დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 490 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.024323 |
|
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია;“. 2. 71 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. 2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სააგენტო ვალდებულია, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავით („ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა და ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.“. 3. 72 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 მუხლი: „ მუხლი 73 1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2024 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან. 2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია, სრულად დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები (გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავის მე-12 პუნქტისა, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ამავე პუნქტში განსაზღვრული ვადის მხედველობაში მიღებით), ტექნიკური რეგლამენტის საერთო სანებართვო პირობებთან ერთად.“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 10. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში სამჯერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.“. 5. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავი („ნარკოლოგიური სერვისის (ჩანაცვლებითი თერაპია) მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები