დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 99 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016832 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურების ქვეპროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (3 წლიდან 18 წლამდე) საკურორტო მომსახურების დაფინანსების წესსა და პირობებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი – ბავშვი 3-დან 18 წლამდე, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მეურვე, მზრუნველი, ასევე მათ მიერ უფლებამოსილი შესაბამისი პირი, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი – სოციალური მუშაკი. მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა ქვეპროგრამის მიზანს წამოადგენს შშმ ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება, შშმ ბავშვების კურორტული დასვენების ხელმისწვდომობის გაზრდის გზით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ინკლუზიურ გაძლიერებას, საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. მუხლი 4. ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეს წარმოადგენს 3-დან 18 წლის ასაკამდე შშმ სტატუსის მქონე ბავშვი, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია ან აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წელი. გამონაკლისს წარმოადგენს რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ. ასევე, გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. 2. საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარჯების (არანაკლებ 6 დღისა) დაფინანსება განისაზღვრება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 800 ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე: ა) შშმ ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; ბ) მარტოხელა მშობლის შშმ ბავშვი; გ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული შშმ ბავშვი; დ) შშმ მშობლის შშმ ბავშვი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შშმ ბავშვი; ვ) მარჩენალდაკარგული შშმ ბავშვი. 3. საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარჯების (არანაკლებ 6 დღისა) დაფინანსება განისაზღვრება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. 4. პროგრამით მოსარგებლე ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებასა და სერვისის პირობებს. მუხლი 5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში); დ) ბავშვის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ე) შშმ-ს სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი – ფორმა N IV-50 /4; ვ) მშობლის შშმ სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი – ფორმა N IV-50 /4 (არსებობის შემთხვევაში); ზ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) მარჩენალდაკარგული პირის შემთხვევაში, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა; ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობა (არსებობის შემთხვევაში); ლ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული შშმ ბავშვის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რეინტეგრაციის შესახებ; მ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნ) ინვოისი და კალკულაცია საკურორტო მომსახურების მიმწოდებლისგან. 2. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელს აქვს უფლება გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, განმცხადებლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 4. ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის მერი და მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების სახელზე გასცემს მიმართვის წერილს, სადაც მიეთითება დასაფინანსებელი თანხის ოდენობა. მუხლი 6. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და ანაზღაურების წესი 1. საკურორტო მომსახურების მიმწოდებელი, ქვეპროგრამის განმახორციელებელს, შესრულებული სამუშაოს ბოლოს წარუდგინოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს (ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია). 2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების სახელზე გაცემული მიმართვის წერილის და გაწეული მომსახურების შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ. 3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები