„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4019-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010290000.04.001.018093
4019-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010290000.04.001.018093
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საწევრო შენატანად მიიჩნევა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული საწევრო შენატანის სახით გადახდილი მხოლოდ ის ფულადი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობაც დადგენილია პარტიის წესდებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწირულებად მიიჩნევა:

ა) პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული ისეთი ფულადი თანხა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება;

ბ) პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით მიღებული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა;

გ) პარტიის მხარდასაჭერად გაღებული ისეთი ფულადი თანხა, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან გაწეული ისეთი მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ისეთ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ ისეთ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) ან გაწეულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.“.

2. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.“.

3. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია შემოწირულების მიღება:

ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან;

ბ) საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა;

გ) საჯარო დაწესებულებისგან;

დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან;

ე) ანონიმურად.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიის მიერ საქართველოს თითოეული მოქალაქისგან წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მოქალაქემ შემოწირულებები შეიძლება წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ განახორციელოს, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქალაქისთვის ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.“.

5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ანტიკორუფციულ ბიუროს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების ოდენობა, შემოწირულებების ოდენობა, საწევრო შენატანების განმახორციელებელ პირთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობები, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული ფულადი თანხების ოდენობა).“.

6. 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი სუბიექტის ფინანსების შესახებ;“.

7. 342 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −

გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი სუბიექტისა და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სხვა პირის მეშვეობით განმახორციელებელი სუბიექტის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ან სხვა პირის მეშვეობით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.“;

ე) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.04.001.018058).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N4019-XIIIმს-Xმპ