,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018390
135/ნ
15/12/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
430210000.22.022.018390
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №135/ნ

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №05/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge,  29/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018005)  პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1” ქვეპუნქტი:

,,ა1) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) რეგიონალური კოორდინაციის სამმართველო;“.

3. მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

,,მუხლი 13

1. რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პერიოდული და გადაუდებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაცემა;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;

ე) სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინაცია;

ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო  გარემოს მონიტორინგის განხორციელება, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებამოსილებათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;

ე) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

ვ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ზ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა შესრულებისათვის;

თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის ან უარის გაცემის თაობაზე და ხელს აწერს შესაბამის კორესპონდენციას.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 18 დეკემბრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი