„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017135
96
18/09/2023
ვებგვერდი, 18/09/2023
120340000.22.026.017135
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება  № 96

2023 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში (ვებგვერდი, 09/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.017092) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეფორმების განხორციელების სამმართველო.“.

2.  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეფორმების განხორციელების სამმართველოს კომპეტენციაა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის რეფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილელა ჩიქოვანი