დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3819-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102115 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020901) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მათი გასაჯაროება და მესამე პირისთვის გამჟღავნება. ამასთანავე, მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას მონაცემთა მესამე პირისთვის გაცნობა დასაშვებია თავდაცვის კოდექსის საფუძველზე. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დასაშვებია მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და გამოქვეყნება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2023 წ. N3819-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები