დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016384 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2023 - 29/02/2024)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტი თანდართული რედაქციით: |
|
დანართი
|
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 67,094,600 ლარის ოდენობით. მათ შორის ლარი
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 35,915,600 ლარის ოდენობით. მათ შორის: ლარი
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან (ტრანსფერები ) განისაზღვროს 26 000 000 ლარის ოდენობით , მათ შორის : ლარი
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 5,179,000 ლარის ოდენობით. მათ შორის, ლარი
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ბიუჯეტისხარჯები განისაზღვროს 44,841,616 ლარის ოდენობით, მათ შორის: ლარი
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 23,284,128 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 24,484,128 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50 000 ლარის ოდენობით, მათ შორის: ლარი
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 22 252 984 ლარი ხოლო, მთლიანი სალდო -1 031 144 ლარის ოდენობით; მუხლი 11. ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1 900 000 ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ლარის ოდენობით. 3. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 900 000 ლარის ოდენობით. ფინანსური აქტვების კლება 1 900 000 ლარი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშებზე 2024 წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთიდან გადასახდელების დასაფინანსებლად მიმართული სახსრები. მუხლი 12. ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -868 856 ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 868 856 ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის’’ ფარგლებში 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 30 106 ლარის ოდენობით. ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 111 245 ლარის ოდენობით და ქობულეთის წყალარინების პროექტის ფარგლებში 2010 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 727 505 ლარის ოდენობით. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 3 920 988 ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 3 052 132 ლარი. თავი II ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები. მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს. მუციპალიტეტის მიერ თანადაფინასნებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ და ფუძნებული იურიდიული პირები. მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
მუხლი 14.ინფრასტრუქტურის განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 29 406 642 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ლარი
მუხლი 15. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6,822,340 ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. განათლების ხელშეწყობა განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 12,453,117 ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ლარი
მუხლი 17. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6 391 560 ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ლარი
|
დოკუმენტის კომენტარები