ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016405
35
26/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250050.35.141.016405
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის     „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ №4 დადგენილება  (www.matsne.gov.ge,  28/02/2023,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016374
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



დანართი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეებისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.

თავი I

სოციალური დახმარების პროგრამების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები, გასაცემი დახმარების ოდენობა და პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე: 
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის) დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი  მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, ექიმის მოთხოვნილების საფუძველზე, ერთჯერადად 300 (სამასი) ლარამდე;

გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან (არსებობის შემთხოვაში);

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ და „ბ“   პუნქტებისთვის);

ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისთვის);

ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის);

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ). 


მუხლი 2. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის) დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“; ქვეპუნქტი და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 800 (რვაას) ლარს, დაფინანსება მოხდეს შემდეგი ლიმიტებით:

ბ.ა) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა არის 800-დან 1000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი /გადახდილი თანხის , 30%-მდე  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

ბ.ბ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე  არაუმეტეს     1000 (ათასი) ლარისა;

ბ.გ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება /აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის  30%-მდე  არაუმეტეს,  1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ.) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის).

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება  (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის);

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

ა) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის, არაუმეტეს, 2000 (ორი ათსი) ლარისა.

ბ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურეობისთვის  მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე,არაუმეტეს  1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა.


მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე (ავთვისებიანი სიმსივნე) ან/და ქიმიოთერაპის კურსზე მყოფი, მათ შორის სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობას დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული გამოკვლევები, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი  თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

 ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან(არსებობის შემთხოვაში);

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი:(განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ბ.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის  პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი.

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. მოქალაქეს, (ონკოლოგიური დაავადებების მქონე) რომელსაც, არ იქნება წარდგენილი  ამ მუხლის  „ა.ე“, „ა.ვ“ „ბ.ე“ ქვემოპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები , მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის და სამკურნალო შრომითი რეკომენდაციების გათვალისწინებით , ერთჯერადად დაუფინანსდება არაუმეტეს  600 ლარამდე.

4.ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ). 


მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1. ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაფინანსდება ექიმის მოთხოვნილების საფუძველზე 500 (ხუთასი) ლარამდე;

გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე (ასევე დაუნის, აუტისტური სპექტრის მქონე ან სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვი) ბენეფიციარებს დაფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება-მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”; „ბ”და  „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება მკურნალობის მომსახურება, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის , 30%-მდე  არაუმეტეს,    2000 (ორი ათსი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან (არსებობის შემთხოვაში);

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ პუნქტის და 1 ქვემუხლის „ბ“ პუნქტების შემთხვევაში);

ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია;

ბ.ა.) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (1.ა;1.ბ; ქვეპუნქტების შემთხოვაში);

ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის „1“ ქვემუხლის „გ“ ქვეპუნქტისთვის);

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3.ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ). 


მუხლი 5. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ამ წესის ფარგლებში
ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) ესთეტიკური-პლასტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;

შესრულდად) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ 0-18 წლამდე შშმ პირები;

გ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;

დ) ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო, საკესრო კვეთა;

ე)დამატებითი სამედიცინო მომსახურობა(ექიმის ჰონორარი,სამედიცინო დაწესებულების და მომსახურეობის შერჩევა)

ვ) პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მუხლებით გათვალიწინებული დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს რომელთაც სამედიცინო მომსახურეობა ჩატარებულია 2023 წლის  დეკემბერის თვეში და 2023 წელს არ უსარგებლიათ მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამით.დახმარების ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მიხედვით. 


მუხლი 6. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
1. მიმდინარე კალენდარულ წელს ახალშობილის შეძენის  შემთხვევაში ყოველი ახალშობილისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტი,ახალშობლის ოჯახზე გასცემს  ერთჯერად ფულად დახმარებას, თუ ახალშობილის ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა და რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 350 ლარი;

ბ) მესამე ახალშობილისთვის – 500 ლარი;

გ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;

დ) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის დაბადების შემთხვევაში 300(სამასი) ლარით მეტი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ახალშობილის(ების) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტების „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების  შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

6. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ახალშობლის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში. (2023 წელს დაბადებულები მიიღებენ აღნიშნულ დახმარებას თუ გასულ წელს არ უსარგებლიათ  ანალოგიური დახმარებით) .

2023 წელს დაბადებული ახალშობილები მიიღებენ დახმარებას შემდეგი ოდენობით:  

ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 350 ლარი;

ბ) მესამე ახალშობილისთვის – 500 ლარი;

გ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;

დ) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის დაბადების შემთხვევაში 300 (სამასი) ლარით მეტი.

7. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი სხვა ქვეყნის მოქალაქეა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება (იგივე ოდენობით რაც განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით)  გაიცემა იმ შემთხვევაში,თუ ოჯახი წარადგენს ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს (რომელიც რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში), მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ცნობას განმცხადებლის ოჯახის შემაგენლობის და  კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ. 


მუხლი 7. ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
1. ქვეპროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (ვადა-ქულის განსაზღვრის თარიღიდან 3 წლის ჩათვლით) და რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია).

2. დახმარება გაიცემა ერჯერადად 200-1500 ლარის ოდენობით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და დამატებით გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ამ წესის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მუხლებით  გათვალისწინებულ ან სხვა. დახმარების ოდენობას განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.

3. თუ დამატებით გამოვლენილი გარემოებები დაკავშირებულია ამ წესის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მუხლებთან, რომელიმე მუხლს  შესაბამის მუხლიდან დახმარება არ გაეცემა.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია;

ა) წერილობითი განცხადება (ოჯახის წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) განმცხადებლის/ოჯახის წევრი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მომართვა საჭიროების შემთხვევაში;

ვ) სხვა მასალები (რომლებიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებებს).

5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 8. მრავალშვილიანი ოჯახების  (4 და მეტი ბავშვი 18 წლამდე ოჯახში) ფინანსური დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც  ჰყავს ოთხი და მეტი 18-წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებულ არიან და ოჯახით ცხოვრობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მრავალშვილიან ოჯახის მინიმალური დახმარების ოდენობა განისაზღვროს 400 ლარიდან და შემდგომ ყოველ შვილზე დაემატოს 100 ლარი.

2. წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; (ერთერთი მშობელი)

ბ)  მშობლების პირადობის მოწმობები;

გ) შვილების დაბადების მოწმობები ან პირადობის მოწმობები;

დ) ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში;

ვ) შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის და  კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე


მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირების – დევნილების ფინანსური დახმარება
1. სოციალური დახმარება ერთჯერადად გადაეცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ან ოჯახის წევრის ანგარიშზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. დახმარების ოდენობის განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ (არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი,ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 


მუხლი 10. დედით და მამით ობოლი ბავშვების ფინანსური დახმარება
1. დახმარება გაიცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ დედით  და მამით ობოლ ბავშვს, ასევე მამის და დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე. დახმარება ერთჯერადია და განისაზღვრება თითოეულ ობოლ ბავშვზე 800 (რვაასი)  ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;

ბ) მეურვის/მზრუნველის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;

ვ) მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ზ) მშობლისგან მიტოვების შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ბენეფიციარის ოჯახური მდგომარეობის შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 11. შშმ ( მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად  გამოხატული ხარისხი )   სტატუსის მქონე  პირების ფინანსური დახმარება
1.ამ მუხლით გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის შშმ პირი (მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული ხარისხი):

ა) მკვეთრად  გამოხატული ხარისხი შშმ   პირების  ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს  300 (სამასი) ლარის ოდენობით.

ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის შშმ პირების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 200 - ლარით.

გ) ზომიერად გამოხატული ხარისხის შშმ პირების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს – 100 ლარით.

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ (ეტლით მოსარგებლე) და  საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ მოვლას (მხედველობადაქვეითებული, სმენადაქვეითებული, გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის, ფსიქიკური დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნით დაავადებულები) (თუ დგინდება ბენეფიციარის შრომისუუნარობა), მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 1500 ( ათას ხუთას) ლარამდე.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (ოჯახის წევრი) ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შშმ პირთა შესახებ.

ბ) განცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (საჭიროების შემთხვევაში)

ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ პირის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 12.  შშმ ბავშვების ფინანსური დახმარება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.  


მუხლი 13. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დახმარება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს ან/და მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.

2. საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის ბინის საკუთრების თაობაზე;

ე) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქის ან/და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.

5. დახმარების გაცემის და თანხის ოდენობას განსაზღვრავს და  მის შესახებ დასკვნას ამზადებს მერიაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 14.  თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმრებას  ერთჯერადად 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) მოსარგებლის ან განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. ბენეფიციარი აღნიშნული მუხლით დახმარების მიღების შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს მე-11 მუხლებით გათვალისწინებული დახმარებით. 


მუხლი 15. 100 და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერადად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ან განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 16. მოვლის  საჭიროების  მქონე ავადმყოფების ფინანსური დახმარება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ბენეფიციარები, რომლებიც საწოლს მიჯაჭვულნი არიან და საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ მომვლელს, მიიღებენ სოციალურ დახმრებას  ერთჯერადად 500 (ხუთას) ლარამდე.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (ოჯახის წევრი) ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ავადმყოფის შესახებ.

ბ) განცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია კატეგორიის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ვ) მოსარგებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 17. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი და/ან  არაფულადი (მატერიალური) დახმარების პროგრამა
1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები, მრავალშვილიანი დედები, შშმ პირები  და ა.შ.).

2. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა (100-1500 ლარი) ან/და მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ.

3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან, ან/და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

4.დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 


მუხლი 18. ფინანსური დახმარება ოჯახების საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, საცხოვრებელი ფართის დაზიანების, საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ავარიულ სახლში/ბინაში ცხოვრების შემთხვევაში. ქვეპროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით, არაუმეტეს 1500  (ათას ხუთასი ) ლარი.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან რეგისტრაციის, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.

3. დახმარების გაცემის, ოდენობის შესახებ დასკვნას  ამზადებს სამუშაო ჯგუფი ადგილზე გასვლით შეფასების ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 19. ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე ხანძრით მიყენებული (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს, ასევე გასული წელს  მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;

ვ) მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ხანძრის აქტი/ ცნობა  საქართველოს   შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო  სიტუაციების მართვის სააგენტოდან;

ზ) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის  რაიონული სამმართველოდან.

3. ზიანის ანაზღაურების და თანხის ოდენობას განისაზღვრავს და  მის შესახებ დასკვნას ამზადებს მერიაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 20. ფასიანი სწავლების დაფინანსება
1. დაფინანსება მოხდეს მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელებსა (საბაკალავრო საფეხურისთვის) და აკრედიტებულ კოლეჯებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. სწავლის საფასურის დაფინანსება განისაზღვროს თითოეულ სტუდენტზე 1000 (ერთი ათასი) ლარამდე არაუმეტეს სწავლის წლიური საფასურის 50%-ამდე, დახმარება ერთჯერადად (კალენდარულ წელიწადში ერთხელ, ერთი სასსწავლო წლისთვის) გაეწევა სტუდენტს (25  წლამდე), რომელიც არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:

ა) დედით ან / და მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული სტუდენტი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი – სტუდენტი (მკვეთრად, მნიშნელოვად გამოხატული ხარისხი);

გ) სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახებიდან (4 ან მეტი შვილი 25 წლამდე);

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით;

ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის სამი ან მეტი სტუდენტი (დაფინანსებას მიიღებს ერთერთი სტუდენტი ოჯახიდან);

ვ) სტუდენტი, რომლის მშობელი ან|და მშობლებიც წარმოადგენენ შშმ პირებს (მკვეთრად გამოხატული სტატუსი);

ზ) მარტოხელა მშობელის სტატუსის მქონე სტუდენტი (ასაკი განუსაზღვრელი)

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (ბენეფიციარი, ბენეფიციარის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არ არსებობის, სასწავლო კურსის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში მშობელ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობა(ები), სტუდენტის დაბადების მოწმობა;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; 

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (4 ან მეტი ბავშვის დაბადების მოწმობებების ასლები, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ);

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად  მითითებული იქნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის  წერილობითი აქტი სოციალური მდგომარეობის შესახებ.

თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში შესაბამისი 3 ან მეტი ბავშვის დაბადების მოწმობებების ასლები, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. სამივე ან მეტი ბავშვის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ი)  ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) შშმ სტატუსის დამდასურებელი ცნობა.

კ) ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი მარტოხელა მშობელის სტატუსის შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული სასწავლებლის  საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 


მუხლი 21. ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება.
1 ახალქალქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლებში, „სამხატვრო სკოლაში“ სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;

ბ) შშმ ბავშვები;

გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);

დ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია).

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში–ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);

ე) ვეტერანის მოწმობის ასლი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);

ვ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ ბავშვის შემთხვევაში);

ზ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);

თ) გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);

ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილებისთვის). 


მუხლი 22. ომში მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯების დახმარება
1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

5. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ ვეტერანი გარდაცვლილია გასულ წელს და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია. 


მუხლი 23. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდეს უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა.

2. თითოეული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარი.

3. უპატრონო მიცვალებულად ჩაითვალოს მიცვალებული, რომელიც ცხოვრობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომელსაც გარდაცვალების შემდეგ არ დარჩა ოჯახის წევრი, ნათესავი ან სხვა დაინტერესებული (დამკრძალავი) პირი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება.

4.  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება, მომართვა მერის სახელზე (ნებისმიერი დაინტერესებული პირი, უწყება, ორგანიზაცია).

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) განმცხადებლის ან სხავა დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 24. ძალოვან სტრუქტურებში საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების  დროს დაღუპულთა  ოჯახების ფულადი დახმარება
1. პროგრამა მოიცავს საომარი  მოქმედებებისა  და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას საზეიმო და  ღირსშესანიშნავ დღეებთან  დაკავშირებით. დახმარება გაიცემა საომარი მოქმედებებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახის წევრებზე (შრომისუუნარო მშობლები, მეუღლე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა, არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი).

2. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევაზე, დროზე  და გასაცემი თანხის ოდენობაზე (არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი) გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი  მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტი ან სხვა  შესაბამისი სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 25. ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები  მოსახლეობის მედიკამეტებით დაფინანსება   განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით(რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია).

ბ) მოქალაქეს რომელიც არის შშმ (მკვეთრად, მნიშვნელოვნად) სტატუსის მქონე პირი.

დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, შესაბამის საჭიროებისათვის  მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

2. მოქალაქის მიერ თითოეული მომართვის შემთხვევაში, დაფინანსება გაიცემა არაუმეტეს სამი თვის მანძილზე საჭირო მედიკამენტებზე, გარდა  „ქრონიკული დავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში“ჩართული მედიკამენტების .

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ოჯახის წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ანდაბადების მოწმობის ასლი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან და შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

ზ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები(საჭიროების შემთხვევაში);

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ი) შშმ სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

4. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 26. შშმ ბავშვის სტატუსის მქონე პირებისთვის მედიკამენებით დახმარებ
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვის სტატუსის მქონე პირებზე დახმარება მოთხოვნილი  მედიკამეტებით და შესაბამისი საჭიროების გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი)  ლარისა, გარდა  „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული მედიკამენტების .

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები(საჭიროების შემთხვევაში).

ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა),

თ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან და შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი

ი) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 27. ავასტინის ინიექციის დაფინანსება
1. ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის გაიცეს დახმარება არაუმეტეს ორი ინექციისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ბენეფიციარზე, ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ოჯახის წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი );

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა)

ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 28. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებით დახმარება.
1. ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ონკოლოგიური დაავადების მქონე ან/და ქიმითერაპის კურსზე მყოფი მათ შორის სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე  მოსახლეობას დაუფინანსდება/ანაზღაურდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე;  ოჯახის წევრი);

ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ანდაბადების მოწმობის ასლი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).

ზ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში).

თ) იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტების ღირებულება გადახდილია, ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი.

3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

თავი II

სოციალური   პროგრამების   განხორციელება   და   ადმინისტრირება


მუხლი 29. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.

2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე.

 

თავი III

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება


მუხლი 30. დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
1. ამ წესის  პირველი თავით   გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს და ის განცხადებები, რომლებიც არ შესაბამება ამ წესით მიღებულ კრიტერიუმებს იხილავს მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების შესახებ განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება (შემდეგ – განყოფილება) ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციასა და მასალებს განყოფილება გადასცემს შემდგომი განხილვისათვის შესაბამის სამუშაო ჯგუფს შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 


მუხლი 31. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფს იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე,თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3.  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც. გადაუდებელი შემთხვევის დროს სამუშაო ჯგუფი რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.

5. სამუშაო ჯგუფის მდივანი სამუშაო ჯგუფს სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში.

6. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე.

7. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 


მუხლი 32. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. წარმოდგენილ დოკუმენტების ნამდვილობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში  შეაჩეროს საქმის განხილვა გონივრული ვადით. 


მუხლი 33. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოყოს ფინანსური დახმარება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ყველა მუხლიდან,აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიუხედავად.

2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია ადგილზე გასვლით, დათვალიერების შედეგად შეაფასოს განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

3. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, განმარტებები რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ  ეკონომიკური მდგომარეობას (რომლებიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებებს). 


მუხლი 34. სამუშაო ჯგუფის ოქმები და გადაწყეტილება
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი.

5. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე ამზადებს საოქმო დასკვნას, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება .

6. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ  საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე


მუხლი 35. გარდამავალი დებულებები
1. მოქალაქისათვის სამედიცინო/ფარმაცევტული/ მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი 30 დღის ვადით.სამედიცინო/ფარმაცევტული/ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს/ფარმაცევტული/ დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის  წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო/ფარმაცევტული დაწესებულება პასუხს აგებს წარდგენილ ინფორმაციის სიზუსტეზე.

2. 2023 წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.

3. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ დასკვნას ამზადებს სოციალური დახმარების  გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, გარდა მე-6 მუხლითა, მე-10 მუხლით და მე-20 მუხლით გათვალიწინებულ შემთხვევებში.

 

 

თავი IV

პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა


მუხლი 36. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

2. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.

3. ახალქალქის  მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი.

 

თავი V

სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები


მუხლი 37. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები
1. ამ წესით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში(უბედური შემთხვევა, სტიქიური უბედურება და სხვა) გადაუდებელი აუცილებლობისას, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება შეიძლება გამოყოფილ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის – ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიუხედავად. 

მუხლი 38. დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალქალქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.