

12. საჯარო სამართლის იურიდიული პირისიურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილება ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში არისიურიდიული დახმარების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით ოჯახში ძალადობის ან /და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის კონსულტაციის გაცემა . კანონით დადგენილი წესით , იურიდიული კონსულტაცია გაიცემა ნებისმიერ პირსა და ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე , მათ შორის , სატელეფონო (1485) და ონლაინ , სამსახურის აპლიკაციის საშუალებით .

13. მუნიციპალიტეტებიეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში მუნიციპალიტეტები , საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისმე -16 მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტების ფარგლებში დასოციალური მუშაობის შესახებსაქართველოს კანონის 56- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად , ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებასა და მასზე შესაბამის რეაგირებას .

14. ეროვნული რეფერირების პროცედურების განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტები , საჭიროების შემთხვევაში , რთავენ /იწვევენ შშმ პირებთან მომუშავე შესაბამის სპეციალისტებს / მხარდამჭერს /პერსონალურ ასისტენტს , ხოლო ენობრივი ბარიერის მქონე პირებთანშესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმნებს .

15. ეროვნული რეფერირების პროცედურების მე -5 მუხლით განსაზღვრული ეროვნული რეფერირების პროცედურების მონაწილე სუბიექტები , თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში , ვალდებულნი არიან , უზრუნველყონ შესაბამის სტრუქტურებს შორის სწრაფი , ეფექტიანი კომუნიკაცია და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა , რაც განსაზღვრულია მე -7 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით .

 მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. ეროვნული რეფერირების პროცედურების მონაწილე ყველა სუბიექტმა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ ) განახლება /შემუშავება , რომლითაც დეტალურად განისაზღვრება უწყების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის , მათი დაცვის , დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები .

2. ზემოაღნიშნული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების განახლება /შემუშავება განხორციელდესგენდერული თანასწორობის , ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილების საფუძველზე შექმნილ გენდერული თანასწორობის , ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციით .