„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.024265
432
31/10/2023
ვებგვერდი, 31/10/2023
470030000.10.003.024265
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №432

2023 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:

1. 71  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71

  1ნარკოლოგიური საქმიანობის  (ჩანაცვლებითი თერაპია) და  დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

2. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე.

3. სააგენტო ვალდებულია, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით (სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს სტომატოლოგიური საქმიანობა.

4. დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.“.

2. 71 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

მუხლი 72. სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე, ვალდებული არიან, 2024 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით („სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილ პირობებთან, ამასთან, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტებისთვის ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ტექნიკური რეგლამენტის საერთო მოთხოვნებთან ერთად სავალდებულოა დადგენილების ამოქმედებისთანავე.“.

3. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავი (სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

VII

სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში

დამატებით აუცილებელია

1

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის 

ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე −  არანაკლებ 12 მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 მ2-ს

ა) სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი − იზოლირებული სამუშაო სივრცის ფართობი, სადაც უშუალოდ განლაგებულია სტომატოლოგიური სავარძელი/სავარძლები;

ბ) სავარძლებს შორის უზრუნველყოფილია არანაკლებ 2 მ დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნულია სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა).

შენიშვნა: ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური საქმიანობის/

მომსახურების განხორციელება შესაძლებელია „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისთვის განსაზღვრული პირობებისა და შესაბამისი სანებართვო დანართის ფლობის შემთხვევაში

2

ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის კონტროლის კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფა და შემდეგი პირობების დაცვა:

შენიშვნა: რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

 

2.1

სამედიცინო  მომსახურებასთან ასოციირებული ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის, ასევე პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სერვისის მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი

ინფექციების  კონტროლზე პასუხისმგებელ პირს  უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო/სტომატოლოგიური/საექთნო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის (მ/შ, სანიტარია-ჰიგიენისა და პროფილაქტიკური მედიცინის)  მიმართულებით ან პროფესიული  საექთნო  განათლებადა გავლილი მზადების შესაბამისი კურსი

2.2

უნდა ახორციელებდეს სამედიცინო პერსონალს შორის ხელების  ჰიგიენისა  და უსაფრთხო  ინექციების პრაქტიკის დანერგვასა და მონიტორინგს

 

2.3

უნდა ახორციელებდეს ინფექციების აქტიურ გამოვლენას და შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით, მათ რეგისტრაციას

 

2.4

უნდა ახორციელებდეს  სტერილიზაციისა და დეზინფექციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობას

 

2.5

უნდა ახორციელებდეს   ანტიმიკრობული პრეპარატების დანიშვნაზე დაკვირვებასა და კონტროლს

 

2.6

უნდა ახორციელებდეს სამედიცინო პერსონალის სწავლებას სამედიცინო მომსახურებასთან ასოციირებული ინფექციების პროფილაქტიკის საკითხებზე

 

2.7

უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი

სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით:

ა) ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;

ბ) რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;

გ) ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;

დ) ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;

ე) მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა

ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა

3

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღებისათვის,  საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვის უზრუნველყოფისათვის:

 

3.1

უნდა ჰქონდეს ცალკე სათავსი („სასტერილიზაციო“), სადაც წარმოებს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია

 

3.2

განსაზღვრული უნდა იყოს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციაზე პასუხისმგებელი პირი

სტერილიზაციაზე/დეზინფექციაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო/სტომატოლოგიური/საექთნო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის (მ/შ,  სანიტარია-ჰიგიენისა  და  პროფილაქტიკური  მედიცინის) მიმართულებით ან  პროფესიული საექთნო განათლება და გავლილი მზადების შესაბამისი კურსი

შესაძლებელია, სტერილიზაციაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქცია შეითავსოს ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელმა პირმა

3.3

სასტერილიზაციო გაყოფილი უნდა  იყოს  „ჭუჭყიან“ ანუ დეკონტამინაციის, „სუფთა“ ანუ შეფუთვისა და „სტერილურ“ ზონებად

შესაძლებელია სივრცობრივი ზონირება

3.4

სასტერილიზაციოში დაცული უნდა იყოს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების ერთი მიმართულებით მოძრაობის პრინციპი და არ უნდა მოხდეს მათი გადაკვეთა

 

3.5

სასტერილიზაციოს კედლებისა და იატაკის ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ

 

3.6

უნდა გააჩნდეს თავდახურული კონტეინერები, რითაც ხორციელდება გამოყენებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოში ტრანსპორტირება და ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება მათი დეკონტამინაცია

ყველა სამუშაო ოთახში უნდა იყოს მარკირებული კონტეინერ(ებ)ი

3.7

მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დალბობა, დალბობის შემდგომი რეცხვა, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი რეცხვა და გაშრობა

 

3.8

მომსახურე პერსონალი, წინასასტერილიზაციო დამუშავების და დეზინფექციის ეტაპზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელთათმანებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, სპეციალური ტანსაცმელი, წინსაფარი, ხელთათმანი (საყოფაცხოვრებო, არასამედიცინო), სათვალე ან სახის დამცავი ფარი, წყალგაუმტარი დახურული ფეხსაცმელი და სხვ.)

 

3.9

სტერილიზაციის დაწყებამდე უნდა განახორციელოს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შეფუთვა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება სტერილიზაციის პროცესის დასრულებისთანავე)

 

3.10

სტერილური ინსტრუმენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები უნდა ინახებოდეს შესაბამის შეფუთვაში, ამ მიზნით გამოყოფილ კარადებში/დახურულ თაროებზე ან/და ღია თაროებზე დახურული კონტეინერებით

24 საათის განმავლობაში გამოსაყენებელ ადგილზე მიტანილი სტერილური შეფუთვების (პაკეტებისა და ბიქსების) შენახვა დასაშვებია მშრალ, კარგად განიავებულ ზონაში ღია თაროებით

3.11

სტერილური ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შესანახი თაროების ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი და მოსახერხებელი რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ

 

3.12

შეფუთული ინსტრუმენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები დაცული უნდა იყოს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან

ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 240C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)

3.13

დაცული უნდა იყოს შეფუთული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვის ვადა შესაფუთი მასალის მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად

 

3.14

სტერილიზაციაზე მიმდინარე კონტროლის მიზნით, უნდა ჰქონდეს სასტერილიზაციო დანადგარების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი (რომელიც წარმოებულია სრულყოფილად), ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა სასტერილიზაციო აპარატს აქვს ამობეჭდვის სისტემა, უნდა ინახებოდეს ციკლის შესაბამისი ნაბეჭდი/ჩეკი (მ/შ, ციკლის ჩაგდების შესახებ) ბოლო 6 თვის სტერილიზაციის თაობაზე

 

3.15

სტერილიზაციისას დაცული უნდა იყოს გამოყენებული სტერილიზაციის მეთოდის (თერმული, ქიმიური, ცივი) შესაბამისად დადგენილი რეჟიმი

 

3.16

სტერილიზაციაზე მიმდინარე კონტროლის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს ქიმიური ინდიკატორები/ იმპრეგნირებული ზოლები/გრანულები/სპეციალური აბები/მექანიკური ინდიკატორები  

 

3.17

სტერილიზაციაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და ეპიდჩვენებით

 

3.18

დანიშნულებისამებრ, მოხმარებამდე უნდა განახორციელოს „ნახევრადკრიტიკულ“ და „არაკრიტიკულ“ ჯგუფს მიკუთვნებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია

 

3.19

„ნახევრადკრიტიკულ“ და „არაკრიტიკულ“ ჯგუფს მიკუთვნებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დასველება (დალბობა), დასველების (დალბობის) შემდგომი რეცხვა, გაშრობა და უშუალოდ დეზინფექცია

შესაძლებელია, „არაკრიტიკულ“ ჯგუფს მიკუთვნებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია განხორციელდეს შესაბამისი დანიშნულების სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ხელსახოცით, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, დახარისხება, გაწმენდის/რეცხვის ეტაპების შემდგომ

3.20

ქიმიური დეზინფექციისას (მათ შორის, წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპზე)  ხსნარის კონცენტრაცია, ასევე ექსპოზიციის ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს დეზინფექტანტის ინსტრუქციასთან

 

4

სამედიცინო ნარჩენების მართვისა და უსაფრთხო მოპყრობის ორგანიზებისათვის:

 

4.1

უნდა ჰყავდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი

 

4.2

უნდა არსებობდეს ნარჩენების შეკრების დეტალური გეგმა და სათანადო სქემა, რომელიც სრულად მოიცავს ყველა სტრუქტურულ ერთეულს

 

4.3

განსაზღვრული (ფიქსირებული) უნდა იყოს ნარჩენების გადაადგილების მარშრუტები და შეკრების დრო (პერიოდი)

 

4.4

უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვადასხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების ფერითა და შესაბამისი სიმბოლოებით დიფერენცირება

 

4.5

სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილ სათავსებში ნარჩენების  წარმოქმნის ადგილზე უნდა განხორციელდეს ნარჩენების სეპარაცია და  განთავსება არასახიფათო ანუ საერთო სამედიცინო ნარჩენების, ინფექციური ნარჩენებისა და ბასრი საგნების შესაგროვებელ კონტეინერებში (ე. წ. „სამი კონტეინერის სისტემა“)

დაუშვებელია სხვადასხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის ნარჩენების შერევა შეგროვების და/ან დროებითი შენახვის რომელიმე სტადიაზე, ამასთან, გამოყენებული შპრიცები ბასრი საგნების კონტეინერში უნდა განთავსდეს ყოველგვარი დამატებითი კონტაქტის გარეშე

4.6

ნარჩენების შესაგროვებელი მრავალჯერადი კონტეინერები უნდა იყოს მყარი და გაჟონვისადმი მედეგი მასალისგან დამზადებული რეზერვუარი, რომელსაც ამოფენილი აქვს პოლიეთილენის პაკეტი, ასევე კონტეინერებს უნდა ჰქონდეთ კარგად მორგებული ხუფები (სასურველია ორსახურავიანი − დიდი და პატარა), ხელით მოსახსნელი ან ოპერირებადი ფეხის პედლით

 

4.7

ნარჩენების კონტეინერები, მათ შორის, ბასრი საგნების კონტეინერები არ უნდა იყოს შევსებული სამ მეოთხედზე მეტად

 

4.8

სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის მიზნით, გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სათავსი, რომლის ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს (შენობის შიგნით მოწყობის შემთხვევაში: იატაკი, კედლები და ჭერი მოპირკეთებულია ისეთი მასალით, რომელიც ექვემდებარება სველი წესით დამუშავებასა და დეზინფექციას, ასევე აღჭურვილია ხელსაბანით, წყლის ჩასადინარით (ტრაპი) და ვენტილაციით. შენობის გარეთ მოედანზე მოწყობის შემთხვევაში: გადახურული, შემოსაზღვრული, მოასფალტებული/ მობეტონებული, აღჭურვილი ხელსაბანით, წყლის ჩასადინარით (ტრაპი), ადვილად მისადგომი ავტოტრანსპორტისა და მოხერხებული ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისათვის

არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას, თუ დღე-ღამეში წარმოიქმნა 6 ლიტრზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი

4.9

დროებითი შენახვის მოედანსა და სათავსში განთავსებული კონტეინერები უნდა იყოს მჭიდროდ თავდახურული და დაცული ისე, რომ გამორიცხული იყოს ნარჩენებთან ადამიანების ან ცხოველების პირდაპირი კონტაქტი

 

4.10

ნარჩენების დროებითი შენახვის სათავსში ყველა შესული და გასული ნარჩენის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ ჟურნალში

 

4.11

სამედიცინო დაწესებულებიდან ნარჩენების გატანა უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი უფლების მქონე პირების მიერ

შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე

4.12

სამედიცინო ნარჩენების მართვის თითოეულ ეტაპზე დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით  (ნიღაბი, ერთჯერადი ხელთათმანი/ სამეურნეო ხელთათმანი, სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური წინსაფარი, უსაფრთხო დამცავი სათვალეები/სახის ფარი, წყალგაუმტარი დახურული ფეხსაცმელი  და სხვ.)

 

4.13

სამედიცინო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალს რეგულარულად (არანაკლებ  წელიწადში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, სამედიცინო ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ცოდნის განახლების მიზნით 

ტრენინგის პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია/სეპარაცია

/შეგროვება, ნარჩენების პოტენციური საფრთხეები, იმუნიზაციის დანიშნულება, ზემოქმედებისა და ტრავმების შესახებ ანგარიშგება, ზემოქმედების შედეგად ინფექციების პრევენცია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და მათი გამოყენება და სხვ.

5

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ/შ, ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების თაობაზე: ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ხელის ჰიგიენა,

კონტამინირებული საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია (მათ შორის, გაწერილი უნდა იყოს ოპერირების წესი/პროცედურა სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელებისა და გამოყენებაში არსებული სადეზინფექციო საშუალებების სამუშაო ხსნარების შესახებ, ასევე სტერილიზაციის ბაქტერიოლოგიური კონტროლის განხორციელების პერიოდულობასთან  დაკავშირებით), ნარჩენების მართვა, დაწესებულების/ერთეულის დალაგება-დასუფთავება, მაღალი რისკის ექსპოზიციის მართვა

 

6

დაწესებულებაში/ერთეულში უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები

კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი და სხვა), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვა), საგულე საშუალებები (კოფეინი, ნიტროგლიცერინი  და სხვა), ნიფედიპინი, გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, ლახტი, არტერიული წნევის საზომი აპარატი

7

დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში

სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან

8

დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია  B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით

 

9

დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით

6 თვეში ერთხელ.“.

                 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი