„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3574-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 260030000.05.001.021079
3574-XIIIმს-Xმპ
19/10/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
260030000.05.001.021079
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) მარწმუნებელი საქმიანობა − დამოუკიდებელი შეფასების მომზადების მიზნით დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზის განხორციელება;

2) საკონსულტაციო საქმიანობა − კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის ან რეკომენდაციის მიცემა ან მისი მხარდამჭერი სხვა, მსგავსი მომსახურების გაწევა, მათ შორის, ტრენინგის ჩატარება ან/და ფასილიტაციის გაწევა, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება აღნიშნულ ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ შემუშავებული შიდა აუდიტის სტანდარტები;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტის სუბიექტი შეიძლება შეიქმნას იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელიც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირში, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა დაწესებულებამ შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე უნდა აცნობოს ჰარმონიზაციის ცენტრს.“.

4. 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შიდა აუდიტის წლიურ გეგმასა და სტრატეგიულ გეგმას, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმები ჰარმონიზაციის ცენტრს ეგზავნება.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

„მუხლი 231. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას.

2. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა მოიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასებასა და გარე შეფასებას.

3. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასება გულისხმობს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს ან/და შიდა აუდიტორის მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებას ან  დაწესებულებაში იმ პირის მიერ ჩატარებულ შეფასებას, რომელსაც აქვს შიდა აუდიტის პრაქტიკის საკმარისი ცოდნა.

4. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებას ახორციელებს გარე კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებელი ან/და შემფასებელთა ჯგუფი არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.“.

6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ კანონის  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ აგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 და 242 მუხლები:

„მუხლი 241. შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება

1. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.

2. დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა აუდიტორს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.

3. სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას ადასტურებს ჰარმონიზაციის ცენტრი ამ კანონის 242 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

მუხლი 24 2. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა

1. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს სერტიფიცირების კანდიდატის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას და შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას.

2. ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს.

3. სერტიფიცირების კანდიდატს უფლება აქვს, სასერტიფიკატო გამოცდა შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის გარეშე ჩააბაროს.

4. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებს.

5. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორს უწყვეტი პროფესიული განვითარებით კვალიფიკაცია უნარჩუნდება და მისი საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.

6. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1  დეკემბრამდე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კანონის 241 მუხლის მე-3 პუნქტისა და 24მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კანონის 241 მუხლის მე-3 პუნქტი და 242 მუხლი  ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 ოქტომბერი 2023 წ.

N3574-XIIIმს-Xმპ