„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 399/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016818
399/04
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
220090000.18.011.016818
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება   №399/04 №515

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, III, 03.02.2010, №13, მუხ.151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -2 მუხლის 1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 ქვეპუნქტი :

2 ) ფასიანი ქაღალდების გაცვლა   ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის სანაცვლოდ ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება;“.

2. მე -3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების , გამოსყიდვის და გაცვლის ოპერაციების ორგანიზება “.

3. მე -3 მუხლის 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი :

1 2 . სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლა ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე აუქციონის მეშვეობით, რომელზეც ემიტენტი აფიქსირებს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების ფასს, ან აუქციონის გარეშე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის პირობების შესაბამისად. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის ოპერაციებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ პირველად დილერებს.“.

4. მე -4 მუხლის :

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. არაუგვიანეს ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს გამოშვების კალენდარს სულ მცირე მომდევნო სამი თვისათვის. ანალოგიურად შეიძლება გამოქვეყნდეს გამოსყიდვის/გაცვლის კალენდარი.“;

) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22   პუნქტი :

„22. გაცვლის  კალენდარი მოიცავს ინფორმაციას გაცვლის აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გამოსასყიდი და გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრების, გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის და საჭიროების შემთხვევაში გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდის რაოდენობის შესახებ.“;

) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებისა და გამოსყიდვის/გაცვლის კალენდრების შედგენა და მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ხდება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, რისთვისაც იგი კალენდრების პროექტს გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე უგზავნის ეროვნულ ბანკს.;

) 53 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54 პუნქტი :

„54. გაცვლის აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გაცვლის აუქციონის თარიღს, გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს, ახალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშსწორების თარიღს და საჭიროების შემთხვევაში გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო ან ზუსტ რაოდენობას ან/და გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ფასის ზედა ზღვარს.“.

5. მე -6 მუხლის :

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი :

1 1 . გაცვლის აუქციონზე გამოსაშვები ობლიგაცი(ებ)ის ფასის ფიქსირება ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელიც დადგინდება გაცვლის აუქციონის დღეს არსებული თეორიული ფასის ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ნარჩენი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდის ბოლო აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო ფასის მიხედვით.;

) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2 1 . თუ გამოსყდვის/გაცვლის აუქციონის შეტყობინებაში მითითებულია გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობა და ფინანსთა სამინისტრო განაცხადების მიღებიდან მომდევნო ერთი საათის განმავლობაში არ აცნობებს ეროვნულ ბანკს აუქციონის განკვეთის დონეს, გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონი სრულდება:

ა) ფასიანი ქაღალდების სრული გამოსყიდვით, თუ გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების წინასწარ გაცხადებულ მოცულობას;

ბ) შემოსული განაცხადების სრულად დაკმაყოფილებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების წინასწარ გაცხადებულ მოცულობაზე.

2 2 . თუ გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონის შეტყობინებაში არ არის მითითებული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობა, ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს აცნობებს აუქციონის განკვეთის დონეს და გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას.“;

) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

5 1 . გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით.“;

) 61 - მე -8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

6 1 . გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონზე პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (ყველაზე დაბალი ფასის) მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო დაბალი განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი, სანამ სრულად არ იქნება გამოსყიდული ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონის შეტყობინებაში მითითებული ან აუქციონის მიმდინარეობისას, განკვეთის დონის საფუძველზე განსაზღვრული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

7. იმ შემთხვევაში, თუ გამოშვების აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი და გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონის დასრულებისას ყველაზე დაბალ ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე კონკურენტული განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდებიან პროპორციულად.

8. საჭიროების შემთხვევაში, პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, გასაყიდად/გამოსასყიდად/გასაცვლელად გაცხადებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება აუქციონის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.“.

6. მე -7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი :

მუხლი 71. გაცვლის აუქციონზე საანგარი სწორებო ფასის გაანგარიშება

1.   გაცვლის აუქციონზე თითოეული დაკმაყოფილებული განაცხადის მიხედვით, დაითვლება გამოსასყიდი ობლიგაციების საანგარიშსწორებო ფასი, ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.

2.   გამოსაშვები ობლიგაციების  (აუქციონზე დაფიქსირებული) საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით გაიანგარიშება გამოსასყიდი ობლიგაციების საანგარიშსწორებო ფასში რამდენი გამოსაშვები ობლიგაციის გაცვლაა შესაძლებელი. გამოსაშვები ობლიგაციების რაოდენობა დამრგვალდება მეტობით ერთეულებამდე.

3.   გაცვლის აუქციონის საანგარიშსწორებო თანხა განისაზღვრება გამოსაშვები და გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების საანგარიშსწორებო თანხებს შორის სხვაობით.“.

7. მე -9 მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი :

„22. გაცვლის აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება გაცვლის აუქციონში გამარჯვებული პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი