დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3754-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.102038 |
|
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს; ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“. 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. 4. მე-11 მუხლის მე-6−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ეკისრებათ ამ კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია არსებობდეს სააგენტოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ. სააგენტოს უარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. 7. თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შეიძლება სააგენტოს შესთავაზოს/შესთავაზონ ოპერაციის ცვლილების (მოდიფიკაციის) განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის შედეგად კონცენტრაცია დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მითითებული იყოს ინფორმაცია კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე და მისი განხორციელების ვადა. 9. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა/არ განახორციელეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო მას/მათ აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.“. 5. 111 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს.“; გ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 14. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის შედეგად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.“. 6. 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში სააგენტოსთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ: ა) კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან; ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის ფლობით მოპოვებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა; გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს ეხება.“. 7. 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს;“. 8. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.“. 9. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;“. 10. მე-20 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.“; ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. ამ კანონის 331 მუხლით გათვალისწინებულ თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები და აღნიშნული პირის/პირების მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონფიდენციალურია სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე, საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის რეჟიმი.“. 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა 1. სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 2. დოკუმენტის პირისთვის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო. 3. პირისთვის ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება მისი პირველად ჩაბარების თარიღი. 4. პირისთვის დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენისას ამ პირის მიერ მის ჩაბარებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. 5. პირს დოკუმენტი შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით. 6. პირისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დადასტურების შემთხვევაში. 7. სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, მისი ოჯახის წევრს ან მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ პუნქტის მიზნებისთვის ადრესატის ოჯახის წევრებად ითვლებიან მასთან მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, მათ შორის: მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი შვილიშვილი, ნებისმიერი სხვა სრულწლოვანი პირი (მიუხედავად ადრესატთან ნათესაური კავშირისა), რომელიც მასთან ერთად საერთო საოჯახო საქმიანობას ეწევა. 8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წერილობითი დოკუმენტის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტო ვერ აბარებს მას ადრესატს, ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე ან არ ადასტურებს ელექტრონული ფოსტით მის მიღებას, სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს დოკუმენტის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ატვირთვის შესახებ თხოვნა, რის შემდეგაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით დოკუმენტის ადრესატისთვის გაგზავნას. ამ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გახსნის მომენტიდან. 9. თუ მხარეს სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება ვერ ჩაჰბარდა ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“. 12. 24-ე მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სასამართლო წარმოებაშია საქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;“. 13. 25-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირების ადგილზე დაუშვებლობის ან/და შემოწმების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. 82. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.“; დ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: „16. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.“. 14. 33-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. 5. ამ კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 3%-ს.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. ამ კანონის 25-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი დარღვევის განმეორებისას − 20 000 ლარის ოდენობით. 62. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ ერთობლივ შემოსავალს.“. 15. 331 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლით დაწესებული შეღავათი არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 29 ნოემბერი 2023 წ. N3754-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები