„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024222
389
10/10/2023
ვებგვერდი, 11/10/2023
470230000.10.003.024222
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №389

2023 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ  იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა)  22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობის სალიცენზიო პირობების საერთო მოთხოვნები და საქმიანობის შესაბამისად დამატებითი სალიცენზიო მოთხოვნები №12 დანართის მიხედვით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის დანართ(ებ)ით.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების/ცვლილების შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია №12 დანართით განსაზღვრული პირობების (მათ შორის, აღჭურვილობა, პერსონალი) დაკმაყოფილების შესახებ, სააგენტო უფლებამოსილია, წარმოდგენილი მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2024 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილების №12 დანართით განსაზღვრულ პირობებთან და ახალი სალიცენზიო მოწმობის (სათანადო დანართ(ებ)ით) მოპოვების თაობაზე მიმართოს სააგენტოს. ამასთანავე, №12 დანართით სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობისთვის განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესრულება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი ლიცენზიის მაძიებელთათვის.“.

2. დადგენილების №11 („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია“) და №12 („სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები“) დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №11

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია

წარედგინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ.

 

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

 

 

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

 

 

ლიცენზიის (პათოლოგანატომიური ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობის შემთხვევაში, დამატებით, სალიცენზიო დანართ(ებ)ის) დასახელება

 ბ.ა.

 

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ: _______________

________________________________________________________________

 

 

 თარიღი ________________

 

 

დანართი №12

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები

მოთხოვნა

შენიშვნა

I

საერთო მოთხოვნები

 

1

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

მათ შორის, ხელის დასამუშავებელი და პირადი დაცვის საშუალებები;

ინფექციური დაავადების მქონე პაციენტების ტრანსპორტირების შემთხვევაში – პაციენტის სალონსა და მანქანაში არსებული ინვენტარის დამუშავების შესაძლებლობა (მ.შ., შესაბამისი პროტოკოლი დეზინფექციის ჩატარების შესახებ)

2

სადისპეტჩერო ფუნქციის უზრუნველყოფა

ა) უზრუნველყოფს საკუთარი სადისპეტჩეროთი ან შესაბამისი სერვისის სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების/ მემორანდუმის ფარგლებში;

ბ) სადისპეტჩერო აღჭურვილი უნდა იყოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემასთან თავსებადი სტაციონარული და ავტომანქანის რადიოსადგურებით ან სხვა ალტერნატიული კავშირის საშუალებით.  ამ პირობის სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების/მემორანდუმის ფარგლებში განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ფუნქციის უშუალო განმახორციელებლის მიერ პირობის დაკმაყოფილების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია

3

რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი და  მოიცავს ინფორმაციას პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მართვისათვის და/ან კრიტიკული და გადაუდებელი რეფერალური შემთხვევების  მართვისათვის (ადგილზე რეფერალური ბრიგადის კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება) და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს  საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებების, ადამიანური და ტექნიკური რესურსების მობილიზაციის  შესახებ

4

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

 

შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო ნარჩენების მართვა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად

5

სამედიცინო ბრიგადები, რომლებიც აწვდიან მომსახურებას:

საკმარისია ამ პუნქტის 5.1 ან 5.2 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ბრიგადის არსებობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახეობის შესაბამისად

5.1

არასპეციალიზებული ბრიგადა

სიცოცხლის ბაზისური მხარდაჭერის (BLS – Basic life support) სერვისის მიწოდების შემთხვევაში

5.1.1

შესაძლებელია მოტოტრანსპორტით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის უზრუნველყოფა

ასეთის არსებობის შემთხვევაში;

შენიშვნა: მოტოტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს ბაზისური მედიკამენტებისა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხას, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით

5.2

სპეციალიზებული ბრიგადა

 ა) დახვეწილი მეთოდებით  მხარდაჭერის (ALS – Advanced life support) უზრუნველყოფისათვის;

ბ) მ.შ., რეფერალური ტრანსპორტირების სერვისის მიწოდების შემთხვევაში

6

პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ/მფლობელ დაწესებულებებს

7

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენის, ისე ტრანსპორტირებისათვის

ა) 2024 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, ამასთანავე გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში:

ა.ა) 2025 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 3 წლისა, ამასთანავე გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში;

ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს:

ბ.ა) 2025 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, ხოლო რეზერვში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 12 წელს;

გ) 2025 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ლიცენზიის მფლობელის ავტოპარკის არაუმეტეს 60%-ს (გამოთვლისას გამოიყენება დამრგვალების პრინციპი)

8

მიაწოდოს სერვისი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფარგლებში, რომელზეც ინფორმაცია დაცულია სალიცენზიო რეესტრში (რომელთა თაობაზეც შეტყობინება მიწოდებული აქვს სააგენტოს)

 

9

ავტოსატრანსპორტო საშუალება (საშუალებები) აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური სასიგნალო და მეგაფონური სისტემით

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამასთანავე, სპეციალური სასიგნალო და მეგაფონური სისტემების გამოყენების თანხმობის მისაღებად შესაბამის ორგანოს უნდა წარუდგინოს  სააგენტოს წერილობითი მიმართვა

10

უსაფრთხოების ინერციული ღვედებით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი სავარძლები/დასაჯდომები/

სკამები  

 

11

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

 

12

კომუნიკაციის საშუალებები

 

ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობა სამედიცინო ბრიგადებისათვის (რაცია, სატელეფონო ან სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობები – სულ მცირე, ორი ალტერნატიული  საშუალება (მ.შ., ორი სხვადასხვა ქსელში ჩართული მობილური)

13

24/7 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების უზრუნველყოფა

 

14

მიღებული გამოძახების შესრულების უზრუნველყოფა

 

 

 

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სა­­მსახურში სამედიცინო ერთეული შე­­­მთხ­ვევის მომსახურება იწყება პა­ც­ი­­­­ე­ნტის გადაუდებელი სამედი­ცი­ნო დახმარების საჭიროებასთან და­კა­ვ­შ­ი­­­­­რებით გამოძახების მიღების­თა­­ნა­ვე.

შენიშვნა: სასწრაფო სამედიცინო და­ხ­მა­რების მიწოდებასთან დაკავშირე­ბუ­ლი სხვა მოთხოვნები განისაზღვ­რება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობი­სა და სოციალური დაცვის მი­ნის­ტ­რის ნორმატიული აქტით 

II

დამატებითი მოთხოვნები სასწრაფო სამედიცინო დახმარების  სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის (პრეჰოსპიტალური მომსახურება)

არ მოეთხოვებათ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ/მფლობელ დაწესებულებებს

II

არასპეციალიზებული დახმარება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნული  სერვისის მიმწოდებლებისათვის აუცილებელია საერთო მოთხოვნებისა (I თავი) და II თავით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება

1

აღჭურვილობა სასუნთქი გზების მართვისთვის

 

1.1

ამომქაჩი (ასპირატორი)

ა) პორტატული;

ბ) ელექტრული;

გ) ამომქაჩის შესაბამისი კონტურით,  დრეკადი საქაჩი კათეტერების ნაკრებით დიაპაზონით 6F-16F;

დ)  ბალონიანი ამომქაჩი ახალშობილებისთვის (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შედის სამეანო ნაკრების შემადგენლობაში, დამატებით არ მოეთხოვებათ)

1.2

ჟანგბადის პორტატული  ბალონი

ა)  ნაკადის შესაბამისი მარეგულირებლით;

ბ) მოცულობით არანაკლებ 2 ლიტრისა

1.3

ჟანგბადით მომარაგების სტაციონარული მოწყობილობა

 

ა) მანქანაში დამონტაჟებული მოწყობილობა

ნაკადის რეგულირების საშუალებით;

ბ) არ მოეთხოვება მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში

1.4

მოწყობილობა ჟანგბადის მიწოდების მართვისთვის

 

ნიღაბი (მოზრდილების, პედიატრიული, ნეონატალური), ნაზალური კანულა (მოზრდილების, პედიატრიული, ნეონატალური), ნიღაბი რეზერვუარით, საკმარისი სიგრძის მილით

1.5

ამბუს პარკი და/ან პორტატული ხელოვნური სუნთქვის აპარატი

 

ამბუს პარკის პარამეტრები: ხელით ოპერირებადი, თვითგაშლადი ან ნაკადითშლადი, მოზრდილებისათვის (>1000 მლ), პედიატრიული (არანაკლებ 450 და არაუმეტეს 750 მლ) და ნეონატალური (≤450მლ),  ჟანგბადის მილის მიერთების შესაძლებლობით, და ნიღაბით (მოზრდილების, პედიატრიული, ნეონატალური)

1.6

საშუალებები სასუნთქი  გზების  გამტარობის უზრუნველყოფისათვის

ოროფარინგეალური   (დიაპაზონით 0-5 მოზრდილების, პედიატრიული, ნეონატალური) და ლარინგეალური ნიღაბი (N2, N4, N5)

ან

ლარინგოსკოპი საინტუბაციო მილებით (მოზრდილთა და პედიატრიული)

 

1.7

პულსოქსიმეტრი

 

2

კარდიომონიტორირების საშუალებები

 

2.1

მონიტორ-დეფიბრილატორები ან ცალ-ცალკე (მონიტორი და დეფიბრილატორი)

 

ა) ბიფაზური, განმუხტვის სიმძლავრის ზედა ზღვარი არანაკლებ  200 ჯოული − სტანდარტული ელექტროდებით დეფიბრილაციისთვის (მოზრდილთა  და პედიატრიული), არაინვაზიური პეისინგით;

ბ) უნდა ჰქონდეს დამატებითი კვების წყარო (აკუმულატორი)

2.2

ელექტროკარდიოგრაფი

ა) ეკგ მონიტორით 12 სტანდარტული განხრის ჩაწერის შესაძლებლობით. არხების ჩაწერა 3/1 (3 სტანდარტული არხი (ამორჩევის საშუალებით ) + 1 რითმის არხი ) შესაძლებლობით. ეკგ -ს გადაღების მანუალური და ავტომატური რეჟიმით;

ბ) მუშაობა დენის წყაროთი და აკუმულატორით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ინტეგრირებულია მონიტორთან ან დეფიბრილატორთან, ცალკე არ მოეთხოვება

2.3

სფიგმომანომეტრი

მოზრდილთა და პედიატრიული, შესაბამისი ზომის მანჟეტებით

3

ნაზოგასტრალური ზონდი

მოზრდილთა, პედიატრიული, ნეონატალური

4

საიმობილიზაციო საშუალებები:

 

4.1

კისრის საყელო

ბავშვებისა და მოზრდილთათვის

4.2

ქვემო კიდურების (ბარძაყის ძვლის) სატრაქციო არტაშანი

მოზრდილთათვის

4.3

ზემო და ქვემო კიდურების საიმობილიზაციო არტაშნები

სხვადასხვა ზომის არტაშნები (მეტალის/რბილი რიგიდული ან ვაკუუმის) მოზრდილთა და ბავშვთათვის

4.4

დიდი საიმობილიზაციო ფარი

ა) აღჭურვილი შესაბამისი ღვედებისა და  თავის ფიქსაციის კომპლექტით;

ბ) არ მოეთხოვება მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში

5

შესახვევი და სახარჯი მასალა:

 

5.1

ქარხნულად დაფასოებული ან სტერილური დამწვრობის ზეწარი

 

5.2

სტერილური შესახვევი მასალა

მ.შ., სტერილური სახვევები პოლიტრავმისათვის,  შესახვევი მასალა დამწოლი ნახვევისათვის (3X8 სმ ან მეტი ზომის)

5.3

ლახტი/ტურნიკეტი

 

6

სამეანო ნაკრები

 

7

საშუალებები თბოიზოლაციისათვის

მ.შ., პლედი ან ერთჯერადი თბოიზოლაციის საშუალებები, ნეონატალური ასაკის პაციენტების ჩათვლით

8

საკაცე (სტრეტჩერი) გორგოლაჭებიანი

ა) ფუნქციური, აღჭურვილი პაციენტის უსაფრთხოების ღვედებით;

ბ) არ მოეთხოვება მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში

9

ინდივიდუალური  დაცვის საშუალებები:

სათვალე (პერიფერიის მთლიანი მოცვით),  სახის ფარი და ნიღბები

10

დაზიანებისგან დამცავი საშუალებები:

 

10.1 

ცეცხლმაქრი

 

10.2

სპეცტანსაცმელი პერსონალისათვის სინათლის ამრეკლით

 

11

სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნები და მედიკამენტები

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

12

პერსონალი

 

12.1

ექიმი და/ან პარამედიკოსი

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

12.1.1

არასპეციალიზებულ ბრიგადაში შესაძლებელია იყოს პარამედიკოსი

 

12.1.2

პარამედიკოსს უნდა ჰქონდეს გავლილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტის − (პარამედიკოსის) სპეციალიზაციის შესაბამისი კურსი

პროგრამა უნდა იყოს აკრედიტებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ

12.1.3

მოტოტრანსპორტით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიმწოდებელ ექიმს ან პარამედიკოსს გავლილი უნდა ჰქონდეს მოტოტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსი, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

პროგრამა უნდა იყოს აკრედიტებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ

12.2

უმცროსი ექიმი და/ან ექთანი

 

13

ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას და/ან 2 წელიწადში არანაკლებ 40 უსგ ქულას (მთლიანობაში). ამავდროულად, 2 წელიწადში ერთხელ ის უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში/პროგრამებში  – პირველადი სამედიცინო დახმარების, ტრავმული და კარდიოლოგიური პაციენტების პრეჰოსპიტალურ ეტაპზე მართვის მიმართულებით

ყოველწლიურად/2 წელიწადში მოსაგროვებელი სავალდებულო უსგ ქულების (20/40) რაოდენობის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის (პირველადი სამედიცინო დახმარება, ტრავმული და კარდიოლოგიური პაციენტების მართვა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე) ფარგლებში მინიჭებული უსგ ქულები

14

ყველა პარამედიკოსმა, უმცროსმა ექიმმა და/ან ექთანმა  2 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა/პროგრამები – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების მიმართულებით

 

II

სპეციალიზებული დახმარება

 

 

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნული  სერვისის მიმწოდებლებისათვის აუცილებელია საერთო მოთხოვნების (I თავი), II(1-11 პუნქტები) და II თავით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება;

ბ) სპეციალიზებული დახმარების სერვისის მიმწოდებელს ასევე შეუძლია მიაწოდოს არასპეციალიზებული დახმარების სერვისიც

1

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის რეფერალური დახმარების კომპონენტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანით პაციენტ(ებ)ის გადაყვანის ყველა შემთხვევის თაობაზე მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, დადგენილი წესით

 

2

აღჭურვილობა სასუნთქი

გზების მართვისთვის: 

 

2.1 

აღჭურვილობა სასუნთქი  გზების  გამტარობის უზრუნველსაყოფად

ა) ლარინგოსკოპი, დამატებითი ბატარეებითა და ნათურით;

ბ) ლარინგოსკოპის პირი (blades ) - სწორი – ზომებით 0-4 ან მოხრილი – ზომებით 2-4;

გ) ენდოტრაქეული მილი, ზომებით: 2,5-5,5 მმ მანჟეტის გარეშე (uncuffed) და 6-9 მმ მანჟეტით (თითოეული ზომის ორ-ორი);

დ) შპრიცები 10 მლ-იანი,   არა-ლუერის ჩამკეტით (non Luerlock);

ე) ენდოტრაქეული მილის სტილეტი მოზრდილების, პედიატრიული (ნეონატალური სერვისის მიწოდებისას – შესაბამისი ზომის);

ვ) მეგილის მომჭერი (პინცეტი) მოზრდილებისა და პედიატრიული პაციენტებისთვის

2.2

მოწყობილობა ამონასუნთქი  (end-tidal) CO2-ის განსაზღვრისათვის

ა) ერთჯერადი კოლორიმეტრული (Colorimetric) - მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ან რაოდენობრივი კაპნომეტრი (quantitative capnometry). შესაძლებელია, ინტეგრირებული იყოს მონიტორთან;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან

2.3

PEEP -  ამოსუნთქვის ბოლოს (end-expiratory) დადებითი წნევის უზრუნველყოფის საშუალება

 შესაძლებელია იყოს ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატთან

2.4

პორტატული ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ა) შესაბამისი განგაშის სისტემით: სუნთქვის კონტურის ჰერმეტიზაციის დარღვევის, სასუნთქ გზებში მაღალი წნევის განვითარების, ჟანგბადის მიწოდების დარღვევის შემთხვევებში;

ბ)  უნდა ჰქონდეს როგორც დენის წყაროთი (220 ვოლტი, 50 ჰერცი.), ასევე შიდა აკუმელატორით მუშაობის შესაძლებლობა (შიდა აკუმულატორით მინიმუმ 6 საათს მუშაობის შესაძლებლობა)

 2.5

კრიკოთირეოტომიის ნაკრები

 

 2.6

მოწყობილობა პლევრალური დრენირებისთვის

სრული ნაკრები (მოზრდილთა, პედიატრიული (ნეონატალური – ახალშობილებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში)) დრენაჟებისა და ბიულაუს ტიპის მიმღებით

 2.7

ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ა)  ორივე ან ერთ-ერთი შემდეგი  – ორივე რეჟიმის უზრუნველყოფის შემთხვევაში (იმის მიხედვით, იძლევა თუ არა პედიატრიული/ნეონატალური წონითი კატეგორიების მომსახურების შესაძლებლობას):

ა.ა) მოცულობით კონტროლირებადი (Volume-cycled), ჩართვის/გამორთვის ფუნქციით (on/off operation), ჟანგბადის კონცენტრაციის ჰაერთან შერეული და 100% ჟანგბადის მიწოდების რეჟიმების შესაძლებლობით;

ა.ბ) წნევით კონტროლირებადი (PIP, PEEP), ჩართვის/გამორთვის ფუნქციით (on/off operation), ჟანგბადის კონცენტრაციის ჰაერთან შერეული და 100% ჟანგბადის მიწოდების რეჟიმების შესაძლებლობით;

ბ) ნეონატალური პაციენტების რესპირატორული უზრუნველყოფისათვის (ახალშობილებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში)  აპარატის სპეციფიკაციაში  მითითებული უნდა იყოს შესაბამისი წონითი კატეგორიები (500 გრამიდან);

გ) თუ ამ თავის 2.4 პუნქტით განსაზღვრული პორტატული ხელოვნური სუნთქვის აპარატი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, დამატებითი ხელოვნური სუნთქვის აპარატი აღარ მოეთხოვებათ

 3

მოწყობილობები სისხლის მიმოქცევის მართვის უზრუნველყოფისთვის:

 

3.1

შპრიცის ტუმბო (პამპი)

 

3.2

არტერიული წნევის ინვაზიური მონიტორინგის მოწყობილობა, შესაბამისი გადამწოდებით

ა) არსებულ მონიტორში ინტეგრირებული;

ბ) სავალდებულოა 2025 წლის 1 იანვრიდან

3.3

ინტრაოსეალური ნემსები და შესაბამისი მოწყობილობა

ა) მოზრდილთა და ბავშვთათვის;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან

4

ტრანსკუტანეული კარდიალური პეისმეკერი

ა) ბავშვების პედებითა და კაბელებით;

ბ) ავტონომიური მოწყობილობა ან მონოტორ/დეფიბრილატორში ინტეგრირებული

5

ნებულაიზერი

ან ნიღაბი ნებულაიზერის ჭიქით

6

ახალშობილთა კისრის იმობილიზაციის საშუალებები

მხოლოდ ახალშობილთათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის

7

სხვა მოწყობილობები და საშუალებები

 

 7.1

ქირურგიული ინსტრუმენტების  ნაკრები (ნემსდამჭერი, მაკრატელი, პინცეტი)  და საკერავი მასალა, შესახვევი მასალა, ანტისეპტიკური საშუალებები, ხელთათმანები

ხელთათმანები სხვადასხვა ზომის, სტერილური და არასტერილური

 7.2

ტემპერატურის საზომი მოწყობილობა

სალონში

8

ჟანგბადის წყარო არანაკლებ 6 სთ უზრუნველყოფისთვის

ჯამური მოცულობით არანაკლებ 8 ლიტრისა

9

სპეციფიკური პირობები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის:

ახალშობილთათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში 

9.1

სატრანსპორტო ინკუბატორი, ინტეგრირებული ახალშობილის ხელოვნური სუნთქვის აპარატით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

9.1.1

უზრუნველყოფდეს ახალშობილთან ადვილად წვდომას, ინკუბატორთან ორმხრივ თავისუფალ მიდგომას

 

9.1.2

უზრუნველყოფდეს ახალშობილის შეუზღუდავ ხილვადობას

ინკუბატორი აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი განათებით, რომელიც მოთავსებულია ინკუბატორში ან ინკუბატორზე

9.1.3

ესაჭიროებოდეს მინიმალური დრო წინასწარი გათბობისთვის და ინარჩუნებდეს გარემოს ტემპერატურას ოპტიმალურ ფარგლებში (290C-იდან 360C-მდე)

 

9.1.4

აღჭურვილი იყოს გადახურების ან გადაცივების ამომცნობი სასიგნალო სისტემით

 

9.1.5

უზრუნველყოფდეს ჟანგბადის მუდმივ და კონტროლირებად მიწოდებას

 

9.1.6

ჰქონდეს ახალშობილის უსაფრთხოების დასაცავი მოწყობილობები, საფიქსაციო ღვედები

 

9.2

ოქსიგენოთერაპიის უზრუნველყოფისათვის საჭირო აღჭურვილობა:

 

9.2.1

შეჭმუხნული ჰაერის წყარო

 

9.2.2

მანომეტრი - ბალონში ჟანგბადის მარაგისა და ხარჯის მონიტორინგისთვის/

კონტროლისათვის

 

9.2.3

ფლოუმეტრი

 

9.2.4

ჟანგბადის ბალონიდან გადამყვანი მილები, ე. წ. ადაპტერები

 

10

სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნები და მედიკამენტები

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

11

პერსონალი

 

11.1

ექიმი

ექიმი სპეციალისტი:  

ა) მოზრდილი კონტინგენტი – სახელმწიფო სერტიფიკატი: „ანესთეზიოლოგია“/

„ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“/

„ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“/

„კრიტიკული მედიცინა“/ „კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა“/„კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია“/„გადაუდებელი მედიცინა“;  

ბ) ბავშვთა კონტინგენტი – სახელმწიფო სერტიფიკატი: „ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა“ ან ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სერტიფიკატი და სუბსპეციალობის მოწმობა – „ბავშვთა კრიტიკული მედიცინა“/სპეციალიზაციის კურსის – „ბავშვთა რეანიმატოლოგია“ – დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფო სერტიფიკატი „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (2016 წლის შემდეგ სერტიფიცირებული სუბიექტი ან სუბიექტი, რომელიც ბავშვთა კონტინგენტის მომსახურების უფლებას ადასტურებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე)/„ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“; ახალშობილთა მომსახურების შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია, ექიმი ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში – „ნეონატოლოგია“ („ნეონატოლოგიაში“ სერტიფიცირებულ პირს დამატებით მოეთხოვება III დონის ნეონატალური სერვისის ან მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კლინიკებში ახალშობილთა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ერთეულში, სულ მცირე, 2 წლის მუშაობის გამოცდილება – 2025 წლის 1 იანვრამდე მხედველობაში მიიღება უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის სტაჟიც)

11.2

უმცროსი ექიმი და/ან ექთანი

 

12

ყველა ექიმი  უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას და/ან 2 წელიწადში არანაკლებ 40 უსგ ქულას (მთლიანობაში). ამავდროულად, ის უნდა მონაწილეობდეს შემდეგი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში:

პირველადი სამედიცინო დახმარების, კარდიოლოგიური პაციენტების გადაუდებელი დახმარების,  პედიატრიული პაციენტების გადაუდებელი დახმარების მიმართულებით – 2 წელიწადში ერთხელ;

ტრავმული პაციენტების გადაუდებელი დახმარების დახვეწილი მეთოდების მიმართულებით – 3 წელიწადში ერთხელ

ა) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ახალშობილთა ტრანსპორტირების შემთხვევაში, ექიმი 2 წელიწადში ერთხელ უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში  კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე პრინციპებისა და ავადმყოფი ახალშობილის რეანიმაციის შემდგომი /წინასატრანსპორტო სტაბილიზაციის მიმართულებით;

ბ) ყოველწლიურად/2 წელიწადში მოსაგროვებელი სავალდებულო უსგ ქულების (20/40) რაოდენობის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების (პირველადი სამედიცინო დახმარება, კარდიოლოგიური პაციენტების გადაუდებელი დახმარება,  პედიატრიული პაციენტების გადაუდებელი დახმარება, ტრავმული პაციენტების  გადაუდებელი დახმარება დახვეწილი მეთოდებით/კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე პრინციპები და ავადმყოფი ახალშობილის რეანიმაციის შემდგომი/ წინასატრანსპორტო სტაბილიზაცია/ფარგლებში მინიჭებული უსგ ქულები

13

ყველა უმცროსმა ექიმმა და/ან ექთანმა  2 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა/პროგრამები პირველადი სამედიცინო დახმარების, კარდიოლოგიური პაციენტების გადაუდებელი დახმარების,  პედიატრიული პაციენტების გადაუდებელი დახმარების მიმართულებით

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ახალშობილთა ტრანსპორტირების შემთხვევაში, პერსონალმა 2 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე პრინციპების მიმართულებით

.“.          

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი