„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები მოქალაქეობის საკითხთა კომისია
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010110000.69.081.016007
2
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010110000.69.081.016007
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მოქალაქეობის საკითხთა კომისია
 

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის

დადგენილება №2

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მოქალაქეობის საკითხთა კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 04/09/2018 წ., 010110000.69.081.016002)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო, აღდგენის წესითა და საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი ტესტირება დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის  შესაბამისობის დასადგენად, ტესტირების გავლიდან 1 წლის განმავლობაში.“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19

1. კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი შესაბამისი წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენამდე გადის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად; ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისა და კანონის 32​​მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი – ქართული ან აფხაზური ენის ცოდნის შესაფასებლად. დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის დონის შეფასებას უზრუნველყოფს  სააგენტოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ტესტირების გავლას არ ექვემდებარება არასრულწლოვანი. ასევე ტესტირებისგან თავისუფლდება მხარდაჭერის მიმღები, ასევე მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევის მქონე პირი, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით/ექიმის დასკვნით  ან/და სხვა უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე დასტურდება, რომ შეუძლებელია  შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული პირი  კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესახებ.

3. ტესტირებისგან გათავისუფლების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება მოქალაქეობის საკითხთა კომისიას (შემდგომ – კომისია), საქართველოს მოქალაქეობის  მინიჭების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის წარდგენამდე. განცხადება ტესტირებისგან გათავისუფლების შესახებ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც დაინტერესებული პირის, ასევე კანონიერი წარმომადგენლის მიერ. კომისია განცხადებას იხილავს და ტესტირებისგან გათავისუფლების/გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

4. ტესტირებისგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ (შესაბამის ნაწილში) ან ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამავე პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.

5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები;

ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ.

7. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე.

8. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის  განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

9. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით.“;

3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.“.

4. 26- მუხლს:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს;“.

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);

გ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5. 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, თუ პირს აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“.

6. მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის  საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევისას კომისიამ, სხვა გარემოებებს შორის შეიძლება მხედველობაში მიიღოს:

ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას;

ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა;

გ) საქართველოში საქმიანობა;

დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) №1, №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №10 და №11 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-7  პუნქტიებისა, ამოქმედდეს 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2  და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეთამუნა აკობია