„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-2
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 03/11/2023
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016018
01-2
03/11/2023
ვებგვერდი, 06/11/2023
010340000.44.064.016018
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება  №01-2

2023 წლის 3 ნოემბერი

. თბილისი

 

„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს თან ახლავს აკრედიტაციის განაცხადის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა თანდართული დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად, მათ შორის, განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი შშო-ს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომ შშო არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“, ქვეპუნქტების საფუძველზე განსახორციელებელი შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო ყოველწლიური შეფასების ფარგლებშიც.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ აკრედიტებული შშო განმეორებითი აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ვადის დარღვევით და აკრედიტაციის ციკლის დასრულებამდე დარჩენილია 4 თვე ან ნაკლები ვადა, მისი განაცხადი განიხილება როგორც მოთხოვნა პირველადი აკრედიტაციის მინიჭებაზე და შესაბამისად, ვერ იქნება შენარჩუნებული აღნიშნული შშო-ს უწყვეტი აკრედიტაციის სტატუსი. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, ასევე განხორციელდება წინა აკრედიტაციის ციკლის დასრულებამდე ერთი წლის პერიოდში შშო-ს მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასებაც.“. 

4. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც უნდა გატარებულიყო აკრედიტაციის შენარჩუნების დროს გამოვლენილ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე, არ იქნა წარმოდგენილი აკრედიტაციის ცენტრში წინამდებარე საკ 1.1:2020-ით დადგენილ ვადაში ან თუ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები ჩაითვალა არასაკმარისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხორციელებული/განსახორციელებელი  მაკორექტირებელი ღონისძიება ეხება შშო-ს საქმიანობას არააკრედიტებულ სფეროში აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების გზით. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;“.

5. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების 201 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტაციის მიმღები შშო-ს არაგეგმურ შეფასებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის მიმღებ შშო-ზე გასცემს აკრედიტაციის მოწმობას იმავე ვადით, რა ვადითაც გაცემული იყო აკრედიტაციის მოწმობა აკრედიტაციის გადამცემი შშო-სთვის. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის გადამცემ შშო-ს გაუუქმდება აკრედიტაცია.”.

6. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17011:2017/2018-ის მოთხოვნებისა და აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისო აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტების, მათ შორის, EA 1/06 A; EA 3/01 M და ILAC P8 შესაბამისად.

2. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს გამოსახვის და გამოყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად.

3. წინამდებარე წესი განსაზღვრავს:

ა) აკრედიტაციის სიმბოლოს ფორმას და შინაარსს, ასევე ადგენს აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების პირობებს აკრედიტებული შშო-სთვის აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში;

ბ)  აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს, აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებული ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოს, აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს და აკრედიტაციაზე მითითების სხვა ფორმების გამოყენების წესს და პირობებს.  

მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, საკუთარი იდენტიფიცირებისათვის გამოყენებული ემბლემა.

2. აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებული ლოგო - აკრედიტაციის ცენტრის ლოგო გამოყენებული ILAC-ის ან IAF-ის შესაბამის ნიშანთან ერთად.

3. აკრედიტაციის სიმბოლო – აკრედიტებულ შშო-ს მიერ გამოსაყენებელი სიმბოლო აკრედიტებულის სტატუსის დემონსტრირებისათვის.

4. აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლო - სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელშიც აკრედიტაციის სიმბოლოსთან ერთად წარმოდგენილია ILAC-ის ან IAF-ის შესაბამისი ნიშანი. 

5. მითითება აკრედიტაციაზე – აკრედიტებული შშო-ს მიერ საკუთარ დოკუმენტებზე გაკეთებული მითითება აკრედიტებული სტატუსის შესახებ, მათ შორის აკრედიტაციის სიმბოლოს დატანით. ასეთი მითითება უნდა მოიცავდეს შესაბამის სტანდარტზე მითითებას და აკრედიტაციის მოწმობის უნიკალურ ნომერს.

6. აკრედიტებული ანგარიში/სერტიფიკატი – აკრედიტებული შშო-ს მიერ გაცემული ანგარიში ან სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს შესაბამისობის შეფასების შედეგებს ამ შშო-ს აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად და რომელზეც დატანილია აკრედიტაციის სიმბოლო ან შესაბამისი მითითება აკრედიტაციაზე.

მუხლი 3. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო

1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს წარმოადგენს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და მისი გამოსახვა/გამოყენების წესები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად.

2. აკრედიტაციის ცენტრი საკუთარ საქმიანობაში იყენებს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს ან/და აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებულ ლოგოს.

3. აკრედიტაციის ცენტრის პერსონალი სამსახურებრივი მიზნებისათვის იყენებს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს ან/და აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებულ ლოგოს.

4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემულ ან/და მომზადებულ დოკუმენტებზე, მათ შორის, აკრედიტაციის მოწმობებზე, კორესპონდენციის ბლანკებზე, ფორმებზე, შეფასების ანგარიშებზე და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილი უნდა იყოს  აკრედიტაციის ლოგო, ხოლო შესაბამის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებულ ლოგო ისე, როგორც ეს განსაზღვრულია აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტით – PL-09.

მუხლი 4. აკრედიტაციის სიმბოლო და მისი  აღწარმოება

1. აკრედიტაციის სიმბოლოს წარმოადგენს ლურჯი ფერის წრეში განთავსებული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება, რომლის ფონზეც განთავსებულია გვირგვინი. ლურჯი ფერის წრეს ქვედა ნაწილზე დამატებული აქვს ლურჯი ფერის კუთხოვანი ველი, სადაც განსაზღვრულია აკრედიტებული ორგანოს საქმიანობის ტიპი/სახეობა და აკრედიტაციის მოწმობის უნიკალური ნომერი. სიმბოლოს წრით შემოსაზღვრულ ნაწილზე დატანილია თეთრი ფერის წარწერა „საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი  GEORGIAN ACCREDITATION CENTER“. აკრედიტაციის სიმბოლო, როგორც სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში“.

2. აკრედიტაციის სიმბოლო შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) აკრედიტაციის ცენტრის სასაქონლო ნიშანი;

ბ) აკრედიტებული შშო-ს ტიპის აღნიშვნა:

ბ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL;

ბ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL;

ბ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML;

ბ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC;

ბ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC;

ბ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC;

ბ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB;

ბ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლები – PTP.

გ) აკრედიტაციის მოწმობის ნომერი;

დ) სტანდარტზე მითითება, რომელთან შესაბამისობაზეც აკრედიტებულია ორგანო.

3. თუ შშო ფლობს ერთდროულად რამდენიმე აკრედიტაციას სხვადასხვა სფეროში, ასეთ შემთხვევაში მან უნდა გამოიყენოს შესაბამისი სიმბოლო თითოეული საქმიანობისთვის.

4. აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლოს ფორმა და ტექნიკური პარამეტრები მოცემულია აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართ №1-ში.

5. წინამდებარე საკ 1.9:2020-ის შესაბამისად დამტკიცებული აკრედიტაციის სიმბოლო გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის თანხმობით, დამტკიცებული ფორმითა და პროპორციების დაცვით.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ნებადართულია აკრედიტაციის სიმბოლოს მხოლოდ ისეთი აღწარმოება, რომელიც საიმედოდ უზრუნველყოფს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების №1-ში განსაზღვრულ ფორმას და ფერს. აკრძალულია სიმბოლოს დამახინჯება ან მისი გამოყენება აკრედიტებული სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.

7. აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართი №1-ში მითითებული აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლოს ყველა ვერსია წარმოადგენს მხოლოდ სახელმძღვანელოს და არ არის განკუთვნილი კოპირებისა და სკანირებისათვის. აკრედიტაციის სიმბოლოს აღწარმოების ნიმუშები და აღნიშნული სიმბოლოების ელექტრონული ფორმები ინახება აკრედიტაციის ცენტრში.

8. თუ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შშო ასევე არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით სხვა (უცხოური) აკრედიტაციის ორგანოს მიერ აკრედიტებული, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ამ უკანასკნელის აკრედიტაციის სიმბოლო საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის სიმბოლოს შემდეგ.

9. აკრედიტაციის სიმბოლოსთვის გამოყენებული შრიფტის ტიპია FiraGO Book ან FiraGO Bold.

10. აკრედიტაციის სიმბოლო შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) ფერადი;

ბ) მონოქრომული – მონოქრომული ვერსიის გამოყენებისას რეკომენდებულია შავი და თეთრის გამოყენება.

11. აკრედიტაციის სიმბოლოს მონოქრომული და ფერადი ვერსიები განსაზღვრულია  აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართი №1-ით. 

12. აკრედიტებული შშო-ს ლოგოს სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს აკრედიტაციის სიმბოლოს სიმაღლეს. აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სიმბოლო და ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე სახით, კერძოდ, ორივე შავში და თეთრში ან ორივე ფერადში.

13. აკრედიტაციის სიმბოლო ყველა დოკუმენტში შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართი №1-ს შესაბამისად.

14. აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს ტექნიკური პარამეტრები და აღწარმოების წესი განსაზღვრულია აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტით – PL – 09.  

მუხლი 5. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების პირობები

1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შშო-მ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტით (PL-09) განსაზღვრული სიმბოლოები ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ყველა აკრედიტებული შშო ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი საერთაშორისო აღიარების პირობებით და ფარგლებში, გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლო აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტის (PL-09) შესაბამისად.

2. შშო-მ აკრედიტაციის სიმბოლო უნდა გამოიყენოს იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათი აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასთან.

3. რეკომენდებულია აკრედიტაციის სიმბოლო დატანილი იყოს დოკუმენტის მარჯვენა ზედა კუთხეში.

4. აკრედიტაციის სიმბოლო არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ პირობებში, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს დამკვეთი/მომხმარებელი აკრედიტებული სტატუსის შესახებ.

5. აკრედიტებული შშო-ები პასუხისმგებელნი არიან აკრედიტაციის სიმბოლოს მართებულ და სწორ გამოყენებაზე.

6. აკრედიტებულ შშო-ს შეუძლია აკრედიტაციის სიმბოლო დაიტანოს ოფიციალურ ბლანკზე ან სარეკლამო მასალაზე.

7. აკრედიტაციის სიმბოლოს და აკრედიტაციის შესახებ ტექსტური მითითებების გამოყენება დაშვებულია სარეკლამო მასალებსა და პუბლიკაციებში, რომლებიც სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც უკავშირდება შშო-ს აკრედიტებულ სფეროში საქმიანობას.

8. შშო-ს მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს კომერციულ დოკუმენტებზე გამოყენების შემთხვევაში, როგორებიცაა მომსახურების ფასების დოკუმენტი ან/და სხვა შეთავაზებები (მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ჩათვლით), ნათლად და ერთმნიშვნელოვად იდენტიფიცირებადი უნდა იყოს, თუ რომელი მომსახურება/საქმიანობა არის აკრედიტებული და რომელი არა.

9. თუ შეთავაზება ეხება მხოლოდ არააკრედიტებულ მომსახურებას/საქმიანობას და აღნიშნული წარმოდგენილია ბლანკიან ფურცელზე, რომელზეც დატანილია „აკრედიტაციის სიმბოლო“ ასეთი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას განცხადების სახით, რომ „ეს შეთავაზება ეხება მომსახურებას, რომელსაც არ მოიცავს შშო-ს აკრედიტაციის სფერო“.

10. თუ აკრედიტებული ანგარიში/სერტიფიკატი, მათ შორის, მოიცავს არააკრედიტებულ სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს/ანგარიშს ან სხვა ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შშო-ს მიერ მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ „აღნიშნული შედეგები/ანგარიშები და ა.შ. არ არის მიღებული აკრედიტებული სფეროს ფარგლებში“.

11. აკრედიტაციის სიმბოლო ან მითითება შშო-ს აკრედიტებულ სტატუსზე არ უნდა იყოს გამოყენებული შშო-ს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე.

12. თუ აკრედიტებულ ორგანოს სურს გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო, ან ტექსტობრივი მითითება აკრედიტაციაზე, სხვა გზით, ვიდრე წინამდებარე წესშია მოცემული, ასეთი მიდგომის დანერგვამდე, მან უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს და მიიღოს წერილობითი თანხმობა.

13. აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს გამოყენება ხდება იმავე წესებით და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია აკრედიტაციის სიმბოლოსათვის წინამდებარე საკ 1.9:2020-ით. ამასთან, აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს გამოყენებისათვის დამატებითი პირობები დადგენილია აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტით - PL-09.

14. შშო აკრედიტაციის ცენტრს შესათანხმებლად წარუდგენს ნიმუშებს აკრედიტებული ორგანოს კომბინირებული ILAC MRA/IAF MLA სიმბოლოების გამოყენებისთვის. შშო-ს შეუძლია დაიწყოს აკრედიტებული ორგანოს კომბინირებული ILAC MRA/IAF MLA სიმბოლოს  გამოყენება აკრედიტაციის ცენტრისაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად წარმოსადგენ ნიმუშებთან ერთად, შშო-მ აკრედიტაციის ცენტრს უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის სიმბოლოს/აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს გამოყენების შესახებ შემუშავებული დოკუმენტი.

მუხლი 6. ტექსტის გამოყენება სიმბოლოს ნაცვლად

1. აკრედიტებულ შშო-ს აკრედიტებული სტატუსის დემონსტრირებისათვის სიმბოლოს ნაცვლად შეუძლია გამოიყენოს ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე, რომელიც შეიცავს:

ა) შშო-ს დასახელებას;

ბ) აკრედიტაციის ცენტრის დასახელებას;

გ) სტანდარტზე მითითებას, რომელთან შესაბამისობაზეც აკრედიტებულია შშო.

2. რეკომენდებულია, ტექსტური მითითებისას გამოყენებული იქნეს სიტყვების შემდეგნაირი კომბინაცია („შშო-ს დასახელება“ აკრედიტებულია საკ-ის მიერ xxxx სტანდარტთან შესაბამისობაზე, აკრედიტაციის მოწმობის №GAC-XX-XXXX).

3. ტექსტური მითითება EA MLA / ILAC MRA / IAF MLA შეთანხმებების ხელმომწერის მიერ გაცემული აკრედიტაციის ფლობაზე აკრედიტებული შშო-ს მიერ ხორციელდება ამ მუხლისა და აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტის – PL-09 შესაბამისად. 

მუხლი 7. აკრედიტებული შშო- მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს და აკრედიტებულ სტატუსზე მითითების გამოყენების წესები

1. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება შეუძლია მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შშო-ს.

2. აკრედიტებულმა შშო-მ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო იმ დოკუმენტებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია აკრედიტებულ სფეროში მომსახურებასთან, როგორიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები/ანგარიშები.

3. აკრედიტებული შშო-ები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მომხმარებლის წინაშე აკრედიტაციის სიმბოლოსა და ტექსტური მითითებების სწორ გამოყენებაზე.

4. თუ აკრედიტებული შშო საქმიანობს რამდენიმე ლოკაციაზე, რომელთაგან ერთი მაინც არ არის აკრედიტებული, ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება გამოიყენება მხოლოდ აკრედიტებულ ლოკაციაზე.

5. თუ შშო აკრედიტებულია თავისი საქმიანობის მხოლოდ ნაწილში, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმიანობაზე, რომელზეც მინიჭებული აქვს აკრედიტაცია.

6. აკრედიტებული შშო-ს მიერ გაცემულ სერტიფიკატებზე, ანგარიშებსა და გამოცდის ოქმებზე ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებზე, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებსაც, ასეთი შედეგების გასწვრივ მკაფიოდ უნდა მიეთითოს შენიშვნა – „ამ შედეგებზე არ ვრცელდება აკრედიტაცია.“.

7. მენეჯმენტის სისტემების, პროდუქტის და პერსონალის სერტიფიკაციის სფეროში აკრედიტებულმა შშო-მ უნდა გასცეს აკრედიტებული სერტიფიკატი მხოლოდ მისი აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელ საქმიანობაზე.

მუხლი 8. არააკრედიტებული საქმიანობა

შშო-ს მიერ ტერმინი „აკრედიტაცია“ არ უნდა იქნეს მითითებული, გამოყენებული ან ნაგულისხმევი არააკრედიტებული საქმიანობის/მომსახურების გაწევისას.

მუხლი 9. აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებლობა აკრედიტაციის სიმბოლოს შემცველ დოკუმენტებზე

1. აკრედიტაციის სიმბოლოს ან ტექსტური მითითების გამოყენება არ გულისხმობს აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებლობას სერტიფიკაციის, დაკალიბრების, ინსპექტირებისა და გამოცდის შედეგების სიზუსტეზე.

2. აკრედიტაციის სიმბოლოს ან ტექსტური მითითების გამოყენება არ გულისხმობს, რომ პროდუქტის, პროცესის, მომსახურების, მენეჯმენტის სისტემის, პერსონალის კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

მუხლი 10. საგამოცდო, საკალიბრო და სამედიცინო შშო-ის მიერ აკრედიტებული სტატუსით საქმიანობისას გამოთქმული მოსაზრებები და ინტერპრეტაციები

თუ ლაბორატორიის გამოცდის ოქმი მოიცავს მოსაზრებებს, ინტერპრეტაციებს, რომლის დროსაც ლაბორატორიის მსჯელობები სცდება აკრედიტაციის ფარგლებს, აკრედიტაციის სიმბოლოსთან დატანილი უნდა იყოს შენიშვნა: „ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და ინტერპრეტაციები სცილდება აკრედიტაციის ფარგლებს“.

მუხლი 11. აკრედიტებული მომსახურების მომხმარებელი

აკრედიტებული შშო-ების მომხმარებლებს უფლება არ აქვთ გამოიყენონ აკრედიტაციის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო, კომბინირებული სიმბოლო ან წერილობითი მითითება აკრედიტაციაზე მათ მიერ გაცემულ დოკუმენტებზე.

მუხლი 12. არაკეთილსინდისიერი ქცევა

1. აკრედიტებული შშო-ს მიერ აკრედიტაციის ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოს, კომბინირებული სიმბოლოსა ან/და აკრედიტაციაზე წერილობითი მითითების უკანონოდ გამოყენების გამოვლენის შემთხვევაში, ასეთი შშო-ს მიმართ აკრედიტაციის ცენტრი ატარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკ 1.1:2020-ით გათვალისწინებულ შესაბამის ქმედებებს.

2. აკრედიტებული შშო-ს მიერ აკრედიტაციის ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოს, კომბინირებული სიმბოლოსა ან/და აკრედიტაციაზე წერილობითი მითითების არასწორი, არამართებული ან/და უკანონო გამოყენება წარმოადგენს შშო-ს მხრიდან განხორციელებულ არაკეთილსინდისიერ ქცევას და აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, საკ 1.1:2020-ით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის თანახმად, განახორციელოს შშო-ს აკრედიტაციის შეჩერება, აკრედიტაციის გაუქმება, აკრედიტაციის შემცირება. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია ასევე, შშო-ს მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს უკანონოდ გამოყენების თაობაზე გაავრცელოს ინფორმაცია საჯაროდ, აცნობოს შშო-ს დამკვეთს/მომხმარებელს ან/და განახორციელოს სხვა სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდება.

მუხლი 13. დამატებითი პირობები აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებული ლოგოს, აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს და აკრედიტაციაზე შესაბამისი ფორმით მითითების შესახებ

1. დამატებითი პირობები აკრედიტაციის ცენტრის კომბინირებული ლოგოს, აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლოს და აკრედიტაციაზე მითითების შესახებ განსაზღვრულია აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტით PL-09.

2. აკრედიტაციის ცენტრი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, აფასებს აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტით PL-09 განსაზღვრული პირობების აკრედიტებული შშო-ების მიერ მართებულ შესრულებას, აკრედიტაციის მინიჭების, ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების ფარგლებში”.

7.  აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართი №1  აკრედიტაციის სიმბოლოს ტექნიკური პარამეტრები” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. 2024 წლის 01 აპრილამდე აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისმა სამსახურმა  უზრუნველყოს ყველა აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის მოწმობის (მათ შორის, ინგლისურ ენაზე გაცემული აკრედიტაციის მოწმობის) დაბეჭდვა აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი კომბინირებული ლოგოს დატანით.

2. 2024 წლის 01 მარტამდე ყველა აკრედიტებულმა შშო-მ უზრუნველყოს  მოქმედი აკრედიტაციის მოწმობის (ორიგინალი ვერსიის)  აკრედიტაციის ცენტრში წარმოდგენა მათი ახალი აკრედიტაციის მოწმობით ჩანაცვლების მიზნით.

3. 2025 წლის 01 აპრილამდე ყველა აკრედიტებულმა შშო-მ უზრუნველყოს საკუთარი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა საკ 1.9:2020-თ განსაზღვრულ კომბინირებული სიმბოლოს გამოყენების წესებთან.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.


გენერალური დირექტორინათია მიქელაძე