„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.024212
379
03/10/2023
ვებგვერდი, 04/10/2023
390000000.10.003.024212
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:

1. 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტყის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის (მათ შორის, ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ფუჭი ქანის სანაყაროს მოწყობისთვის) საჭირო მიწის სამუშაოების ან/და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისთვის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს შესაბამის ტყის მართვის ორგანოს.“.

2. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ფუჭი ქანის სანაყარო შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის ფარგლებში, ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ ტერიტორიაზე (საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათვალისწინებული ფართობები, გარდა: მიწებისა, რომლებიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა). იმ შემთხვევაში, თუ ფუჭი ქანის სანაყაროს განთავსება შეუძლებელია ღია ფართობზე და  სანაყარო ეწყობა ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარულ  ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ვერ ხერხდება მათი განთავსება ღია ფართობზე. თუ დასაბუთება არ იქნება საკმარისად არგუმენტირებული,  ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, უარი უთხრას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს ასეთ ტერიტორიაზე ფუჭი ქანის სანაყაროს მოწყობაზე.

42. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გარდა ამავე მუხლში მითითებული დოკუმენტებისა, ტყის მართვის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მათი განთავსების ადგილის შესახებ (კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია).“.

3. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ელექტრონული აუქციონი  ჩაატაროს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს მეშვეობით.

2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.

4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

6. აუქციონს დაქვემდებარებული ტყით სპეციალური სარგებლობის (გარდა ამავე მუხლში მითითებული გამონაკლისებისა) უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება დგინდება ამ წესის დანართი №10-ით განსაზღვრული ფასების ცხრილის მიხედვით, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი აუქციონის წლიურ საწყის ფასად. ამავე მუხლის ამავე პუნქტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს ამავე წესით დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესიდან გამონაკლისია:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონი, რომლის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს 1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით;

ბ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რომლის საფასური დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომლის მომსახურების საფასურსაც იხდის ტყის მართვის ორგანო.

8. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის  მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

9. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის სარგებლობის უფლება და მერქნულ რესურსსა და მერქნული რესურსის პროდუქტებზე,  ასევე ფესვსა და ძირკვზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.

10. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

11. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.“.

4. დანართი №10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №10

ტყით სპეციალური სარგებლობის ფასები

 

ტყითსარგებლობის

სახე

ერთეული

საწყისი წლიური

სააუქციონო ფასი

(ლარში)

პირდაპირი ფორმით ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების წლიური ფასი

პლანტაციური მეურნეობის მოწყობა

1 კვ/მ

0.5

 

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბი, საძოვარი)

1 ჰა

25 ლარი (ფასის სრულ ჰექტრამდე დამრგვალებით)

 

ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა

1 კვ/მ

0.25

 

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა (საფუტკრე)

 

 

1 სკაზე − 1 ლარი

.“.

მუხლი 2
ამ წესის 83-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების  მოსაპოვებლად  მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი