დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3718-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 080090020.05.001.102023 |
|
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.რ“ ქვეპუნქტი: „ა.რ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;“. 3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“. მუხლი 2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით დადგენილი მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთან საქმიანი ურთიერთობაც მან ამ კანონის ამოქმედებამდე დაამყარა ან რომლებიც მასთან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისგან გადავიდნენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 56 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3718-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები