„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3951-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.05.001.102215
3951-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
220090000.05.001.102215
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.03.2023, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.05.001.020818) 39-ე მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში).“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:

„101. მიკრობანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. მიკრობანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში.

102. მიკრობანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 და 101 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;

გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა;

დ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;

ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;

ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები;

თ) ფიზიკური პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები;

ი) იურიდიული პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;

კ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ლ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

მ) მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

ნ) მიკრობანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ო) მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

პ) მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ჟ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სხვა ვალდებულებები.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3951-XIIIმს-Xმპ