„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 398/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016817
398/04
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
220020000.18.011.016817
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №398/04

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნები ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის კომერციული ბანკის ძირითად ინფორმაციას, რაც განაპირობებს ბანკის წინაშე არსებული რისკებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ გამჭვირვალობის ზრდასა და ნდობის ამაღლებას. ეს წესი აგრეთვე განსაზღვრავს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების პერიოდულობას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბანკმა პილარ 3-ის ანგარიშგება უნდა გამოაქვეყნოს და ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება, ოთხივე კვარტლის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ბანკის მიერ უნდა გამოქვეყნდეს საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და ეროვნულ ბანკს მიეწოდოს არაუგვიანეს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღისა.“;

გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. ეროვნული ბანკის მიერ მონაცემების გამოქვეყნება

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ საბალანსო მონაცემები, მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაცია, ძირითადი საბანკო მაჩვენებლები და კონსოლიდირებული სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ სავალდებულო ანგარიშგებების ფორმებზე დაყრდნობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა