„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024223
390
10/10/2023
ვებგვერდი, 11/10/2023
470230000.10.003.024223
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2023 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1.  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი, რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო შრომის ინსპექცია − ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის ნაწილში, ამ დადგენილებისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

2. 161 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებლების მიერ დასაქმებულთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ხორციელდება შრომის ინსპექციის მიერ, დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ან/და შერჩევითი შემოწმების გზით (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით ან მის გარეშე), მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ თითოეული მიმწოდებლისთვის.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის (შრომის ინსპექტორის) მიერ შრომითი ნორმების დარღვევის თაობაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და მიიღება გადაწყვეტილება/დასკვნა ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობის დარღვევის შესახებ.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.“.

5.  მე-19 მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დანართი №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების თვის მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის დაკავებას, დასაქმებულთათვის გადასახდელი თანხის (იმ ოდენობით, რაც გამოვლინდება დასაქმებულთა შერჩევითი შემოწმების განხორციელების შედეგად, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით/დასკვნით) სამმაგი ოდენობით;“.

6. მე-20 მუხლის 54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (გარდა გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) მიმწოდებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შემდეგი სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება არანაკლებ მინიმალური საათობრივი ანაზღაურებისა:

ა.ა) ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;

ა.ბ) ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ა.გ) უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;

ა.დ) ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;

ა.ე) ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ა.ვ) სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების პირობები ასახოს დასაქმებულის შესაბამის შრომით ხელშეკრულებაში;

გ) დანართი №1-ის 161 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, განათავსოს დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“.

მუხლი 2
  1. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
  2. დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი