დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016374 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/12/2023 - 12/03/2024)
|
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი დანართი №3-ის შესაბამისად |
მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.134.016358 |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 24 760 800 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 24 760 800 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები)
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გრანტები 7 500 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 570 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 16 440 300 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 8.
არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 189 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 219 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 25 439 800 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 896 500 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 28 000 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100 000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
მუხლი 13.
პასუხისმგებლობა
|
2024 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. პრიორიტეტი: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00)
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
პრიორიტეტი: 2. ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 02 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და შექმნილია პირობები ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები :
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეაბილიტირებულია და აშენებულია წყლის სისტემის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია მოსახლეობის წყალმომარაგება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-შენახვა, ქლორირება და ფილტრაცია.გაუმჯობესებულია წყალმომარაგების მომსახურება, უზრუნველყოფილია წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება და მოვლილია კანალიზაციო და სანიაღვრე არხები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალი საბინაო ფონდი, გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო; რეაბილიტირებულია ადმინისტრაციული შენობები და მოსახლეობისთვის შექმნილია პირობები მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მრავალბინიანი სახლების მობინადრეთათვის უსაფრთხო, გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ადმინისტრაციული და სხვა შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; შექმნილია ახალი საბინაო ფონდი, გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო; რეაბილიტირებულია ადმინისტრაციული შენობები და მოსახლეობისთვის შექმნილია პირობები მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სტიქიისგან მოსახლეობის, მუნიციპალური და კერძო საკუთრების დაცვა და ახალი ტერიტორიების ათვისება; სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება და ათვისებული ახალი ტერიტორიები
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; მოწყობილი და გაფართოებული სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი გარემო დასვენებისა და გართობისთვის, მოვლილი ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები და პარკები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩატარება; მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მიერ ფერმერებისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო და აგო გაყიდვების გამოფენა-გაყიდვაში, ასევე პირუტყვთა ვაქცინაცია; ხელშეწყობილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები.
პრიორიტეტი 3. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება; გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა და მუნიციპალური ნარჩენების მართვა. პრიორიტეტი: 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00). პროგრამა: სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 00). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი 490 აღსაზრდელით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)ი.პ. ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება. სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 255 თანამშრომელი, მათ შორის 30 კაცი და 225 ქალი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამით დაგეგმილია სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება. განათლებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მოტივირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოდგენილი განცხადებების მიღება, განხილვა და დაზუსტება. შერჩეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში ერთხელ გაიცემა სტიპენდია, რომლებსაც ბოლო ორი წელი ნასწავლი აქვთ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ამასთან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული ოქროს ან ვერცხლის მედალოსანის/მედალოსნის კანდიდატის სტატუსი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50 %, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად - სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1250 ლარი, 70% -ის შემთხვევაში 875 ლარი, ხოლო 50% - 625 ლარი. მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსანის სტატუსი, წლის განმავლობაში ერთხელ სტიპენდიის სახით ჩაერიცხება 625 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს 500 ლარი. დაფინანსება: პროგრამის ფარგლებში თანხა გაიცემა წლის განმავლობაში ერთხელ.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელშეწყობა; საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისება, განათლების ხელშეწყობა, სწავლით დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება; მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის თანაბარი ხელმისაწვდომობა,შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემო, წახალისებულია წარმატებული სტუდენტები და მოსწავლეები. პრიორიტეტი: 5. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და წახალისებულია სპორტული მიღწევები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: რაგბის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა და კლუბებში ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობის უზრუნველყოფა; უზრუნველყოფილია რაგბის კლუბების გამართული ფუნქციონირება და ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განახლებული მინი სპორტული მოედნები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია; შექმილია პირობები კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა კოლექტევები და სტუდიები და უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა. გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ახალგაზრდობის გააქტიურება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრების შესაძლებლობების რეალიზება და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, კულტურული ცხოვრების აქტივობის გაზრდა, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, კულტურულ საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული ღონისძიებების პაპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება; გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა. პრიორიტეტი: 6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. გაზრდილია ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები