დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016420 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2023 - 27/02/2024)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით; |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 28 013 700 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 9 959 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 17 200 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 854 700 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17 859 175 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11 754 525 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11 754 525 ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 29 613 700 ლარით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1 600 000 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1 600 000 ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 600 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 130 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დავალიანების ფონდი |
ითვალისწინებს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ხარჯს. მიმდინარე ეტაპზე გათვალისწინებულია 99 326 ლარი. |
მუხლი 15.
სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება |
მუციპალიტეტი თანადაფინასნებით მონაწილეობს საგრანტო კონკურსში, რომელსაც განახორცილებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და მასში მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალ-ეკონომიკური მიმართულებები. გათვალისწინებულია 20 000 ლარი. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობებისა და ა(ა)იპ-სათვის საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა |
აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და მის დაფინასებაზე მყოფი ობიექტებისათვის სხვადასხვა სახის ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 400 000 ლარს. |
მუხლი 17.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 18.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პროგრამის მიზანი: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პროგრამის აღწერა: აღნიშნული ხარჯები უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში. ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი, კადრების მომზადება-გადამზადებასთან დაკავშირებული ხარჯები, პრიორიტეტი: 1.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 00); მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინრასტრუქტურის მოწესრიგება, მგზავრთა ტრანსპორტირება, გარე განათებისა და ელექროგადამცემი ქსელების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაცია. განხორციელდება კეთილმოწყობითი ღონისძიებები, მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება და სრულყოფა. გზის გამტარუნარიანობისა და საგზაო უსაფრთხოების გაზრდა, მგზავრთა ტრანსპორტირება, მგზავრობის დროის შემცირება და კომფორტული მომსახურება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოიალაღეთა უფასო ტრანსპორტირება, კერძოდ:
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობების (მეცხოველეობის) განვითარების ხელშეწყობა. ალპური რესურსების გამოყენება მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მგზავრთა უფასო ტრანსპორტით მომსახურება სამთო იალაღებზე იმ პერიოდში, როცა ა(ა)იპ ხულოს ავტოსერვისი, არ ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას (ა(ა)იპ ხულოს ავტოსერვისი ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე არ ახორციელებს მგზავრთა მომსახურებას სამთო იალაღებზე). მომსახურება ხორციელდება კურორტ ბეშუმის, მთა ზორტიყელის, მთა ლეკნარის, მთა სარიჩაირის, მთა თეთრობის, მთა ლოდიძირის, მთა ჯანჯღნარის, ნათელათი, კუნჭულეთი, ქვაბიჯვარი, ჩიბუხნარი, ვაშლოვანის მთის, დიდაჭარის მთის, ხიხაძირის მთის, ვერნების მთის და მაჭარელათის მთის მიმართულებით. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შედგენილი გრაფიკის მიხედვით მარშრუტს მთების შესაბამისად.
ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი საბაგირო გზის შექმნა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხულო-თაგოს ბაგირგზის ელექტროსადგურებს შორის არსებული ხაზის რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყობა ბაგირგზის შეუფერხებელ მუშაოებას.
ქვეპროგრამის მიზანი: ცალკეულ უბნებში გზებისა და ბილიკების მოწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ირემაძეებში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სასაფლაოსთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანი: ცალკეულ უბნებში გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ დანისპარაულში სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რაც მნიშნელოვნად გააუმჯობელებს მოსახლეობის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას.
ქვეპროგრამის მიზანი: ცალკეულ უბნებში გზების და ქუჩების რეაბილიტაცია, ბეტონის საფარის დაგება. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში არის შიდა სასოფლო გზებზე ისეთი მონაკვეთები, სადაც ავტომანქანით მისვლა ჭირს და მოსახლეობას ხშირად უხდებათ ფეხით გადაადგილება და ტვირთის ხელით გადაზიდვა. პრობლემის ნაწილობრივ მოსაგვარებლად იქ, სადაც უფრო მეტად პრობლემატური მონაკვეთებია დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა სოფელს. დაგეგმილია დაახლოებით 3900 კუბური მეტრის სასაქონლო ბეტონის შეტანა სხვადასხვა სოფლებში, რომლითაც მოეწყობა 39000 კვ.მ გზა.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალური ავტობუსების შეძენა. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორი ერთეული მუნიციპალური ავტობუსების შეძენა, რომლითაც განხორციელდება ბათუმი-ხულოს მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული ღონისძიება მომდინარეობს 2023 წლიდან. ღირებულების ნაწილი ანაზღაურებულია 2023 წელს, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი ანაზღაურდება 2024 წელს.
ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი საბაგირო გზის შექმნა. ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებით დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა „ხულო-თაგო“-ს სატვირთო-სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის. ეს არის სოფლის მოსახლეობისათვის ყველაზე უფრო მარტივი და ძირითადი დამაკავშირებელი ტრანსპორტი მუნიციპალიტეტთან. ბაგირგზით სარგებლობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც, აგრეთვე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებში. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის არასაკმარისი შემოსავლების გამო მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
ქვეპროგრამის მიზანი: სპეციალური ტექნიკის შეძენა. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ოთხი ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენა (ტრაქტორი, მძიმე ტექნიკის გადამყვანი ავტომანქანა, ამწეკალათა და თვითმცვლელი). აღნიშნული ტექნიკა საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ღონისძიება მომდინარეობს 2023 წლიდან. ღირებულების ნაწილი ანაზღაურებულია 2023 წელს, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი ანაზღაურდება 2024 წელს. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მდგრადი კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საპროექტო–საკადასტრო სამუშაოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელის გამართული მუშაობა. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამით ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის ხარჯის უზრუნველყოფა (ფინანსდება აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში), რომელიც შედგება 8996-მდე წერტილისაგან სულ 84 დასახლებულ პუნქტში. ასევე განხორციელდება იმ დარჩენილი მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფილი. აღნიშნული ქვეპროგრამით ასევე განხორციელდება მთა თეთრობში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია (დასრულება), კურორტ ბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იაილების შიდა ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია, სარიჩარის მთაში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა (დასრულება).
ქვეპროგრამის მიზანი: წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლისა და საკანალიზაციო სისტემების ფუნქციონირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაეწევა ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“-ს, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. მუნიციპალიტეტში სულ ფუნქციონირებს 30 წყალსადენი. ასევე ახორციელებს დაბის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემის მოვლა-შენახვას.
ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სისტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ჭირს მოსახლეობის სასმელი წყლით სრულად მომარაგება, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ წაბლიანში სასმელი წყლის შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, სოფელ ფუშრუკაულის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელ შურმულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელ კვატიაში წყალსადენის სისტემის მოწყობა, სოფელ ჭერში სასმელი წყლის სისტემის რემონტი, სოფელ ღორჯომში სასმელი წყლის სისტემის რემონტი, სოფელ ხიხაძირში ერდო, კვახური, სართმავლის უბნის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ ტუნაძეების სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის და სალექარის მოწყობა, სოფელ ადაძეების სასმელი წყლის სისტემის რემონტი და სოფელ ძმაგულის სასმელი წყლის სისტემის რემონტი. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ აქ არსებული მოსახლეობა მომარაგდება უწყვეტი სასმელი წყლით.
ქვეპროგრამის მიზანი: საპროექტო, საკადასტრო და ესკიზური ნახაზების მომზადება, ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩატარება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოების განხორციელება, ქონების შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯები და ესკიზური ნახაზების შედგენა.
ქვეპროგრამის მიზანი: ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მიმდინარე და შემდგომი წლების პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
ქვეპროგრამის მიზანი: გამართული სანიაღვრე სისტემა, რომელიც უზრუნველყობს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვას და მოვარდნილი ჭარბი წყლების გატარებას. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების მოწყობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში შიდა გზების იმ მონაკვეთებზე, სადაც წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად ხშირად ზიანდება გზის სავალი ნაწილი, რაც შემდგომ აფერხებს მოსახლეობის, როგორც ავტომანქანით, ასევე ფეხით გადაადგილების შესაძლებლობას. აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების შემდეგ გზის სავალი ნაწილი დაცული იქნება დაზიანებისაგან და მოსახლეობას მიეცემა შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება. ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე არხების და წყალგამტარი მილების (მილხიდი) მოწყობა დაახლოებით 700 გრძივ მეტრზე.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვა და მიმდინარე რემონტი. ქვეპროგრამის აღწერა: დაგეგმილი სამუშაოებით გათვალისწინებულია სიძველის გამო, ზამთრის შედეგად ან/და სხვა მიზეზებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოქმნილი დაზიანებების აღმოფხვრა. სამუშაოები ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-შეკეთებას. სულ განხორციელდება 5 ერთეულამდე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-შეკეთება. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა, ასევე მუნიციპალური ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემატური უბნების (სკვერები, ქუჩები ფასადები) გამაგრება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები იმ უბნებში სადაც ყველაზე უფრო მეტად იქმნება მეწყრული პროცესების საშიშროება. სულ განხორციელდება დაახლოებით 30-35 ლოკაციაზე ფერდსამაგრი სამუშაო. დაგეგმილია ხულოს მუნიციპალიტეტის ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერების რეაბილიტაციისა და სკვერების მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფასადების კეთილმოწყობა. მუნიციპალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 02); ქვეპროგრამის მიზანი: ახალი და არსებული მუნიციპალური შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რეკონსრუქცია-რემონტი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სოფელ ჩაოში ახალგაზრდული ცენტრის შენობის მშენებლობა, სოფელ ზემო თხილვანაში ადმინისტრაციული შენობის და სპორტული დარბაზის მშენებლობა, სოფელ ტუნაძეებში ახალგაზრდობის ცენტრის მშენებლობა, სოფელ მანიაკეთში ახალგაზრდული ცენტრის შენობის მშენებლობა, სოფელ დიოკნისის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, დაბა ხულოში სახელოვნებო სკოლის და სამხატვრო გალერეის მშენებლობა, სოფელ კვატიაში სოფლის სახლის მშენებლობა, სოფელ თაგოში ახალგაზრდული ცენტრის შენობის მშენებლობა, სოფელ ვერნებში მალხაზ აბაშიძის სახელობის მემორიალის მოწყობა, ხულო-თაგოს ბაგირგზის კაბინის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. პრიორიტეტი: 2.დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ქვეყნის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტში ყველა გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა გარემოს დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და გატანა, მიუსაფარი ცხოველებისაგან მოსახლეობის დაცვა და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა, შეგროვება, ასევე დაბა ხულოს ტერიტორიაზე არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და გატანა ქალაქ ბათუმში ლეგალურ ნაგავლაყრელზე. ასევე განხორციელდება მიუსაფარი ცხოველების გაუვნებლობა.
ქვეპროგრამის მიზანი: მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველებისაგან მოსახლეობის დაცვა. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მიუსაფარი ცხოველების მზრუნველობა და საჭიროების შემთხვევაში გადაყვანა ქალაქ ბათუმში უპატრონო და მაწანწალა ცხოველთა თავშესაფარში, რათა ჩაუტარდეთ შესაბამისი ვაქცინაცია და სხვა საჭირო პროცედურები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. წლის განმავლობაში განხორციელდება დაახლოებით 120 ერთეულ ცხოველზე შესაბამისი მომსახურეობის გაწევა. ასევე დაგეგმილია ნადირის გასაფრთხობად ვაზნების შეძენა.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალური სერვისების გამართული ფუნქციონირება, დაბის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების გატანა, გარე-განათების მოვლა-პატრონობა, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოვლა პატრონობა, გზის გაწმენდა ჩამოშლილი მეწყერისა და თოვლის საფარისაგან და სხა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაეწევა ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისი“-ს, რომელიც ახორციელებს დაბის ქუჩების ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას, სულ 38000 კვ/მ-ზე მეტ ფართობზე. ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა სულ 12 ადმინისტრაციული ერთეული, 76 სოფელი, მათ შორის: რიყეთი, დანისპარაული, შუასოფელი, დიდი რიყეთი, ბოძაური, დიოკნისი, ტაბახმელა, ჯვარიქეთი, ბეღლეთი, კორტოხი, პაქსაძეები, გელაძეები, ღურტა, იაკობაძეები, ღორჯომელაძეები, ღორჯომი, გორგაძეები, მინთაძეები, ადაძეები, მეკეიძეები, ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეხალაშვილები, ტუნაძეები, ქურდული, ახალი უბანი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, მერჩხეთი, ჭახაური, ლაბაიძეები, აგარა, საციხური, ნამონასტრევი, გელაურა, პანტნარი, დიდაჭარა, ირემაძეები, ბოღაური, გობაძეები, დეკანაშვილები, ზედა დეკანაშვილები, ქედლები, თხილაძირი, განახლება, ელელიძეები, ძირკვაძეები, დიაკონიძეები, უჩხო, გუდასახო, დუაძეები, ოქრუაშვილები, ქვემო ვაშლოვანი, ზედა ვაშლოვანი, შურმული, ჩაო, ყინჩაური, ჭერი, ძმაგულა, გურძაული, ფაჩხა, წაბლანა, წაბლიანი, კვატია, ფუშრუკაული, რაქვთა, ვერნები, ხიხაძირი, ახალშენი, სკვანა, კალოთა, ნადაბური, ზედა თხილვანა, ქვედა თხილვანა, ბაკო, მთისუბანი. დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისი“, რომელიც უზრუნველყობს გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვას. სულ 13 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მთლიანობაში განთავსებულია 8646 გარე განათების ბოძი. ასევე განახორციელებს დაბასა და ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების (სულ 14 ერთეული) პერიოდულ დასუფთავებას და მოვლა-პატრონობას. ხორციელდება ზამთრის პერიოდში გზების, ქუჩების და სკვერების გაწმენდა თოვლის საფარისაგან.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალური სერვისების გამართული ფუნქციონირება, ნარჩენების დროული გამოტანა ადმინისტრაციული ერთეულებიდან. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით განხოციელდება ერთი ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენა (ნაგავმზიდი ავტომანქანა). აღნიშნული ღონისძიება მომდინარეობს 2023 წლიდან. ღირებულების ნაწილი ანაზღაურებულია 2023 წელს, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი ანაზღაურდება 2024 წელს.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სახანძრის დროული ლოკალიზება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით განხოციელდება ერთი ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენა, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო დროულად და ეფექტურად განხორციელდეს ხანძრის ლოკალიზება. პრიორიტეტი: 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და არსებული ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა. პროგრამის აღწერა: ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის უზრუნველყოფა ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სკოლამდელი განათლება ბავშვის აკადემიური და სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. სკოლისათვის და შემდგომი ცხოვრებისათვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი პროცესია და სკოლამდელი განათლება ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ბავშვის სრულფასოვნად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებას მოითხოვს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღების გაერთიანებას უზრუნველყობს შესაბამისი ფინანსური რესურსით. არსებული სიტუაციის ანალიზიდან და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხულოს მუნიციპალიტეტისათვის მნიშნელოვანია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, საყოველთაოდ და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი: სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება, რომელიც აერთიანებს ერთ ბაგა-ბაღს და 23 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 750–მდე სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. ასევე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 ალტერნატიული საბავშვო ბაღი - სოფელ თაგოში, გელაძეებში, აგარაში და წაბლანაში, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს შრომის ანაზღაურებისა და გათბობის ხარჯების დაფინანსებას.
ქვეპროგრამის მიზანი: სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ წაბლანაში საბავშვო ბაღის მშენებლობას. შედეგად ბავშვებს მიეცემათ საშუალება სრულყოფილ და კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება. პრიორიტეტი: 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა მათ მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდერება, მისი პოპულარიზაცია და სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას. ასევე შესაძლებელს გახდის ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის და მის დამკვიდრებას მოზარდ თაობაში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი: სასპორტო სკოლის ინფრასტუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სკოლასთან არსებული სპორტული სექციების განვითარების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასპორტო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით აღჭურვა, რათა სპორტსმენებს მიეცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. განხორციელდება ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება სხვადასხვა სახის საჩუქრებით. სასპორტო სკოლაში მოქმედებს 8 სექცია (ჭიდაობა, ძალოსნობა, კალათბურთი, ჩოგბურთი, სამთო-სათხილამურო, ჭადრაკი, ფრენბურთი, ფიზიკური მომზადება), სადაც სწავლება უფასოა და 380-მდე ბავშვია ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ქვეპროგრამის მიზანი: ბავშთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენასა და მომზადებას, რათა მათ შეეძლოთ თავისი შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. სწავლება უფასოა და 60-მდე ბავშვია ჩართული აღნიშნული სპორტული სახეობის განვითარებაში.
ქვეპროგრამის მიზანი: სპორტის ცალკეული სახეობების პოპულარიზაცია და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობით ადგილობრივი სპორტსმენების ოსტატობის დონის ამაღლება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმატებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, (არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონები სპორტის სხვადასხვა სახეობებში), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობა. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება სიგელებით, მედლებით, თასებით და ფულადი საჩუქრებით.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სასპორტო ინფრასტრუქტურის განახლება და შექმნა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ვაშლოვანის მთაში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, მთა თეთრობში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, სოფელ იაკობაძეების მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, კურორტ ბეშუმში ორი ერთეული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ირემაძეების სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, სოფელ წაბლიანის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ გელაურის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სოფელ დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის მშენებლობა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო გახდა აღნიშნული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და მშენებლობა, რათა მოზარდ-ახლგაზრდობას მიეცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საშუალება. 4.2. კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, ეროვნული ღონისძიებების პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. ასევე პროგრამის მიზანია კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაციის განხორციელება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნისა და კუთხის ტრადიციული დღესასწაულების მხარდაჭერას და პოპულარიზაციას, კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზებას. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების პოპულარიზაციას და თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა პატივის მიგებას. შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და წახალისებას. ახალგაზრდების ინტელექტუალური აზროვნების გამოვლენას, კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას გენდერული თანასწორობის საკითხებში, შშმ პირების ინტეგრირებას საზოგადოებასთან. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდების მუსიკალურ-ვოკალურ-ქორეოგრაფიულ განათლებას, როგორც ფოლკლორის, ასევე კლასიკური და თანამედროვე მიმართულებით. ასევე განხორციელდება კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი: მისცეს მოსწავლეებს სახელოვნებო განათლება, მოამზადოს მოსწავლეები სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ საფეხურზე სახელოვნებო განათლების მიღების მიზნით, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწოს პიროვნების ინდივიდუალურ-შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების წარმოჩენა-გამოვლენა. ქვეპროგრამის აღწერა: ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ბავშვები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. სკოლაში არის ორი განყოფილება-სამუსიკო და სამხატვრო. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ინდივიდუალურად შეისწავლონ მათთვის სასურველ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა - სალამური, დოლი, ფანდური, ბასფანდური, პიანინო, გიტარა და კლასიკური ფანდური. სწავლება 6 წლიანია. სკოლას ჰყავს ფოლკლორული ანსამბლი - ,,ციცინათელა“ და ანიმაციური ფილმების სტუდია. ასევე ხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა. ადგილობრივი მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის (კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი) შეთავაზება. მნიშვნელოვანია ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლაში საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, გასტროლებში მონაწილეობა და სხვა მოტივაცია). სკოლაში სწავლობს 84 მოსწავლემდე.
ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების, სტრუქტურული ერთეულების სასოფლო კლუბებისა და კულტურის ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკების შეუფერხებელი ფუნქციონირება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები და მოსწავლე ახალგაზრდობის სასწავლო შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება, მონაწილეობა მუნიციპალურ, რეგიონულ და ტურისტულ ღონისძიებებში. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. ასევე ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის, სტუმრებისა და ტურისტებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფორკლორული ანსამბლების მეშვეობით. განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარებლობს ფორკლორული ანსამბლები „ბერმუხა“, „ხულო“, „ხიხანი“, „ვერნები“, „სხალთა“, „ვაშლოვანი“, „ღორჯომი“, ბავშთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, „საციხური“, მუსიკალური ჯგუფი „გოდერძი“, ვაჟთა მუსიკალური ბენდი „დიოკნისი“ და სხვა. მნიშვნელოვანია კულტურის ცენტრში გაერთიანებული საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება, მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, კოსტიუმირება, გასტროლების დაგეგმვა და სხვა მოტივაცია. სახელოვნებო დარგის ახალგაზრდებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები. ღვაწლმოსილ მოქალაქეთა (კულტურის მუშაკების, პედაგოგების) განვლილი გზის განზოგადება და დაფასება (იუბილეები, შეხვედრები, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ა.შ.). ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ხულოს, როგორც ამ კულტურის ტრადიციის მატარებელი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გაცნობა ქვეყნის მაშტაბით და ქვეყნის გარეთ სხვადასხვა სახის ღონისძიებების უზრუნველყოფით. საბიბლიოთეკო განყოფილებისათვის ფონდების შევსება და მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 11 სასოფლო, 1 საჯარო და 1 საბავშვო ბიბლიოთეკა. ხულოს კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს მივიწყებული ხალხური რეწვის ტრადიციების შენარჩუნებას მოსწავლე ახალგაზრდობაში და მისი პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობას ღებულობს სახალხო დღესასწაულებსა და ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ტურიზმის ხელშემწყობ საერთაშორისო ღონისძიებებში.
ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში თეატრალური ცხოვრების დონის ამაღლება და წარმოჩენა. ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს მის ფინანსურ მხარდაჭერას გრანტის სახით, რათა გააგრძელოს თავისი შემოქმედებითი საქმიანობა, როგორც მუნიციპალიტეტში ასევე ქვეყნის მაშტაბით და მის საზღვრებს გარეთ. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების დონის გაჯანსაღებასა და წარმოჩენას.
ქვეპროგრამის მიზანი: ტრადიციული დღესასწაულის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, საინტერესო პროექტების ხელშეწყობას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების მათ შორის შუამთობის, ტბელობის, სელიმობის, დიდაჭარობის ორგანიზება–ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, როგორც რესპუბლიკურ ასევე საერთაშორისო დონეზე.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობა და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
ქვეპროგრამის მიზანი: კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მისი რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურის დაცვას და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტში ისტორიული და კულტურული ძეგლების ტურისტებისათვის და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის გაცნობის ხელმისაწვდომობას, ადგილობრივი ტრადიციების, ტრადიციული დღესასწაულების, ზემო აჭარული კერძებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების პოპულარიზაციას, ტურისტულ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტურისტების მოზიდვის მიზნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქვეპროგრამა მოიცავს ლაშქრობებს, ექსკურსიებს, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის ორგანიზებას, სარეკლამო ბუკლეტების/ფლაერების დამზადებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე განთავსდება ინფორმაცია და ფოტომასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ. ქვეპროგრამის ძირითადი სამიზნე ჯგუფები იქნებიან ტურისტები, სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეები, სტუდენტები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით განხორციელდება ქალთა მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმართველობის პროცესში. დაგეგმილია ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი შეხვედრების ჩატარება. პრიორიტეტი: 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. 5.1 ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ამბულატორიულად, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და განმტკიცებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თემის სამედიცინო პუნქტების და ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას, რისთვისაც ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს ექიმებსა და ექთნებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რათა უზრუნველყოს მოსახლეობის შეუფერხებელი პირველადი სამედიცინო მომსახურება.
ქვეპროგრამის მიზანი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება. ქვეპროგრამის აღწერა:
საყოველთაო, სადაზღვევო კომპანიების, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს მიერ პროგრამებით დაფინანსებების მიუხედავად ბენეფიციარებს ოპერაციული მკურნალობისთვის მაინც რჩებათ გარკვეული რაოდენობის თანხა გადასახადი, რაც მძიმე ტვირთად აწვება ოჯახებს. აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას იმ ბენეფიციარებზე, რომელთაც სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მათ გაეწევათ ფინანსური დახმარება დარჩენილი თანხის 60 %-ს ოდენობით, ხოლო 100 000 დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს 50%-ს ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ომის ვეტერანებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებზე, მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებზე, მარტოხელა ასაკით პენსიონერებზე - მედიკამენტოზური მკურნალობისათვის წელიწადში ერთხელ 200 ლარიანი დახმარების ვაუჩერის გაცემას მედიკამენტების შესაძენად. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმ პირი/ ვეტერანი, მათ მიეცემათ ორი 200 ლარიანი ვაუჩერი.
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხულოს მუნიციპალიტეტში ორი მობილური გუნდის დაფინანსება თვის განმავლობაში 100 პაციენტის ადგილზე მომსახურებით. გუნდის მუშაობა განისაზღვრება ბინაზე ვიზიტითა და მედიკამენტოზური მკურნალობით.
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: პერსონალური ასისტენტის სერვისი - შშმ პირებს გაუწევს სათანადო მხარდაჭერას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდაში, სამუშაო ადგილზე, განათლების მიღების პროცესში, საჯარო სერვისებით სარგებლობისას, ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლით (დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა) და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით აღებული ვალდებულების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ქვეპროგრამა ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იმ პირების (4 პირი) უზრუნველყოფას, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებელი ცხოვრების წესით ცხოვრებას და მონაწილეობენ სხვადასხვა ყოველდღიურ (საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სხვა) აქტივობებში, მუშაობენ და / ან არიან მარტოხელა შშმ პირები და საჭიროებენ მხარდაჭერას ცხოვრებისეულ, ყოველდღიურ აქტივობებში (ჰიგიენა, ჩაცმა, კვება, გადაადგილება და სხვა). ქვეპროგრამის მომსახურება მოიცავს: წელიწადში 264 დღეს, დღეში 3 საათს და ერთი საათის მომსახურება დაფინასდება 10 ლარის ოდენობით. 5.2 სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზის გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ შშმ პირები და ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, რეაბილიტაციას დაქვემდებარებული ბავშვები, ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, ავარიული სახლების მქონე ოჯახები, უსახლკაროები, მარტოხელა მშობლის სატუსის მქონე პირები და სხვა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ქვეპროგრამის მიზანი:
ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 50 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი კვებით. კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად არსებული მენიუს შესაბამისად. შერჩევა მოხდება 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს შორის, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ქულის მქონე მარტოხელა და შშმ პირებს 2023 წლის განმავლობაში შემოსული განცხადებების მიხედვით. დამატებით მოქალაქეების მომართვიანობის შემთხვევაში განცხადებას განიხილავს შესაბამისი სამსახური და შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ჩაერთვებიან პროგრამაში.
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა ოჯახებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების უზრუნველყოფას (15 თებერვალი, 8 მარტი, 9 მაისი, 8 აგვისტო, 17 ოქტომბერი და სხვა), 2012 წლის 21 თებერვალს სამშვიდობო მისიის დროს და 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ ვეტერანის ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. ასევე გათვალისწინებულია ვეტერანის დაკრძალვისათვის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები.
ქვეპროგრამისმიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (100000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების ფულადი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას, საშუალოდ 110 ოჯახზე 400 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამისმიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური ფონის გაუმჯობესებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მიმართულებით გარკვეულ პროგრამებს ახორციელებს, დღის წესრიგში კვლავ რჩება ისეთი პრობლემები როგორიცაა, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა სოციალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე საჭიროება შეიქმნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები“-სათვის ფინანსურ დახმარების გაწევა.
ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის აღწერა: დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. ფინანსური დახმარება გაეწევა ოჯახს რომელსაც ყავს 4 და მეტი შვილი 18 წლამდე ასაკის. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მშობლები (დედა, მამა ან მეურვე).
ქვეპროგრამის მიზანი: ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას. გარკვეულ შემთხვევებში საცხოვრებელი სახლები სიძველისა და უსახსრობის გამო ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას არ ექვემდებარება, რისი საშუალებაც უმეტესწილად ოჯახებს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული იქნა სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა. ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არსებობას, ასევე მრავალშვილიან (მცირეწლოვანები) ოჯახებს. ქვეპროგრამით განხორციელდება 2 ერთეული საცხოვრებელი სახლის შეძენა.
ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირება ან დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქალაქ ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ან დროებითი საცხოვრებელი ხარჯების კომპენსაციის გაწევას (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 12-13 დიალიზის სეანს). ვინაიდან გარკვეულ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები არიან მძიმე მდგომარეობაში და ვერ ახერხებენ მუნიციპალიტეტიდან ქალაქ ბათუმში ყოველი სეანსის დროს მგზავრობას, ამიტომ მათ უხდებათ ადგილზე (ქ. ბათუმი) ცხოვრება და მათთვისაც ისევე განხორციელდება ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება, როგორც იმ პირებისთვის რომლებიც ახერხებენ მუნიციპალიტეტიდან მგზავრობას. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 21 ბენეფიციარი. დაფინანსება მოხდება ფორმა №100-ის შესაბამისად (თანმხლებ პირთან ერთად 350 ლარი, მხოლოდ ბენეფიციარის შემთხვევაში 300 ლარი). ქვეპროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე.
ქვეპროგრამის მიზანი: ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის აღწერა: ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და გამოკვლევების დროულ ჩატარებას. ასევე, მძიმე ტრამვული დაზიანებების შედეგად გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება პაციენტის დროული გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში, რისი საშუალებაც უმეტესწილად ოჯახებს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული იქნა სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამა.
ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სახურავის შეძენისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების თუნუქის ფურცლებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნუციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენისათვის დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და არ გააჩნიათ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენა. გამომდინარე აქედან, ვინაიდან ოჯახები ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად ზარალდებიან, საჭიროა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რათა მოხდეს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერებრალური დამბლით, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვთა და სხვა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა კურსებზე მიმოსვლის ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას ხულოდან ქ. ბათუმამდე თანმხლებ პირებთან ერთად. დახმარება განისაზღვრება დღიური 20 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის მიზანი: ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების (ოჯახები) დროებით თავშესაფარში გაყვანა უსაფრთხოების მიზნით. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტრტის ტერიტორიაზე ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები (ოჯახები), რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და დროებით თავშესაფარში გაყვანას უსაფრთხოების მიზნით. გარკვეულ შემთხვევებში საცხოვრებელი სახლები სიძველის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულია, არის ავარიულ მდგომარეობაში, აღდგენას არ ექვემდებარება და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული იქნა ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა. ბენეფიციარის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება: შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემულ ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, შესაბამისი სამსახურის სპეციალისტის (ინჟინერ-კონსტრუქტორი) და მერის წარმომადგენელის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) მიერ შედგენილ ვიზუალურ დათვალიერების აქტს, ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არსებობას, მრავალშვილიანობას (მცირეწლოვნები), სოციალურ მდგომარეობას (საარსებო შემწეობის მიმღები). საბოლოო გადაწყვეტილებას ოჯახის დროებით თავშესაფარში გაყვანასთან დაკავშირებით ღებულობს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.
ქვეპროგრამის მიზანი: 0-დან-200000-მდე ქულის მქონე მოვლის საჭიროების პირთა მატერიალური მხარდაჭერა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით სამედიცინო მოვლის საგნების შესასყიდად ყოველთვიური ფინანსური დახმარება მოვლის საჭიროების მქონე შშმ (მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ) პირებზე 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
ქვეპროგრამის მიზანი: უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისთვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და სოციალური მხარდაჭერით. ქვეპროგრამის აღწერა: საქართველო რადიკალური და სწრაფი ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას, რადგან სპონტანურად და არათანმიმდევრულად განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, განსაკუთრებით, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების კუთხით. დღემდე არსებულ სტრატეგიულ და საპროგრამო დოკუმენტებში გაცხადებული მიზნები, რომლებიც სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდებოდა, კვლავ მიუღწეველია. ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ასევე გახშირებული სტიქიური უბედურებები თუ სხვადასხვა სახის დაავადებათა გავრცელების საფრთხე, რაც მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, დიდი რისკის წინაშე აყენებს. საქართველოში ამ მიმართულებითაც არაერთი რეფორმა განხორციელდა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სრულყოფილი და სტაბილური სისტემის შექმნა მოითხოვს გრძელვადიან განვითარებას. თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანში, გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც საზოგადოება, ასევე ჯანდაცვის სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა. გასათვალისწინებელია, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე მდგომი მოსახლეობის დღის წესრიგი გულისხმობს მოქალაქეების საყოველთაო ჩართულობასა და უშუალოდ თემის წევრების აქტიურ მონაწილეობას განვითარების პროცესში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია (საქართველოს კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017 ), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის sაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება) შესაბამისად შემდეგი ფუნქციები აქვს: მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს; არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში; ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს.
ქვეპროგრამის მიზანი: მზრუველობა მოკლებულ და მოვლის საჭიროების მქონე პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: უპოვარ და მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციარებზე ზრუნვა მუნიციპალიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში სადაც, მოხდება მათი სამედიცინო მომსახურება, თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფა და სხვა მომსახურების გაწევა საჭიროების მიხედვით.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 29 613 700 ლარის ოდენობით
|
მუხლი 19.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები |
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე. |
მუხლი 20.
დანამატები და ჯილდო |
2024 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე დანამატების და ჯილდოს გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 21.
ასიგნებების დაფინანსება |
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
დოკუმენტის კომენტარები