„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017400
72
18/09/2023
ვებგვერდი, 18/09/2023
140130000.22.034.017400
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №72

2023 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 140130000.22.034.016412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ადმინისტრაცია (სამმართველო)“;

ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაცია:

ა) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას;

ბ) უზრუნველყოფს საგანგებო დანიშნულების ერთიანი ნომრის ფუნქციონირებას, აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე შემოსული ინფორმაციის (შეტყობინების) დამუშავებას, ქვემდებარეობის განსაზღვრას და ადრესატისთვის დროულ მიწოდებას; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაციის გაწევას და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდებას; შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

გ) უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას;

დ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;

ე) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

3. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61

საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს;

ბ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით აწარმოებს ანალიტიკურ მუშაობას;

გ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური