დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 102 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017141 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში (ვებგვერდი 18/10.2022, სარეგისტრაციო კოდი:120000000.22.026.017025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №6);“ ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №7).“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსი მე-3 პუნქტი: „3. ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. დამტკიცდეს დანართი №6 და დანართი №7 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები