დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3619-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 240120000.05.001.021105 |
|
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმლის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორისა და ბინგოს ორგანიზატორის, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღისა და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი: „მუხლი 92. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა, გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 1 ნოემბერი 2023 წ. N3619-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები