„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016809
386/04
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
220010040.18.011.016809
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №386/04

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/11/2018; ს/კ: 220010040.18.011.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 525 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად,.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის  თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება თანდართული რედაქციით.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების მიზანია განისაზღვროს ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციაში გადამხდელისა და მიმღების შესახებ, ასევე, ვირტუალური აქტივის გადაცემისას ვირტუალური აქტივის გადამცემის და ვირტუალური აქტივის მიმღების შესახებ ის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელიც თან უნდა ახლდეს აღნიშნულ გადარიცხვას/გადაცემას მისი შესრულების ყველა ეტაპზე. ეს დებულება ვრცელდება ისეთ გადარიცხვაზე, რომლის გადამხდელის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ეს დებულება ასევე ვრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე და  საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენელზე, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.

2. ეს დებულება ვრცელდება ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციებზე ნებისმიერ ვალუტაში, რომელიც იგზავნება, გადაცემულია ან მიღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის/მიკრობანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ. ეს დებულება ასევე ვრცელდება ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციებზე, მათ შორის, ვირტუალური აქტივის თვითმომსახურების კიოსკით შესრულებული ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციებზე, როდესაც ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების  პროვაიდერს ან ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალ პროვაიდერს წარმოადგენს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ეს დებულება არ ვრცელდება :

ა) ვირტუალური აქტივის გადაცემაზე, თუ ვირტუალური აქტივის გადამცემი და ვირტუალური აქტივის მიმღები წარმოადგენენ ვირტუალური აქტივის პროვაიდერს, რომლებიც გადაცემისას მოქმედებენ საკუთარი სახელით;

ბ) ვირტუალური აქტივის გადაცემაზე, თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი მის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის შედეგად მიღებულ ფულად სახსრებს მომხმარებლის დავალების საფუძველზე უნაღდო ფორმით გადასცემს მომსახურების სქემაში ჩართულ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, შუამავალ პროვაიდერს ან ექვაირერს, საქონლის ან მომსახურების საფასურის გადარიცხვის ოპერაციებზე  და თუ დაცულია ყველა შემდეგი პირობა:

ბ.ა) ვირტუალური აქტივის  გადამცემის პროვაიდერი და ფულადი სახსრების მიმღების პროვაიდერი/შუამავალი პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტია;

ბ.ბ) ვირტუალური აქტივის გადამცემის პროვაიდერსა და ფულადი სახსრების მიმღებს შორის არსებული ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა უზრუნველყოფს ოპერაციის დანიშნულების დადგენას;

ბ.გ) ვირტუალური აქტივის გადამცემის პროვაიდერს და ფულადი სახსრების მიმღების პროვაიდერს აქვს ტრანზაქციის უნიკალური კოდის ან სხვა რეკვიზიტის საშუალებით საქონლის ან მომსახურების მიმღების დადგენის შესაძლებლობა;

ბ.დ) ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში.

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის:

გ.ა.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ტრანზაქციის უნიკალური კოდი – პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემის ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის წესების საფუძველზე, ან/და მისი შიდა სისტემისთვის  განსაზღვრული ასოების, ციფრების, სიმბოლოების ან სხვა მონაცემების კომბინაცია, რომელიც ენიჭება აღნიშნული სისტემებით შესრულებულ გადახდის ოპერაციებს და რომელიც უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის დაკავშირებას გადამხდელსა და მიმღებთან. ასევე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, განსაზღვრული ასოების, ციფრების, სიმბოლოების ან სხვა მონაცემების კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციის მიკვლევადობას ვირტუალური აქტივის გადამცემთან და ვირტუალური აქტივის მიმღებთან;

ე) პაკეტური ფაილი – გაგზავნის/გადაცემის მიზნით შექმნილი ერთზე მეტი ინდივიდუალური გადახდის/გადაცემის ოპერაციის/ტრანზაქციის ერთობლიობა;“;

გ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„ნ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ვირტუალური აქტივის პროვაიდერი   საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება;

ზ) ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი – ვირტუალური აქტივის  პროვაიდერი, რომელიც არ არის ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის პროვაიდერი და რომელიც იღებს ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციას ვირტუალური აქტივის გადამცემის ვირტუალური აქტივის პროვაიდერისგან (შემდგომში – აქტივის გადამცემის პროვაიდერი) ან სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერისგან და გადასცემს მას ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის პროვაიდერს (შემდგომში - აქტივის მიმღების პროვაიდერი) ან ვირტუალური აქტივის მომსახურების სხვა შუამავალ პროვაიდერს;

თ) განაწილებული აღრიცხვის მისამართი – ალფანუმერული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მისამართს ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას, საიდანაც შესაძლებელია ვირტუალური აქტივების გადაცემა ან სადაც შესაძლებელია ვირტუალური აქტივის მიღება;

ი) ვირტუალური აქტივის ანგარიში – ერთი ან ერთზე მეტი პირის სახელზე ვირტუალური აქტივის პროვაიდერთან არსებული ანგარიში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვირტუალური აქტივების გადაცემის ტრანზაქციის განსახორციელებლად;

კ) თვითმართვადი მისამართი (self-hosted address) – განაწილებული აღრიცხვის მისამართი, რომელიც არ უკავშირდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

კ.ა) ვირტუალური აქტივის პროვაიდერს;

კ.ბ) იურიდიულ პირს, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული და რეგისტრირებული და ახორციელებს ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მსგავს მომსახურებას;

ლ)  ვირტუალური აქტივის გადამცემი (აქტივის გადამცემი) – პირი, რომელიც ფლობს ვირტუალური აქტივის ანგარიშს ვირტუალური აქტივის პროვაიდერთან, განაწილებული აღრიცხვის მისამართს ან მოწყობილობას, რომელიც იძლევა ვირტუალური აქტივის შენახვის შესაძლებლობას და, ამასთანავე, ეს პირი ეთანხმება ამ ანგარიშიდან, განაწილებული აღრიცხვის მისამართიდან ან მოწყობილობიდან ვირტუალური აქტივის გადაცემას, ან ასეთი ანგარიშის, განაწილებული აღრიცხვის მისამართის ან მოწყობილობის არარსებობის შემთხვევაში – პირი, რომელიც გასცემს ვირტუალური აქტივის გადაცემის დავალებას ან აინიციირებს გადაცემას;

მ) ვირტუალური აქტივის მიმღები (აქტივის მიმღები) – პირი, რომლისკენაც მიმართულია ვირტუალური აქტივის გადაცემა;

ნ) იურიდიული პირის იდენტიფიკატორი (LEI) – ISO 17442 სტანდარტზე დაფუძნებული უნიკალური ალფანუმერული რეფერენტული კოდი, რომელიც ენიჭება იურიდიულ პირს.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის:

დ.ა.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) გადამხდელის მისამართი, მათ შორის, ქვეყნის დასახელება ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ნომერი, ან პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ან გადამხდელის დაბადების თარიღი და ადგილი;“;

დ.ა.ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:

„ა.დ) გადამხდელი იურიდიული პირის ოფიციალური საიდენტიფიკაციო მონაცემი (შესაძლებელია, მათ შორის, LEI), თუ შეტყობინების ფორმატში შესაბამისი ველი წარმოდგენილია და გადამხდელის მიერ თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის მიწოდებულია.“;

დ.ა.გ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:

„ბ.გ) მიმღები იურიდიული პირის ოფიციალური საიდენტიფიკაციო მონაცემი (შესაძლებელია, მათ შორის, LEI), თუ შეტყობინების ფორმატში შესაბამისი ველი წარმოდგენილია და გადამხდელის მიერ თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის მიწოდებულია.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ერთი გადამხდელის გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილის სახით შესრულებისას, როდესაც მიმღებების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერები) არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, პაკეტური ფაილის შემადგენელი თითოეული ინდივიდუალური გადახდის ოპერაცია შეიძლება შეიცავდეს გადამხდელის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მხოლოდ „ა.ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ინფორმაციას, თუ ამავდროულად გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილი შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და გადამხდელის მიმართ შესრულებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა.“;

ე) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ – გადამხდელის და მიმღების შესახებ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“, „ბ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის და „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულიდან ერთ-ერთი ინფორმაციის;“;

ვ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური პროცედურები, რომელთა საშუალებით დროის რეალურ რეჟიმში ან გადარიცხვისას ან გადარიცხვის შემდგომი მონიტორინგის გზით განახორციელებს მიღებულ გადარიცხვებში (შემდგომში – ჩარიცხვები) გადამხდელსა და მიმღებზე შემდეგი ინფორმაციის არსებობის შემოწმებას:

ა) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე ყველა პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკები/მიკრობანკები ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია – გადამხდელის და მიმღების ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტრანზაქციის უნიკალური კოდი);

ბ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე გადამხდელი ან შუამავალი პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ გადამხდელის შესახებ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ყველა, ასევე, „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულიდან ერთ-ერთი ინფორმაცია, ხოლო მიმღების შესახებ – ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;

გ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე გადამხდელი ან შუამავალი პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი, ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ბ.ა“, „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაცია.“;

ზ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური რისკზე დამყარებული პროცედურები, რომელთა საშუალებით განახორციელებს გადარიცხვებში გადამხდელსა და მიმღებზე ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობის დადგენას გადარიცხვისას დროის რეალურ რეჟიმში ან გადარიცხვის შემდგომი მონიტორინგის გზით.“;

თ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, მიმღების პროვაიდერი თავად განსაზღვრავს როდის განახორციელებს გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერისგან ინფორმაციის გამოთხოვას - მიმღების ანგარიშზე თანხის დაკრედიტებამდე/მიმღებისთვის თანხის ხელმისაწვდომობამდე თუ მას შემდეგ. მიმღების პროვაიდერი ასევე უფლებამოსილია შეაჩეროს ან არ შეასრულოს და უკან დააბრუნოს ჩარიცხვა.“;

ი) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-17 მუხლები:

„მუხლი 9. ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაცია

1. აქტივის გადამცემის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ვირტუალური აქტივის გადაცემას თან ახლდეს აქტივის გადამცემის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადამცემის სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი);

ბ) გადამცემის განაწილებული აღრიცხვის მისამართი, თუ ვირტუალური აქტივის გადაცემა რეგისტრირდება ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას და აქტივის გადამცემის ვირტუალური აქტივის ანგარიშის ნომერი, თუ ასეთი ანგარიში არსებობს და გამოიყენება გადაცემის დასამუშავებლად;

გ) აქტივის გადამცემის ვირტუალური აქტივის ანგარიშის ნომერი, თუ ვირტუალური აქტივის გადაცემა არ რეგისტრირდება ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას;

დ) აქტივის გადამცემის მისამართი, მათ შორის, ქვეყნის დასახელება, ან, აქტივის გადამცემის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ნომერი ან პირის  საიდენტიფიკაციო ნომერი, ან აქტივის გადამცემის დაბადების თარიღი და ადგილი;

ე) აქტივის გადამცემი იურიდიული პირის ოფიციალური საიდენტიფიკაციო მონაცემი (შესაძლებელია, მათ შორის, LEI), თუ გადაცემის შეტყობინების ფორმატში შესაბამისი ველი წარმოდგენილია და აქტივის გადამცემის მიერ აქტივის გადამცემის პროვაიდერისთვის მიწოდებულია.

2. აქტივის გადამცემის პროვაიდერი ვალდებულია, რომ ვირტუალური აქტივის გადაცემას თან ახლდეს შემდეგი ინფორმაცია აქტივის მიმღების შესახებ:

ა) აქტივის მიმღების სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი);

ბ)  აქტივის მიმღების განაწილებული აღრიცხვის მისამართი, თუ ვირტუალური აქტივის გადაცემა რეგისტრირდება ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას და აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის ანგარიშის ნომერი, თუ ასეთი ანგარიში არსებობს და გამოიყენება გადაცემის დასამუშავებლად;

გ) აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის ანგარიშის ნომერი, თუ ვირტუალური აქტივის გადაცემა არ რეგისტრირდება ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას;

დ) აქტივის მიმღები იურიდიული პირის ოფიციალური საიდენტიფიკაციო მონაცემი (შესაძლებელია, მათ შორის, LEI), თუ გადაცემის შეტყობინების ფორმატში შესაბამისი ველი წარმოდგენილია და აქტივის გადამცემის მიერ აქტივის გადამცემის პროვაიდერისთვის მიწოდებულია.

3. თუ გადაცემა არ რეგისტრირდება ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას და, ამასთან, ვირტუალური აქტივის გადაცემა არ ხორციელდება ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან ან ასეთ ანგარიშზე, აქტივის გადამცემის  პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად გადაცემას თან ახლდეს გადაცემის ტრანზაქციის უნიკალური კოდი.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს ვირტუალური აქტივის გადაცემამდე ან მისი გადაცემისას, დაცული გზით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ვირტუალური აქტივის პროვაიდერი არ არის ვალდებული, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაცემის ტრანზაქციას გააყოლოს უშუალოდ ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციაზე დართვის ან მასში განთავსების გზით. 

5. თვითმართვად მისამართზე ვირტუალური აქტივის გადაცემის შემთხვევაში, აქტივის გადამცემის პროვაიდერი ვალდებულია მოიპოვოს და შეინახოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და უზრუნველყოს გადაცემის ტრანზაქციების ინდივიდუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

6. თუ საკუთარ თვითმართვად მისამართზე გადაცემული ვირტუალური აქტივის ღირებულება აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, აქტივის გადამცემის პროვაიდერი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეაფასოს ხსენებული მისამართი ეკუთვნის თუ არა აქტივის გადამცემს ან კონტროლდება თუ არა მის მიერ.

7. ამ მუხლით განსაზღვრული გადაცემის ტრანზაქციებისთვის დადგენილი აქტივის გადამცემის შესახებ მონაცემების ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

8. დაუშვებელია აქტივის გადამცემის პროვაიდერმა აქტივის გადამცემს გადაცემის ტრანზაქციის ინიციირების საშუალება მისცეს ან შეასრულოს გადაცემის ნებისმიერი ტრანზაქცია ამ მუხლით განსაზღვრულ დებულებებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფამდე.

მუხლი 10. ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციების პაკეტური ფაილის სახით შესრულება

აქტივის ერთი გადამცემის მიერ ინიციირებული გადაცემის ტრანზაქციების პაკეტური ფაილის სახით შესრულებისას, მისი შემადგენელი ინდივიდუალური გადაცემის ტრანზაქციების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, თუ პაკეტური ფაილი შეიცავს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ასევე, ეს ინფორმაცია გადამოწმებულია ამ დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და პაკეტური ფაილის შემადგენელი ინდივიდუალური გადაცემის ტრანზაქციები აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიცავს აქტივის გადამცემის განაწილებული აღრიცხვის მისამართს;

ბ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიცავს აქტივის გადამცემის ვირტუალური აქტივის ანგარიშის ნომერს;

გ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიცავს ტრანზაქციების უნიკალურ კოდებს.

მუხლი 11. აქტივის მიმღების პროვაიდერის მიერ აქტივის გადამცემის ან აქტივის მიმღების შესახებ არასრული თანმხლები ინფორმაციით გადაცემის ტრანზაქციის აღმოჩენა

1. აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური პროცედურები, რომელთა საშუალებით გადაცემისას ან გადაცემის შემდგომი მონიტორინგის გზით შეამოწმებს გადაცემა/პაკეტური ფაილი შეიცავს, ან მას მიჰყვება თუ არა აქტივის გადამცემზე და აქტივის მიმღებზე ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

2. ვირტუალური აქტივის თვითმართვადი მისამართიდან გადაცემის შემთხვევაში, აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია, მოიპოვოს და შეინახოს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და უზრუნველყოს  გადაცემის ტრანზაქციების ინდივიდუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

3. თუ თვითმართვადი მისამართიდან გადაცემული ვირტუალური აქტივის ღირებულება აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეაფასოს ხსენებული მისამართი ეკუთვნის თუ არა აქტივის მიმღებს ან კონტროლდება თუ არა მის მიერ.

4. აქტივის მიმღებისთვის ვირტუალური აქტივის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივის მიმღების შესახებ ინფორმაციის ვერიფიკაცია განახორციელოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 12. აქტივის მიმღების პროვაიდერის ქმედებები აქტივის გადამცემის ან აქტივის მიმღების შესახებ ინფორმაციის გარეშე ან არასრული ინფორმაციით გადაცემის ტრანზაქციასთან დაკავშირებით

1. აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს რისკზე დაფუძნებული ეფექტური პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რისკზე დამყარებულ მიდგომას და რომლის საფუძველზეც აქტივის მიმღების პროვაიდერი განსაზღვრავს აქტივის გადამცემის ან/და აქტივის მიმღების შესახებ ინფორმაციის გარეშე ან არასრული ინფორმაციით მიღებული გადაცემის ტრანზაქციების შესრულების, უარყოფის, უკან დაბრუნების ან შესრულების შეჩერების საკითხებს, ასევე აღნიშნულ გადაცემის ტრანზაქციებთან დაკავშირებით ვირტუალური აქტივის პროვაიდერის შემდგომი ქმედებების საკითხებს (მათ შორის, აქტივის გადამცემის პროვაიდერის ან ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერისგან ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვას).

2. თუ აქტივის მიმღების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია გამოტოვებული ან არასრულია, აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი  ზომა:

ა) უარყოს გადაცემა ან დააბრუნოს გადაცემული ვირტუალური აქტივები აქტივის გადამცემის ვირტუალური აქტივის ანგარიშზე;

ბ) აქტივის მიმღებისთვის ვირტუალური აქტივის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, შესაბამის ვირტუალური აქტივის პროვაიდერს მოთხოვოს საჭირო ინფორმაცია აქტივის გადამცემისა და აქტივის მიმღების შესახებ.

3. თუ ვირტუალური აქტივის პროვაიდერი განმეორებით ვერ უზრუნველყოფს აქტივის გადამცემის და აქტივის მიმღების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, აქტივის მიმღების პროვაიდერი, ზემოაღნიშნული პროვაიდერის რისკისა და დარღვევის სიხშირის გათვალისწინებით, ვალდებულია:

ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზომების მიღებამდე, მიიღოს ზომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გაფრთხილების გაცემას და ვადების დაწესებას, ან

ბ) პირდაპირ უარყოს ვირტუალური აქტივის გადაცემის ნებისმიერი მომავალი ტრანზაქცია, შეზღუდოს ან შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა შესაბამის ვირტუალური აქტივის პროვაიდერთან.

4. აქტივის მიმღების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისა და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 13. ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერის მიერ აქტივის გადამცემისა და აქტივის მიმღების შესახებ გადაცემის ტრანზაქციის თანმხლები  ინფორმაციის შენახვა

ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს აქტივის გადამცემისა და აქტივის მიმღების შესახებ მიღებული გადაცემის თანმხლები ყველა ინფორმაციის გადაცემის ტრანზაქციაზე გაყოლება, ასევე, აღნიშნული თანმხლები ინფორმაციის შენახვა.

მუხლი 14. ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერის მიერ აქტივის გადამცემის ან აქტივის მიმღების შესახებ არასრული თანმხლები ინფორმაციით გადაცემის ტრანზაქციის აღმოჩენა

ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია, დანერგოს რისკზე დაფუძნებული ეფექტური პროცედურები,  რომელთა საშუალებით გადაცემისას ან გადაცემის შემდგომი მონიტორინგის გზით შეამოწმებს, გადაცემასთან/პაკეტურ ფაილთან ერთად, მის მიღებამდე ან მისი მიღებისას მიიღო, თუ - არა, აქტივის გადამცემზე და აქტივის მიმღებზე ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაცია, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც გადაცემა განხორციელდა თვითმართვადი მისამართიდან ან/და ასეთი მისამართისკენ.

მუხლი 15. ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერის ქმედებები აქტივის გადამცემის ან აქტივის მიმღების შესახებ ინფორმაციის გარეშე ან არასრული ინფორმაციით გადაცემის ტრანზაქციებთან დაკავშირებით

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს რისკზე დაფუძნებული ეფექტური პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად რისკზე დამყარებულ მიდგომას და რომლის საფუძველზეც ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი განსაზღვრავს აქტივის გადამცემის ან/და აქტივის მიმღების შესახებ ინფორმაციის გარეშე ან არასრული ინფორმაციით მიღებული გადაცემის ტრანზაქციის შესრულების, უარყოფის, უკან დაბრუნების ან შესრულების შეჩერების საკითხებს, ასევე აღნიშნულ გადაცემის ტრანზაქციებთან დაკავშირებით ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერის შემდგომი ქმედებების საკითხებს (მათ შორის, გადამცემის ან შუამავალი პროვაიდერისგან ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვას).

2. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით ან მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია გამოტოვებული ან არასრულია, ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი ზომა:

ა) უარყოს გადაცემა ან დააბრუნოს გადაცემული ვირტუალური აქტივები;

ბ) ვირტუალური აქტივის გადაცემამდე, მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია აქტივის გადამცემისა და აქტივის მიმღების შესახებ.

3. თუ ვირტუალური აქტივის პროვაიდერი განმეორებით ვერ უზრუნველყოფს აქტივის გადამცემის და აქტივის მიმღების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას, ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი, ზემოაღნიშნული პროვაიდერის რისკისა და დარღვევის სიხშირის გათვალისწინებით, ვალდებულია:

ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომის მიღებამდე,  მიიღოს ზომები, რომლებიც თავდაპირველად შეიძლება მოიცავდეს გაფრთხილების გაცემას და ვადების დაწესებას, ან

ბ) პირდაპირ უარყოს ან დააბრუნოს ვირტუალური აქტივის გადაცემის ნებისმიერი მომავალი ტრანზაქცია, შეზღუდოს ან შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა შესაბამის ვირტუალური აქტივის პროვაიდერთან.

4. ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისა და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 16. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და ვირტუალური აქტივის  პროვაიდერის შიდა პოლიტიკა, პროცედურები და კონტროლი შემზღუდველი ზომების განხორციელების უზრუნველსაყოფად

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვირტუალური აქტივის პროვაიდერი ვალდებული არიან, ჰქონდეთ შიდა პოლიტიკა, პროცედურები და კონტროლი, რათა უზრუნველყონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული შემზღუდველი ზომები ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციებისას.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოს 2025 წლის 1 იანვრამდე.

2. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი ვალდებულია, ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოს 202 7 წლის 31 დეკემბრამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა