დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 555 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.024388 |
|
ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ღია მმართველობა საქართველოს
2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა
|
ღია მმართველობა საქართველოს
2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა სარჩევი ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაცია. 4 ღია მმართველობა საქართველოს რეფორმები.. 7 მუნიციპალიტეტების მონაწილეობა OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში (OGP Local). 10 ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. 12 ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებები. 14 2. „ღია მონაცემების აქტის“ მიღება. 28 3. სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა. 30 4. მოპოვებითი მრეწველობის სექტორში გამჭვირვალობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა. 32 5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა. 35 8. ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა. 43 9. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ინკლუზიური მიდგომების გაძლიერება. 45 10. გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში. 48 შესავალი საქართველოს მთავრობა მმართველობის ღიაობას, გამჭვირვალობას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტურ ღირებულებებად მიიჩნევს და ურყევად განაგრძობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) პრინციპების დამკვიდრებას საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემაში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა და უკვე განხორციელებული ოთხი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს – თანათავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს OGP-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა. ღონისძიებას 70-ზე მეტი ქვეყნის, ასობით სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. 2019 წლის აპრილში კი საქართველომ OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც გერმანიასთან და ინდონეზიასთან ერთად გაიმარჯვა და მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით დარჩა. წინამდებარე დოკუმენტი საქართველოს რიგით მეხუთე, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ 10 ვალდებულებას მოიცავს. სამოქმედო გეგმის მიზანია გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები. ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაცია ქვეყანაში ღია მმართველობის პროცესის ინკლუზიურად წარმართვის მიზნით, 2014 წელს ჩამოყალიბდა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, როგორც პირველი მუდმივმოქმედი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო დაწესებულებებს (OGP საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს), ადგილობრივ არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს. ფორუმის მთავარ მიზნად კი გაიწერა ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №197 დადგენილების[1] თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციად განისაზღვრა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე, ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი, ანგარიშგება და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. შედეგად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ქვეშ შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – საჯარო მმართველობის სამმართველო, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად ღია მმართველობის რეფორმის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა განისაზღვრა. ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, საჯარო მმართველობის სამმართველოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით,[2] ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის პირველი მაღალი რანგის სათათბირო ორგანო – ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა (იხ. ცხრილი 1). OGP საქართველოს ფორუმი შენარჩუნდა, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. ახლადშექმნილი საბჭოს დებულების მიხედვით:
გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ასევე შეიცვალა ფორუმში/საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების გაწევრების წესი. ცვლილების შესაბამისად, ფორუმში ახალ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად თავად ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ. დამატებით, OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს რეკომენდაციით, ფორუმის/საბჭოს ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ბუნდოვანების გამოსარიცხად, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი წევრის შერჩევას შეძლებენ. ცხრილი 1: საბჭოს წევრები
ღია მმართველობა საქართველოს რეფორმებისაქართველო OGP-ში გაერთიანების წლიდან აქტიურადაა ჩართული ისეთი რეფორმების დანერგვაში, რომლებიც ხელს უწყობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მოქალაქეებისათვის საჯარო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. OGP-ის სამოქმედო გეგმების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ რეფორმებს შორისაა:
მუნიციპალიტეტების მონაწილეობა OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში (OGP Local) მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა OGP-ის პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობის მიმართულებით. 2016 წლიდან OGP განსაკუთრებულ ყურადღებას და რესურს უთმობს მუნიციპალიტეტებში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, შესაბამისად, OGP საქართველოს სამდივნო მუდმივად თანამშრომლობს მუნიციპალურ ორგანოებთან, რათა მათ შეძლონ OGP-ის პლატფორმის ეფექტურად გამოყენება. ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ OGP-ის პროცესებში ჩართულობის ორგვარი შესაძლებლობა:
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს სამი მუნიციპალიტეტი (ოზურგეთი, ხონი და ახალციხე) OGP-ის ადგილობრივი პროგრამის წევრებად აირჩიეს. შესარჩევ პროცესში მსოფლიოს მასშტაბით, 112 ქალაქი მონაწილეობდა. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ მათგან 56 აირჩია პროგრამის წევრად. შესარჩევ პროცესში მუნიციპალიტეტებს ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევდნენ OGP საქართველოს სამდივნო, USAID/GGI და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“. 2022 წელს საქართველოდან OGP Local-ის პროგრამას რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ. აღნიშნული ციკლის ფარგლებშიც, OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში მონაწილეობის მოსამზადებელ ეტაპზე მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერას უწევდნენ USAID/GGI და UNDP-ის პროექტის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ექსპერტები. პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო OGP საქართველოს სამდივნომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პროგრამის წევრ მუნიციპალიტეტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ითანამშრომლონ OGP Local-ის წევრ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და ადგილობრივ დონეზე დანერგონ ინოვაციური მიდგომები. ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი OGP-ის წევრობის ფარგლებში, საქართველომ 2024 წლამდე 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა.[6] 2020 წელს OGP საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა და შეზღუდვებმა, მათ შორის, სამუშაო რეჟიმის სრულად ონლაინ ფორმატში გადატანამ. 2021 წელს ახალ, რიგით მეხუთე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გაგრძელდა, კერძოდ, პროცესში ჩართულმა საჯარო უწყებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს სხვადასხვა მიმართულებით ინიციატივები წარუდგინეს. წარმოდგენილი ინიციატივების დეტალურად განხილვის მიზნით, სამდივნომ დაიწყო აქტიური მუშაობა შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან და OGP საქართველოს საბჭოს წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების მიზნით, სამდივნოს ორგანიზებით 2022 წლის 21 იანვარს და 24 თებერვალს გაიმართა[7] ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ორი შეხვედრა,[8] რომელთა ფარგლებში ფორუმის წევრებმა განიხილეს ახალი სამოქმედო გეგმისთვის წარმოდგენილი თითოეული ინიციატივა და იმსჯელეს მათი რელევანტურობის შესახებ. ფორუმის შეხვედრების შემდგომ ცალკეულ ინიციატივებზე მსჯელობის მიზნით გაიმართა 20-მდე თემატური სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შედეგად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო უწყებების პოზიციები თითოეული ინიციატივის ახალ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მასშტაბის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტირებული პოზიციები საბჭოს სრულ შემადგენლობას წერილობითი ფორმით წარედგინა. ღია მმართველობა საქართველოს რიგით მე-5, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი ღია მმართველობა საქართველოს საბჭომ 2023 წლის 20 დეკემბერს განიხილა, მოიწონა და OGP საქართველოს სამდივნოს დოკუმენტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაავალა. ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებები
[1] „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №197 დადგენილება, ხელმისაწვდომია აქ. [4] საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 171, საკანონმდებლო მაცნე, ხელმისაწვდომია აქ. [5] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №35 დადგენილება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ, საკანონმდებლო მაცნე, ხელმისაწვდომია აქ. [7] 2022 წლის 21 იანვრის ფორუმის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის ფორუმის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ. [9] ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო „ღია ადგილობრივი მმართველობის და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ“, გვ. 39. ხელმისაწვდომია აქ. [10] საჯარო მმართველობის რეფორმა, გზამკვლევი 2020, იმპლემენტაციის მიმოხილვა, გვ. 44. [11] მაგალითად, სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა 30-40% მხოლოდ იმიტომ იმყოფება ინსტიტუციებში, რომ საცხოვრისი არ გააჩნია. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები