„დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 472
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024305
472
04/12/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
240110000.10.003.024305
„დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №472

2023 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის  2019  წლის  22  აპრილის №199 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2019; 240110000.10.003.021214) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობებში“:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს წესი არ ვრცელდება გასამრავლებელ მასალაზე, რომელიც განკუთვნილია:

ა) ექსპორტზე გასატანად;

ბ) ცდის, სამეცნიერო ან კვლევითი მიზნებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.“.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) დეკორატიული მცენარეები − მცენარეები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა სივრცის, ადგილის, ტერიტორიის, დასახლებების, ბაღების, პარკების, სკვერების, დასვენებისათვის გამოყოფილი ადგილების გასაფორმებლად, კეთილმოსაწყობად და არ გამოიყენება სხვა პრაქტიკული დანიშნულებით;“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უნდა შეესაბამებოდეს ჯიშის იდენტობასა და სიწმინდეს, თუ ბაზარზე განთავსებისას მითითებულია მისი ჯიში.“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. წარმოების ადგილზე, სულ მცირე, ვიზუალური შემოწმებისას, გასამრავლებელი მასალა პრაქტიკულად თავისუფალი უნდა იყოს რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან (შემდგომში − რასმო), რომელიც მითითებულია ამ წესის დანართში − „დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებისა (რასმო) და საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა“.

7. სარეალიზაციოდ გამზადებული გასამრავლებელი მასალა, სულ მცირე, ვიზუალური შემოწმებისას პრაქტიკულად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი მავნე ორგანიზმისაგან ან მისგან გამოწვეული დაზიანების სიმპტომებისაგან ან ნიშნებისაგან, გარდა კონკრეტულ გასამრავლებელ მასალასთან მიმართებით ამ წესის დანართში ჩამოთვლილი იმ მავნე ორგანიზმებისაგან, რომლებიც აქვეითებენ მის ხარისხს.“.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსება შეუძლია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორს, რომელიც შეტანილია ფიტოსანიტარიულ რეესტრში, თუ მის მიერ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი გასამრავლებელი მასალა აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა)   წარმოების პროცესში განსაზღვროს და შეამოწმოს კრიტიკული წერტილები, რომლებიც გავლენას ახდენს გასამრავლებელი მასალის ხარისხზე;

ბ)  ვეგეტაციის პერიოდში განახორციელოს გასამრავლებელი მასალის ვიზუალური შემოწმება ამ წესით დადგენილი მავნე ორგანიზმების არსებობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, აიღოს შესაბამისი ნიმუში ლაბორატორიული კვლევებისთვის;

გ) უზრუნველყოს, რომ წარმოების პროცესში გასამრავლებელი მასალის პარტიები იყოს იდენტიფიცირებადი;

დ) აწარმოოს გასამრავლებელი მასალის გადაადგილების, მათ შორის, ყიდვა-გაყიდვისა და სანერგე მეურნეობის საქმიანობის ჟურნალები;

ე) აწარმოოს ჯიშების რეესტრი, ჯიშების ჩამონათვალის, მათი დეტალური აღწერილობისა და სახელწოდების მითითებით;

ვ) შეინახოს ჟურნალებში შეტანილი ყველა სახის ინფორმაცია და ჩანაწერი 3 წლის განმავლობაში და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის (შემდგომში − ცენტრი);

ზ) უზრუნველყოს, რომ დასაქმებულ პერსონალს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა სანერგეში ჰიგიენისა და ბიოუსაფრთხოების წესების შესახებ;

თ) პერიოდულად განახორციელოს გასამრავლებელი მასალის სიჯანსაღის კონტროლი;

ი) ყოველი წლის პირველი ნოემბრიდან მომდევნო წლის პირველ აპრილამდე მიმართოს სააგენტოს და მიაწოდოს მომდევნო წლის განახლებადი გეგმა-ინფორმაცია მომდევნო სავეგეტაციო წელს წარმოებისათვის დაგეგმილი დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის რაოდენობების შესახებ.

3. ბიზნესოპერატორის მიერ გასამრავლებელი მასალის დაცული ჯიშების რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ჯიშის დასახელებას, საჭიროების შემთხვევაში, მის საყოველთაოდ ცნობილ სინონიმებთან ერთად;

ბ) მითითებებს ჯიშის შენარჩუნებისა და გამოყენებული გამრავლების სისტემის შესახებ;

გ) ჯიშის აღწერას, სულ მცირე, ჯიშობრივი მახასიათებლების საფუძველზე, მცენარეთა ჯიშის დაცვის თაობაზე „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც ეს შესაძლებელია;

დ) მითითებებს (თუ შესაძლებელია) იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება ჯიში სხვა ჯიშებისგან, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგავს მას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსებით.“.

7. მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. ბიზნესოპერატორის ფიტოსანიტარიულ რეესტრში შეტანის პროცედურა

1. ფიტოსანიტარიულ რეესტრში შეყვანის თაობაზე ბიზნესოპერატორმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს წერილობით ან ელექტრონული ფორმით, შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით. განცხადების ფორმა განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. იმ შემთხვევაში, თუ  წარდგენილ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან დაზუსტება. თუ ბიზნესოპერატორი არ წარადგენს სათანადო ინფორმაციას, მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 

3. განცხადების განხილვის შემდეგ, სააგენტო გეგმავს ინსპექტირებას ბიზნესოპერატორთან, რა დროსაც უფლებამოსილია, რომ შეამოწმოს წარმოების ადგილის შესაბამისობა ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რის შედეგადაც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს დაუდგინდა შეუსაბამობები, აძლევს გონივრულ ვადას მათ გამოსასწორებლად;

ბ) თუ დადგენილ ვადაში ბიზნესოპერატორი ვერ უზრუნველყოფს გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორებას, მას ფიტოსანიტარიულ რეესტრში შეტანაზე უარი ეთქმება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორი რეგისტრირდება ფიტოსანიტარიულ რეესტრში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.                 

4. სანერგე მეურნეობა ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შესახებ.

5. ფიტოსანიტარიული რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სანერგე მეურნეობის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) სანერგე მეურნეობის საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი), ინფორმაციას საკონტაქტო პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი);

გ) ინფორმაციას საქმიანობის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ბიზნესოპერატორი.“.

8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსებისას ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ სააგენტო ვალდებულია, განახორციელოს წარმოების ადგილის ინსპექტირება, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და წარდგენილ განახლებად გეგმასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. თუ აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული გასამრავლებელი მასალა არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ღონისძიებები.

4. საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მოთხოვნებთან გასამრავლებელი მასალის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, აღებული უნდა იქნეს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გასამრავლებელ მასალაზე, თუ ხარისხი და მცენარეთა სიჯანსაღე დადასტურდა სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგად, სააგენტო გასცემს მცენარის პასპორტს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

9. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

მუხლი 8. ცენტრის უფლებამოსილება

ცენტრი უფლებამოსილია, შეამოწმოს გასამრავლებელი მასალისადმი ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

10. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი − „დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებისა (რასმო) და საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



                                                                                                           დანართი

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებისა (რასმო) და საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა


 

ბაქტერია

რასმო ან რასმოთი გამოწვეული სიმპტომები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის გვარები ან სახეობები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელ მასალაზე რასმოს არსებობის ზღვრულად დასაშვები რაოდენობა

Erwinia amylovora (Burrill)

Winslow et al. [ERWIAM]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა გარდა:

  Amelanchier Medik., Chaenomeles Lindl., Cotoneaster Medik., Crataegus Tourn. ex L., Cydonia Mill., Eriobtrya Lindl., Malus Mill., Mespilus Bosc ex Spach, Photinia davidiana Decne., Pyracantha M. Roem., Pyrus L., Sorbus L.

 თესლებისა

0%

Pseudomonas syringae pv. actinidiae Takikawa, Serizawa, Ichikawa, Tsuyumu & Goto [PSDMAK]

მცენარეთა გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

 

Actinidia Lindl.

0%

Pseudomonas syringae pv. persicae (Prunier, Luisetti &. Gardan) Young, Dye & Wilkie [PSDMPE]

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

 Prunus persica (L.) Batsch, Prunus salicina Lindl.

0%

Spiroplasma citri Saglio et al.

[SPIRCI]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა

თესლებისა:

Citrus L., Citrus L. ჰიბრიდები, Fortunella Swingle., Fortunella Swingle. ჰიბრიდები, Poncirus Raf., Poncirus Raf. ჰიბრიდები

0%

Xanthomonas arboricola pv. pruni (Smith) Vauterin et al. [XANTPR]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Prunus L.

0%

Xanthomonas euvesicatoria Jones et al. [XANTEU]

Capsicum annuum L.

0%

Xanthomonas gardneri (ex Šutič) Jones et al. [XANTGA]

Capsicum annuum L.

0%

Xanthomonas perforans Jones et al. [XANTPF]

Capsicum annuum L.

0%

        Xanthomonas vesicatoria (ex Doidge) Vauterin et al. [XANTVE]

Capsicum annuum L.

0%

სოკოები და ოომიცეტები

რასმო ან რასმოთი გამოწვეული სიმპტომები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის გვარები ან სახეობები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელ მასალაზე რასმოს არსებობის ზღვრულად დასაშვები რაოდენობა

Cryphonectria parasitica (Murrill) Barr [ENDOPA]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Castanea L.

0%

Dothistroma pini Hulbary

[DOTSPI]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Pinus L.

0%

RNQPs or symptoms caused byRNQPs

Genus or species of propagating material of ornamental plants

Threshold for the presence of RNQPs on the propagating material of ornamental plants

Dothistroma septosporum

(Dorogin) Morelet [SCIRPI]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Pinus L.

0%

Lecanosticta acicola (von Thümen)

Sydow [SCIRAC]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Pinus L.

0%

Phytophthora ramorum (EU isolates) Werres, De Cock & Man in ‘t Veld [PHYTRA]

დასარგავად გამიზნული მცენარეები, გარდა მტვრისა და თესლებისა:

Camellia L., Castanea sativa Mill., Fraxinus excelsior L., Larix decidua Mill., Larix kaempferi (Lamb.) Carrière, Larix × eurolepis A. Henry, Pseudotsuga menziesii (Mirb.) Franco, Quercus cerris L., Quercus ilex L., Quercus rubra L., Rhododendron L. გარდა R. simsii L., Viburnum L.

0%

Plasmopara halstedii (Farlow)

Berlese & de Toni [PLASHA]

Helianthus annuus L. თესლები

0%

Plenodomus tracheiphilus (Petri)

Gruyter, Aveskamp & Verkley

[DEUTTR]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Citrus L. Citrus L. ჰიბრიდები, Fortunella Swingle,

Fortunella Swingle ჰიბრიდები, Poncirus Raf., Poncirus

Raf. ჰიბრიდები

0%

Puccinia horiana P. Hennings

[PUCCHN]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Chrysanthemum L.

0%

 

მწერები და ტკიპები

რასმო ან რასმოთი გამოწვეული სიმპტომები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის გვარები ან სახეობები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელ მასალაზე რასმოს არსებობის ზღვრულად დასაშვები რაოდენობა

       Aculops fuchsiae Keifer [ACUPFU]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა:

Fuchsia L.-ის თესლებისა

0%

Opogona sacchari Bojer [OPOGSC]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Beaucarnea Lem., Bougainvillea Comm. ex Juss.,

Crassula L., Crinum L., Dracaena Vand. ex L., Ficus

L., Musa L., Pachira Aubl., Palmae, Sansevieria

Thunb., Yucca L.

0%

Rhynchophorus ferrugineus

(Olivier) [RHYCFE]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა Palmae-ს თესლებისა, რომლებიც მიეკუთვნებიან:

Areca catechu L., Arenga pinnata (Wurmb) Merr.,

Bismarckia Hildebr. & H. Wendl., Borassus flabellifer

L., Brahea armata S. Watson, Brahea edulis H.Wendl.,

Butia capitata (Mart.) Becc., Calamus merrillii Becc.,

Caryota maxima Blume, Caryota cumingii Lodd. ex

Mart., Chamaerops humilis L., Cocos nucifera L.,

Corypha utan Lam., Copernicia Mart., Elaeis

guineensis Jacq., Howea forsteriana Becc., Jubaea

chilensis (Molina) Baill., Livistona australis C. Martius,

Livistona decora (W. Bull) Dowe, Livistona rotundifolia (Lam.) Mart., Metroxylon sagu Rottb., Phoenix

canariensis Chabaud, Phoenix dactylifera L., Phoenix

reclinata Jacq., Phoenix roebelenii O’Brien, Phoenix

sylvestris (L.) Roxb., Phoenix theophrasti Greuter,

Pritchardia Seem. & H. Wendl., Ravenea rivularis

Jum. & H. Perrier, Roystonea regia (Kunth) O.F. Cook,

Sabal palmetto (Walter) Lodd. ex Schult. & Schult.f.,

Syagrus romanzoffiana (Cham.) Glassman,

Trachycarpus fortunei (Hook.) H. Wendl., Washingtonia H. Wendl.-ის გვარებსა და სახეობებს.

0%

ნემატოდები

რასმო ან რასმოთი გამოწვეული სიმპტომები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის გვარები ან სახეობები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელ მასალაზე რასმოს არსებობის ზღვრულად დასაშვები რაოდენობა

Ditylenchus dipsaci (Kuehn)

Filipjev [DITYDI]

Allium L.

0%

          Ditylenchus dipsaci (Kuehn)

Filipjev [DITYDI]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Camassia Lindl., Chionodoxa Boiss., Crocus flavus

Weston, Galanthus L., Hyacinthus Tourn. ex L,

Hymenocallis Salisb., Muscari Mill., Narcissus L.,

Ornithogalum L., Puschkinia Adams, Scilla L., Sternbergia Waldst. & Kit., Tulipa L.

0%

 

ვირუსები, ვიროიდები, ვირუსისმაგვარი დაავადებები და ფიტოპლაზმები

 

რასმო ან რასმოთი გამოწვეული სიმპტომები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის გვარები ან სახეობები

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელ მასალაზე რასმოს არსებობის ზღვრულად დასაშვები რაოდენობა

Candidatus Phytoplasma mali

Seemüller & Schneider [PHYPMA]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Malus Mill.

0%

Candidatus Phytoplasma prunorum

Seemüller & Schneider [PHYPPR]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Prunus L.

0%

Candidatus Phytoplasma pyri

Seemüller & Schneider [PHYPPY]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა  თესლებისა:

Pyrus L.

0%

Candidatus Phytoplasma solani

Quaglino et al. [PHYPSO]

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Lavandula L.

0%

Chrysanthemum stunt viroid

[CSVD00]

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Argyranthemum Webb ex Sch.Bip., Chrysanthemum L.

0%

Citrus exocortis viroid [CEVD00]

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Citrus L.

0%

Citrus tristeza virus [CTV000](EU

isolates)

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Citrus L., Citrus L. ჰიბრიდები, Fortunella Swingle,

Fortunella Swingle ჰიბრიდები, Poncirus Raf., Poncirus

Raf. ჰიბრიდები

0%

Impatiens necrotic spot tospovirus

[INSV00]

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Begonia x hiemalis

Fotsch, Impatiens L. ახალი გვინეის ჰიბრიდები

0%

Potato spindle tuber viroid

[PSTVD0]

 

Capsicum annuum L.,

0%

Plum pox virus

[PPV000]

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა  თესლებისა:

Prunus armeniaca L., Prunus blireiana Andre, Prunus

brigantina Vill., Prunus cerasifera Ehrh., Prunus

cistena Hansen, Prunus curdica Fenzl და Fritsch.,

Prunus domestica L., Prunus domestica ssp. insititia

(L.) C.K. Schneid, Prunus domestica ssp. italica

(Borkh.) Hegi., Prunus dulcis (Miller) Webb, Prunus

glandulosa Thunb., Prunus holosericea Batal., Prunus

hortulana Bailey, Prunus japonica Thunb., Prunus

mandshurica (Maxim.) Koehne, Prunus maritima

Marsh., Prunus mume Sieb. და Zucc., Prunus nigra

Ait., Prunus persica (L.) Batsch, Prunus salicina L.,

Prunus sibirica L., Prunus simonii Carr., Prunus

spinosa L., Prunus tomentosa Thunb., Prunus triloba Lindl.

 

გარდა Prunus L.-ის სახეობებისა, რომლებიც  Plum pox virus -ის მიმართ მიმღებიანია

0%

Tomato spotted wilt tospovirus

[TSWV00]

 

დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალა, გარდა თესლებისა:

Begonia x hiemalis

Fotsch, Capsicum annuum L., Chrysanthemum L.,

Gerbera L., Impatiens L. ახალი გვინეის ჰიბრიდები,

Pelargonium L.

0%