„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.018443
25/ნ
12/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
430070000.22.022.018443
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №25/ნ

2024 წლის 12 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge,, 23/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 430070000.22.022.017477) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს, რომელიც მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის წესს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ინკლუზიური განათლების სფეროში.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომ – ჩარიცხვის წესი) შესაბამისად,  სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციისას პირის კანონიერი წარმომადგენელი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) კლასის დამრიგებლის/მასწავლებლის/მასწავლებლების მიერ შედგენილი, შესაბამის საგანში/საგნებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) აღწერის ფორმა რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

5. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 -224 მუხლები:

,,მუხლი 221. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში მოცემულია: ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის (შემდგომ – ისგ ჯგუფი) შეხვედრების კალენდარი, მონაცემები მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ, მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერა, საგნობრივი გეგმა/გეგმები და სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმა.

2. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში მოცემული საგნობრივი გეგმა/გეგმები უნდა მოიცავდეს მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერას თითოეულ საგანში, მოსწავლის საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრულ  საფეხურის და სასწავლო წლის   მიზნებს. ასევე, სწავლა-სწავლების შესაბამის სტრატეგიებს, აქტივობებს და განმავითარებელ შეფასებას.

3. საგნობრივი გეგმის შედგენასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი საგნის მასწავლებელი. საგნობრივი გეგმის შედგენის პროცესში მასწავლებელი  თანამშრომლობს სპეციალურ მასწავლებელთან, საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების სხვა სპეციალისტთან და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან.

4. სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმის  შედგენასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია სპეციალური მასწავლებელი. ინტერვენციის გეგმაში წარმოდგენილი სასწავლო მიზნები ხელს უნდა უწყობდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის წინსვლასა და აკადემიურ მიღწევას.

5. ისგ ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის სწავლის დაწყებიდან ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

6. სწავლა-სწავლების პროცესში გამოვლენილი საჭიროებიდან ცვლილება/ცვლილებები უნდა აისახოს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს, საჭიროებიდან გამომდინარე, მინიმუმ სემესტრში ერთხელ.

7. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

მუხლი 222.  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი

1. სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას. ისგ ჯგუფი ვალდებულია, სემესტრის ბოლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევის შესახებ წერილობითი ინფორმაცია წარუდგინოს სკოლის დირექტორს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

2. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  კლასის დამრიგებელი;

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  კანონიერი წარმომადგენელი;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

3. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.

4. ისგ ჯგუფი იკრიბება, სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო მიზნებს, მიღწევებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.

5. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

6. ყოველი სემესტრის დასასრულს, ისგ  ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების სახით წერილობით წარმოადგენს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში, იმ საგანში, რომელსაც ასწავლის. მასწავლებელი ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

მუხლი 223სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება და დასწრება

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმიერი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი გამონაკლისისა, გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.

3. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

მუხლი 224. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შინ სწავლება

1. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შინ სწავლების ფორმაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად სკოლა ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე აღარ საჭიროებს შინ სწავლებას, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით, სკოლა ატარებს შესაბამის ღონისძიებებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის სკოლის გარემოში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

2. ისგ ჯგუფი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ასახავს შინ სწავლების ფორმას, განრიგს, თითოეული საგნის საათობრივ დატვირთვას და პასუხისმგებელ პირებს. შინ სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.

3. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ასახული შინ სწავლების განრიგის შესაბამისად განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ვიზიტებს.

4. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.

5. შინ სწავლების პროცესში დასაშვებია დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენება.

6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.“.

6. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)  ამ წესით დადგენილი წესით მონაწილეობს ისგ ჯგუფის საქმიანობაში;“.

მუხლი 2
 

1. ეს ბრძანება გარდა, ამ ბრძანების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 22 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი