„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 378/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016804
378/04
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
220010020.18.011.016804
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №378/04

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“„ნ“ ქვეპუნქტები:

თ) საოპერაციო ფართი – მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის მიერ ხორციელდება კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა და ინახება ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ი) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით;

კ) ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე;

ლ) საკომისიო – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი;

მ) საყურადღებო კურსი –კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან;

ნ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები.“.

 

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან“ (დანართი №5);“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ძვირფასეულობა (ძვირადღირებული მცირე ზომის ნივთები) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც მოთავსებული იქნება ისეთ დაცულ/იზოლირებულ ადგილას (მათ შორის, სალაროს კვანძში), რომელიც ექცევა ვიდეომეთვალყურეობის არეალში. სხვა შემთხვევაში ძვირფასეულობა შენახული უნდა იქნეს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში;“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სგს/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით, საოპერაციო და სპეციალური ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფით, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში – ყალბი ფულის ამომცნობით.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები სალაროს კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხების გაცემა/დაფარვა/ამოღების ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით და არ აწარმოებენ ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს.“.

 

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სგს-დ რეგისტრაციამდე კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, ახალი სესხის გაცემა ან/და პორტფელის შეძენა;

გ) მოზიდული აქვს ფულადი სახსრები ისეთი პირისგან, რომელიც არ არის კომპანიის უშუალო მესაკუთრე, ბენეფიციარი მესაკუთრე ან/და საფინანსო ინსტიტუტი;“.

 

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-5მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სგს ვალდებულია უზრუნველყოს გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი სგს-ის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა.

6. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს სგს-ის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სგს-ს შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. სგს ვალდებულია შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია) შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. სგს-ის შემოწმების ფარგლებში, სგს-ის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.

7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო სგს ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, სგს ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. სგს ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

8. სგს ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში, მის ფილიალში და სასაწყობე ფართში იქონიოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დაიცვას ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები. სგს ვალდებულია საქმიანობა არ განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სგს უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ სესხების გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციები. სგს ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია ამ მუხლის 133 პუნქტის შესაბამისად.“;

გ) 131 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 132 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„132. სგს/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, ამ წესით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამასთან და საოპერაციო პროგრამასთან ერთად და მათგან დამოუკიდებლად იქონიოს სპეციალური საოპერაციო პროგრამა.“;

ე) მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. სგს უფლებამოსილია ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან.“. 

 

5. 91 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თუ სგს ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ვალდებულია ძვირფასეულობა შესანახად გადაიტანოს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში;

მ) თუ ძვირფასეულობა ინახება კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში შესაბამისი შენახვა/მიბარების ან პერსონალური სეიფის გამოყენებით, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ სგს-ის სახელით;“.

 

6. 91 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 და 93 მუხლები:

„მუხლი 92. ვალუტის გადაცვლა

1. ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, სგს/ფილიალი ვალდებულია:

ა) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით:

ა.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში);

ა.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში);

ა.გ) „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“;

ა.დ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!”.

ბ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) ვალუტის დასახელება;

ბ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);

ბ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);

ბ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).

2. სგს/ფილიალი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში.

3. სპეციალურ საოპერაციო პროგრამას უნდა გააჩდეს ცალკ-ცალკე სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად, განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა.

4. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს. სგს თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ნომერი;

გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

დ) გადაცვლის კურსი;

ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში, კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს ) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად;

ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;

ზ) ორივე მხარის ხელმოწერა;

თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!’’.

5. სგს/ფილიალი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.

6. სგს/ფილიალი ვალდებულია ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

7. სგს-ის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ან სხვა სგს-ში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ნომერი;

გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან სხვა სგს-ის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია;

დ) სგს-ის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ამ პუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში;

ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

ვ) გადაცვლის კურსი;

ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო;

თ) ორივე მხარის ხელმოწერა.

8. სგს-ის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითრის ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, სგს-მ უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან და მომსახურების ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

9. სგს-ის მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

10. სგს-ის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, სგს-მ უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები ან/და მიკრობანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ პუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. სგს ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

 

მუხლი 93. ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატის მეშვეობით 

1. დაინტერესებულ სგს-ს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას, უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის. ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს მიღებული ბანკნოტების სერიული ნომრების წაკითხვა;

ბ) ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული აპარატის მეშვეობით მაინც განხორციელდა საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღება, მაშინ ელექტრონულმა აპარატმა მომხმარებელს ეკრანზე უნდა გამოუტანოს შეტყობინება, რომ მომხმარებელი დაუკავშირდეს სგს-ს. ამასთან, სგს-მ უნდა უზრუნველყოს, რომ საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღების სანაცვლოდ არ განხორციელდეს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია და აღნიშნული ბანკნოტები და მონეტები არ გაიცეს მომხმარებლებზე მათი გადახდის კანონიერი ძალის დადასტურებამდე;

გ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;

დ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო სგს ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, სგს ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. სგს ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. გაუმართაობის აღმოფხვრამდე სგს უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით;

ე) გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ვ) ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა;

ზ) კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

თ) ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისათვის).

2. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში სგს-მ უნდა უზრუნველყოს:

ა) გადაცვლის ოპერაციის დაწყებამდე ელექტრონული აპარატის ეკრანზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანა;

ბ) გადაცვლის ოპერაციის განხორციელებამდე ეკრანზე შემდეგი ინფორმაციის მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით გამოტანა:

ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ) „ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency!”;

ბ.დ) ეკრანზე თანხის დაბრუნების შესახებ ინსტრუქციის გამოტანა;

გ) ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ინფორმაცია, ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

გ.ა) ვალუტის დასახელება;

გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);

გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);

გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).

3. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში სგს-მ უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა.

4. ელექტრონულმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული აპარატის მეშვეობით გაწეული მომსახურების ქვითრის კლიენტისათვის ამობეჭდვა, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ელექტრონული აპარატის მფლობელი სგს-ის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №;

გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

დ) გადაცვლის კურსი;

ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი;

ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;

ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency!.

5. ელექტრონული აპარატებით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების დროს ციფრულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა უნდა განხორციელდეს როგორც კონსოლიდირებული/ცენტრალიზებული სახით, ასევე განცალკევებულად თითოეული ელექტრონული აპარატის მიხედვით.

6. სგს-ის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების შემდგომ საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №7) ორ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება ელექტრონული აპარატის მფლობელ სგს-ში, მეორე, ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო კლიენტის შესახებ მონაცემების ცნობაში დაფიქსირება. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს ელექტრონული აპარატის მფლობელს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული აპარატის მფლობელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი ელექტრონული აპარატის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის და სპეციალური პროგრამული საშუალების ჩანაწერები. ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და რჩება ეროვნულ ბანკში.

7. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი ქვითრის დაბეჭდვა, დაუშვებელია ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელება.“.

 

7. დანართები №1, №4 და №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა