დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016427 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/01/2024 - 30/08/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27დეკემბრის № 22 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების
გაცემის წესი |
ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერიაში) დახმარების მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამები. მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პ/კ- 06 02) რომელშიც შედის: 1. სოციალური ქვეპროგრამები: 1.1. მარჩენალდაკარგული ოჯახების (0-დან 18 წლისასაკამდე) და მარტოხელა მსობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 1.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლისასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.3. სოციალურად დაუცველის , შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის მქონე მარტოხელა ხანდაზმულების (საპენსიომ ასაკის მქონე) სოციალური დაცვის ქვეპროგრამა -. 1.4. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 1.5. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.7. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.8. ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.9. მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 1.10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 1.11. ონკოლოგიური ავადმყოფების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 1.12. ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 1.13. დიალიზით მოსარგებლე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 1. 14.ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა . 2.ჯანდაცვის ქვეპროგრამები: 2.1. სოციალურად დაუცველის , შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი დაფინანსება/ თანადაფინანსების ქვეპროგრამა . 2.2. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სერვისების თანადაფინანსება/დაფინანსების ქვეპროგრამა . 2.3. მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) თანადაფინანსების ქვეპროგრამა . 2.4. C ჰეპატიტით დაავადებულთა სამედიცინო კვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების ქვეპროგრამა. 2.5. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების ქვეპროგრამა . 2.6. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით სამედიცინო კვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების ქვეპროგრამა . 2.7. სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის , შეფასების და თერაპიების (მ.შ.გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, არტ. თერაპია და სხვა) დაფინანსება/თანადაფინანსების ქვეპროგრამა . 2.8. კოვიდ (COVID-19) გადატანილი პირების (მათ შორის სავარაუდო), კოვიდის შემდგომი სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსება ქვეპროგრამა . 3. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პ/კ-06 03). მუხლი 2. პროგრამების მიზანი 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა. 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა. 4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. 5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება. მუხლი 3. რესურსების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება,ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა-გაუმჯობესება, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. თავი II სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა სოციალური ქვეპროგრამები: 1. მარჩენალდაკარგული ოჯახების და მარტოხელა მსობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 1.1 მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა ან მეურვემ , მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ან ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან) ან მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში დამატებით – მეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; 1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 2.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) შემთხვევაში მეურვემ/მშობელმა უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ან ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან); ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; 2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3 . სოციალურად დაუცველის , შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის მქონე მარტოხელა ხანდაზმულების (საპენსიომ ასაკის მქონე) სოციალური დაცვის ქვეპროგრამა -. 3.1. სოციალურად დაუცველის , შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის მქონე მარტოხელა ხანდაზმულმა (საპენსიომ ასაკის მქონე) ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში – დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; დ) მარტოხელა დევნილის სტატუსის , შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა. ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. 4. ხანდაზმულების (90 წელის და 90 წელს გადაცილებული) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 4.1. უხუცესმა, რომელსაც შეუსრულდა 90 წელი, ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 4.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 5. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 5.1.დახმარების მისაღებად ომის მონაწილე ვეტერანებმა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 5.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 6.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 6.1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 7. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 7.1. ვეტერანის უფლებამოსილმა ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი); გ) გარდაცვლილი ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების მოწმობისა და ვეტერანის მოწმობის ასლები; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 7.2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი); გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 7.3 . ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 8. ახალშობილების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 8. 1.ახალშობილის ერთ -ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის/ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (საჭიროების შემთხვევაში); ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 8.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 9. მრავალშვილიანი ოჯახების (5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 9.1. მრავალშვილიანმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 5 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში); ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 9.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 10.1. ბენეფიციარმა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა (ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 10.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 11. ონკოლოგიური ავადმყოფების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 11. 1. ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 11.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 12. ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა 12. 1. ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 12.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 7. ჯანდაცვის ქვეპროგრამები: 1.სოციალურად დაუცველის , შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი დაფინანსება/ თანადაფინანსების ქვეპროგრამა. 1.1. სოციალურად დაუცველის,შშმ. ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ერთჯერადი თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში – დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 . ე) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, აფთიაქი) მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ინვოისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი; ვ) მარტოხელა დევნილის სტატუსის , ჯანმრთელობის მქონე პირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა. 2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. 2. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსების ქვეპროგრამა 2.1.ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების/თანადაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ , სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი)/კალკულაცია); ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა; ვ) საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, დაფინანსება/თანადაფინანსების შემთხვევაში ბენეფიციარის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) პირადი საბანკო ანგარიში. 2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. დიალიზით მოსარგებლე პირების დახმარების ქვეპროგრამა 3. 1. ბენეფიციარმა, რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება შესაბამისი პროცედურის ჩასატარებლად, ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 4.ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების დახმარების ქვეპროგრამა 4. 1. ცერებრალური დამბლით დაავადებულმა პირმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 4.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 5. მოსახლეობის, მათ შორის, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება. 5.1.ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , რომლის სამედიცინო მომსახურება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი)/კალკულაცია); ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა; ვ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პრის შემთხვევაში - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა ; თ) ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობა ; 5.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 6. C ჰეპატიტით დაავადებულთა სამედიცინო კვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების ქვეპროგრამა 6.1.ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი -(ინვოისი)/კალკულაცია; 6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 7. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების ქვეპროგრამა. 7.1.ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი - (ინვოისი)/კალკულაცია; 7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 8. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით სამედიცინო კვლევების ერთჯერადი დაფინანსების ქვეპროგრამა. 8.1.ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი - (ინვოისი)/ კალკულაცია. 8.2.ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 9. სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის , შეფასების და თერაპიების (მ.შ.გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, არტ. თერაპია და სხვა) დაფინანსება/თანადაფინანსების ქვეპროგრამა . 9.1.ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა (ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა) მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერი სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობი ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმ №100; ე) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი -(ინვოისი)/კალკულაცია; 9.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 10. კოვიდ (COVID-19) გადატანილი პირების (მათ შორის სავარაუდო), კოვიდის შემდგომი სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსების ქვეპროგრამა. 10.1.ბენეფიციარმა (ერთ-ერთმა მშობელმა/უფლებამოსილმა წარმომადგენელმა) მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) 18 წლამდე ბენეფიციარის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; ვ) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი); 10.3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 11. ჯანდაცვის ქვეპროგრამები ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. მუხლი 8. სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)დახმარების პროგრამა 1. სტიქიის შედეგად (მათ შორის ხანძარით) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის შემთხვევაში – სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი) ; დ) დაზიანებული (ან დამწვარი) შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის შემთხვევში წარმოსადგენია, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ). 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში . 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით იგივე ფაქტთან დაკავშირებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით. თავი III სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები მუხლი 9. სოციალური დახმარების ოდენობა 9.1მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ოდენობა სოციალური პროგრამების ფარგლებში შეადგენს: ა) მარჩენალდაკარგულ ოჯახზე და მარტოხელა მსობლის სტატუსის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა–300 (სამასი)ლარი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა – 200 (ასი) ლარი. გ) ახალშობილების ერთჯერადი დახმარების ოდენობა – პირველ ბავშვი- 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, მეორე ბავშვი -200 (ორასი) ლარი, ყოველ მომდევნო ბავშვის დაბადებისას აღნიშნულ თანხას დაემატება 100 (ასი) ლარი. დ) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი, ხუთი და მეტი შვილი ერთჯერადი დახმარების ოდენობა – თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარი; ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ( I ჯგუფი) ერთჯერადი დახმარების ოდენობა –200 ( ორასი) ლარი; ვ) სოციალურად დაუცველის, შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის მქონე მარტოხელა ხანდაზმულების (საპენსიომ ასაკის მქონე) ერთჯერადი დახმარების ოდენობა -500 (ხუთასი) ლარი. ზ) ხანდაზმულ პირებზე (90 წლის, 90 წელს გადაცილებული)ერთჯერადი დახმარების ოდენობა –300 (სამასი) ლარი; თ) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა – 200 (ორმოცდაათი ) ლარი; ი) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერს) აღსანიშნავად საჩუქრის სახით ერთჯერადი დახმარების ოდენობა – 500 (ხუთასი) ლარი; კ) გარდაცვლილ, დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება , ერთჯერადი დახმარების ოდენობა – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. ლ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მ) ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ნ) დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირებზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით. ო) ცერებრალური დამბლით დაავდებულ პირებზე ერთჯერადი დახმარების ოდენობა -1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 9.2. ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში: ა) სოციალურად დაუცველის , შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი დაფინანსება/ თანადაფინანსება გათვალისწინებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100/ა , ინვოისის- მიხედვით უნაღდო ანგარიშსწორების გზით , დაფინანსების თანხა –არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში. ბ) მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი დაფინანსება გათვალისწინებულია უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად. ანაზღაურდება ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50 % -არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. სოციალურად დაუცველის ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. გ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება გათვალისწინებულია ბენეფიციართა ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების , მათ შორის ქიმიო-თერაპიის, რადიოთერაპიის, მაღალ-ტექნოლოგიური კვლევებისა და სხივური თერაპიით მკურნალობის პროცესში , როდესაც ღირებულება სცილდება ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტს სოციალური დახმარების განაწილების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის პროცესში, განმეორებით, ეტაპობრივად დაფინანსების/თანადაფინანსების თაობაზე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. ზემოთ აღნიშნული სამედიცინო პროცედურების დაფინანსება/თანადაფინანსება ვრცელდება ასევე იმ კატეგორიის ონკოლოგიურ ავადმყოფებზეც, რომლებიც სამედიცინო სერვისებს (მათ შორის ქიმიო-თერაპიის, რადიოთერაპიის, მაღალ-ტექნოლოგიური კვლევებისა და სხივური თერაპიით მკურნალობა) მიიღებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება - უნაღდო ანგარიშსწორების გზით, სამედიცინო (საავადმყოფო) დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. ხოლო საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, დაფინანსება/თანადაფინანსება მოხდება ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. დ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევისერთჯერადი დაფინანსება გათვალიწინებულია უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების (შპს,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების(საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 100 % -ისოდენობით (სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევები არ ფინანსდება); ე) C ჰეპატიტით დაავადებულთა სამედიცინო კვლევების ერთჯერადი დაფინანსება გათვალიწინებულია უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინომომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 70 % -ის ოდენობით (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით ( სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს); ვ) 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათაადრეული გამოვლენის მიზნით) გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსება გათვალისწინებულია (რომელშიც შედისფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH),პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა). გამოკვლევების თანადაფინანსება -უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამდაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურებისშესაბამისად. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში; ზ) სხვადსხვა სახის გონებრივი და ფიზიკური შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსება გათვალისწინებულია, - მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები 2 -დან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის (ასა) სპექტრის და განვითრების სხვა დარღვევების მქონე ბავშვთა თერაპიის (მ.შ.გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, არტ. თერაპია და სხვა) , სხავადსხა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითრების შეფერხების მქონე ბავშვთა თერაპიის და განვითარების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის დაფინანსება/თანადაფინასებას წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისად 2000 (ორი ათასი) ლარიანი ლიმიტის ფარგლებში (გადარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის/ინვოისის შესაბამისად. თ) კოვიდ (COVID-19) გადატანილი პირების (მათ შორის სავარაუდო), კოვიდის შემდგომი სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსებით გათვალისწინებულია ,მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები კოვიდ (COVID-19) გადატანილი პირების (მათ შორის სავარაუდო) , ექიმის დანიშნულებით ჩასატარებელი კოვიდის შემდგომი სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსებას. გამოკვლევების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისად , თანხით არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარისა, დაფინანსება/ თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. 9.3. სტიქიით (მათ შორის ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს: ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ -500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით: ბ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. თავი IV სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 10. ერთჯერადი სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე, სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური. 2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო). მუხლი 11. საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობა 1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით–ბრძანებით. 2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები. 3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პროფესიული ნიშნით მოწვეული წევრი. 4. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს. მუხლი 12. საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა 1. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. საბჭოს თავმჯდომარე მერის ბრძანებით შემოსულ განცხადებებს დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების საბჭოსთვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს საბჭოს,შესაბამისი სამსახურს. 3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს მონიტორინგს. 4. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. მუხლი 13. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტურად ,ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე. მუხლი 14. საბჭოს ოქმები და გადაწყვეტილებები 1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სამსახური. 5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური. 6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს). მუხლი 15. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის საბჭო იხილავს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა, ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, გარდა იმ სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული კატეგორიისა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ეძლევათ ფიქსირებული დახმარება (თანხა) , ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას. 2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანებით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების) და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 3. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია. 4. სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხით დაფინანსება/თანადაფინანსების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის პირველი მოადგილე რომელიც აგრეთვე არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს თავჯდომარე, ბენეფიციარზე გასცემს ვალდებულების (საგარანტიო) წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. მუხლი 16. ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა 1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის არის ერთჯერადი, გარდა ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსების ქვეპროგრამით გათვალისწინებული კატეგორიისა და იმ შემთხვევისა, როდესაც ბენეფიციარს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს გაწეული აქვს ერთჯერადი დახმარება მაგრამ შემდგომში დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი, დაფიქსირდა სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა ან მძიმე ტრავმული დაზიანება, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული , საბჭო უფლებამოსილია განმეორებით გაუწიოს დაფინანსება/თანადაფინანსება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადარიცხვა განხორციელდება შესაბამისი კლინიკის საბანკო ანგარიშზე. 2. მოსახლეობის დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის ან პირად ანგარიშზე. 3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაცია/სამედიცინო დაწესებულება. 4. სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული ბრძანების პროექტის საფუძველზე , თანდართული სიის მიხედვით, ასევე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების) საფუძველზე , მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით -ბრძანებით. 5. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის სამსახურს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით . დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არა არის , თუ სამასახურის მანაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან/და სამსახურის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას. |
დოკუმენტის კომენტარები