„ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებისა და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესისა“ და „იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით“ დამტკიცების შესახებ

„ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებისა და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესისა“ და „იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.024358
526
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
310150000.10.003.024358
„ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებისა და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესისა“ და „იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებისა და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესისა“ და „იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით“ დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №526

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებისა და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესისა“ და „იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის მე-16 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული:

1. „ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი“ (დანართი №1).

2. „იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით“ (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

„ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ზამთრის პერიოდში ამ წესით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავის, ხოლო განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას დამატებით არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებსა და ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ზამთრის პერიოდი − ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული პერიოდი;

ბ) ზამთრის საბურავი − საბურავი, რომელსაც პროტექტორის ნახატის, შემადგენლობის, სტრუქტურის გათვალისწინებით სხვა სახის საბურავთან შედარებით აქვს ძლიერ თოვლიან/მოყინულ გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყების ან შენარჩუნების უკეთესი შესაძლებლობა და აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;

გ) სატრანსპორტო საშუალება − M და N კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება;

დ) კატეგორია M − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად. კატეგორია M იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

დ.ა) კატეგორია M1 − გააჩნია არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა);

დ.ბ) კატეგორია M2 − გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასა;

დ.გ) კატეგორია M3 − გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა;

ე) კატეგორია N − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. კატეგორია N იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ე.ა) კატეგორია N1 − აქვს არაუმეტეს 3.5 ტონის სრული მასა;

ე.ბ) კატეგორია N2 − აქვს 3.5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონის სრული მასა;

ე.გ) კატეგორია N3 − აქვს 12 ტონაზე მეტი სრული მასა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

მუხლი 3. მოთხოვნები ზამთრის პერიოდში განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის

1. სატრანსპორტო საშუალების ამ წესით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთებზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) მოძრაობისას, მისი ყველა თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის, ინტენსიური თოვის, მოყინული გზის საფარისა და ამინდის სხვა იმგვარი გაუარესებისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავის გარეშე გადაადგილება საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პერიოდი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება, დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების შესახებ.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საგზაო-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, წერილობით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პერიოდის განსაზღვრის ან/და სატრანსპორტო საშუალების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების შესახებ დამატებითი მოთხოვნის დაწესების მიზნით.

მუხლი 4. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მახასიათებლები

1. ამ წესით გათვალისწინებული ზამთრის საბურავები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) საბურავების დამზადების თარიღიდან არ არის გასული 10 წელი;

ბ) საბურავზე შესაძლებელია მისი დამზადების თარიღის წაკითხვა;

გ) საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმეა:

გ.ა) არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

გ.ბ) არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

დ) საბურავზე დატანილია სიმბოლო − ფიფქი.

2. M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო − ფიფქი. ამ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

3. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.

4. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

მუხლი 5. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებთან შესაბამისობის შემოწმება

1. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებთან შეუსაბამობას წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის დარღვევა.

2. განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებთან შესაბამისობას ამოწმებს პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას.

3. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების შემოწმების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს გზის სავალი ნაწილიდან.

4. პოლიციელი ზამთრის საბურავებსა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვს ამოწმებს ვიზუალური დათვალიერებით. საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმის გაზომვის მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს სპეციალური თარგები ან სახაზავი.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის

1. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

2. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აუკრძალოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

3. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის ან სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

დანართი №2

იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით

 

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები

ინდექსი

საავტომობილო გზის დასახელება

სიგრძე (კმ)

მონაკვეთი (კმკმ)

მონაკვეთის სიგრძე (კმ)

მონაკვეთის დასახელება

1

ს–1

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

542.7

120-135

141-174

49.00

ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი
რიკოთის გვირაბი-წევა

2

ს-3

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

139.0

80-106

27.00

მლეთა-კობი

3

ს-6

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)

98.0

76-98

22.00

დმანისის გადასახვევი- გუგუთი

4

ს–8

ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

97.0

7 – 74

80-97

86.00

ქვიშხეთი-ვალე

5

ს-9

თბილისის შემოსავლელი

49.0

1 − 49

49.00

ზაჰესი-რუსთავი

6

ს-11

ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)

112.0

3-66

73-87

92-112

100.00

ახალციხე- საზღვარი

7

ს–13

ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

36.5

1 − 36,5

36.50

ახალქალაქი- საზღვარი

 

 

ჯამი

1,074.2

 

369.50

 

 

 


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები

ინდექსი

საავტომობილო გზის დასახელება

სიგრძე (კმ)

მონაკვეთი (კმკმ)

მონაკვეთის სიგრძე (კმ)

მონაკვეთის დასახელება

1

შ-1

ბათუმი (ანგისა)-ახალციხე

159.00

22 - 159

138.00

ქედა-ახალციხე

2

შ-2

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი

73.40

30-40

11.00

ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი

3

შ-7

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი

193.00

30 - 193

164.00

ჯვარი-ლასდილი

4

შ-14

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა

102.20

32 - 48

17.00

წყალთაშუა-საირმე

5

შ-15

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი

151.00

25 - 125

100.00

ძეძილეთი-მელე

6

შ-16

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

161.00

23 - 70

48.00

ჟონეთი- ამბროლაური

7

შ-17

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური

73.50

11 – 29

36-72

59.00

ორპირი-ტყიბული

ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური

8

შ-18

ალპანა-ცაგერი

22.80

1 - 22.8

22.80

ალპანა-ცაგერი

9

შ-19

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული

29.00

16 - 29

14.00

ძევრი-ტყიბული

10

შ-20

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი

82.00

1 - 82

82.00

ბორჯომი- ახალქალაქი

11

შ-21

ახალქალაქის შემოსავლელი

2.40

1 -2,4

2.40

ახალქალაქი

12

შ-22

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი

106.00

5-52

70-106

89.00

გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერე
ჭიათურა-ზესტაფონი

13

შ-26

ჟინვალი-ბარისახო-შატილი

106.00

1-66

66.00

ჟინვალი-ბისო

14

შ-27

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი

21.50

1 - 21.5

21.50

თიანეთი-ჟინვალი

15

შ-30

თბილისი (გლდანი)-თიანეთი

60.00

1 - 60

60.00

თბილისი-თიანეთი

16

შ-31

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა

147.00

20 - 147

128.00

ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა

17

შ-33

მარნეული-თეთრიწყარო-წალკა

88.70

33 - 88.7

56.70

თეთრიწყარო-წალკა

18

შ-36

თბილისი (პანტიანი)-მანგლისი

32.00

1 - 32

32.00

თბილისი (პანტიანი)-მანგლისი

19

შ-38

ვაზიანი-გომბორი-თელავი

65.00

27 - 65

39.00

სასადილო-თელავი

20

შ-43

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი

129.40

0 - 28

28.00

თიანეთი-ახმეტა

21

შ-71

დაბა ბაკურიანის წრიული

3.00

1 - 3

3.00

მთლიანად წრიული

22

შ-75

დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი

2.60

1 - 2.6

2.60

სრულად

23

შ-81

ჩოხატაური-ბახმარო

53.00

1 - 53

53.00

სრულად

24

შ-153

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი

28.00

3-28

26.00

ნიჩბისი-დიდი თონეთი

25

შ-209

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი

46.90

3-46.9

46.90

საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

   

ჯამი

1,938.4

 

1,309.90