„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016712
57/2023
15/09/2023
ვებგვერდი, 18/09/2023
010190020.15.008.016712
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  – 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №57/2023

2023 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2023, 010190020.15.008.016699) დამტკიცებული ინსტრუქციის ნაწილი III-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს) თავი II-ით (კენჭისყრის პროცესი) განსაზღვრული „კენჭისყრის ჩატარება“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

კენჭისყრის ჩატარება

კენჭისყრა იმართება კენჭისყრის დღის (1 ოქტომბერი) 08:00 საათიდან  20:00 საათამდე. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

I. კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:

  • არეგულირებს კენჭისყრის შენობაში შემომსვლელი ამომრჩევლების ნაკადს;
  • ამომრჩეველს სთხოვს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება;
  • მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს ნებისმიერ იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება.

ყურადღება!

თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

II. კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრაციის მიზნით ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას (ID ბარათი) ატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აღნიშნულ აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს და მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში, აპარატს ეკრანზე გამოაქვს ამ ამომრჩევლის მონაცემები.

ყურადღება!

თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას აპარატში ახორციელებს ხელით.

თუ ვერიფიკაციის აპარატი დააფიქსირებს, რომ კენჭისყრის შენობაში ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩეველი შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ან სხვა უბნისთვის განკუთვნილ სპეციალურ სიაში, მას საარჩევნო უბანში აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა.

თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა, კომისია, შესაძლებლობის ფარგლებში, ეხმარება ამომრჩეველს მოიძიოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული.

ვერიფიკაციის აპარატის მიერ ამომრჩევლის მონაცემთა შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას.

ყურადღება!

თუ ვერიფიკაციის აპარატის მიერ ამომრჩევლის მონაცემთა შესაბამისობის შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში  ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ მოცემული პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.

აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს მარკირებას უკეთებს მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია – მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე).

ყურადღება!

მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.

მარკირების პროცედურის განხორციელების შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატიდან ბეჭდავს ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს, რომელზეც ხელს აწერს ამომრჩეველი. აღნიშნულ ქვითარს რეგისტრატორი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე დალუქულ ყუთში.

ყურადღება!

თუ ვერიფიკაციის აპარატიდან არ ამოიბეჭდება ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითარი ან ამოიბეჭდება ტექნიკური წუნით, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს შესაბამისი ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლს. ამომრჩეველი ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრის ნაცვლად  ხელს აწერს შესაბამის აქტს, რომელსაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებისთვის განკუთვნილ ყუთში.

ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენს და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, აფერადებინებს ამომრჩეველს ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს.

III. საარჩევნო ბიულეტენისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში.

ამომრჩეველი სპეციალური მარკერის გამოყენებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს და ათავსებს მას სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.

ყურადღება!

თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი (შესაბამისი საარჩევნო უბნის სხვა ამომრჩეველი), გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ცალკე ინახავს.

IV. სპეციალური ჩარჩო-კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან.

ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში იმგვარად, რომ ბიულეტენის წინა მხარე მოექცეს ქვემოდან. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი პირი.

ყურადღება!

საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, დააკვირდეს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საშუალებით საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას.

თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, შესაძლებელია მისი ხელმეორედ მოთავსება ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში. საარჩევნო ბიულეტენის კვლავ დაბრუნების შემთხვევაში, იგი ჩაითვლება გაფუჭებულად, მას ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, გადაიკეცება და შეიკვრება ლითონის შემკერით („სტეპლერით“) იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება. კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი ვალდებულია შეუცვალოს ამომრჩეველს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახალი საარჩევნო ბიულეტენით.

V. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს ათავსებს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს.

ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიის წევრი თვალყურს ადევნებს ამომრჩევლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე მოთავსებას, გამოყენებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტები გადაცემა ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს.