დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3550-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.021076 |
|
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 172 მუხლი: „მუხლი 172. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სურსათის შეწირულებისას და გადანაწილებისას სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კოდექსით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით.“; ბ) 731 მუხლი: „მუხლი 731. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დარღვევა 1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 4 ოქტომბერი 2023 წ. N3550-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები