„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3884-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.102116
3884-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
240000000.05.001.102116
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) 254-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–111 პუნქტები:

„11. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში  უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების  შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე.

12. რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი.

13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2026 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით.

1 4 . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად განცხადების ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

15. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია ზოგადი წესით ხორციელდება. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის ამ კანონით დადგენილი წესი. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი აქვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დასრულებული წარმოების ფარგლებში არ აქვს შესრულებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

16. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეზე არ ვრცელდება.

17. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე, 31-ე და 32-ე მუხლებისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საწარმოსთვის გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა.

18. 2024 წლის 1 მაისიდან საწარმოს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) პარტნიორი/პარტნიორები, რომლის/რომელთა საკუთრებაში არსებული წილის/წილების ოდენობა 50 პროცენტს აღემატება, უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს/მიმართონ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნით. საწარმოს რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმო არ არის რეგისტრირებული:

ა.ა) საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ;

ა.ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სხვა საწარმოს წილის მესაკუთრედ;

ბ) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში საწარმოზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, არ აქვს წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია და არ აქვს გადახდილი შესაბამისი გადასახადი/მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.

19. მარეგისტრირებელი ორგანო ამ მუხლის 18 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს ინფორმაცია იმავე ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით.

110. ამ მუხლის 18 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება დასაშვებია აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 3 თვის გასვლისთანავე.

111. ამ მუხლის 18 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენისას პირი უფლებამოსილია თავად მოიძიოს იმავე პუნქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საწარმოს შესახებ ამ მუხლის 18 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეგროვება, თუ აღნიშნული მიმართვის წარდგენისას მონაცემების ასეთი გზით მოძიება იქნება მოთხოვნილი. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ამ მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 254-ე მუხლის 1 11 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტის (დადგენილების) მიღება. 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3884-XIIIმს-Xმპ