„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017735
334
14/09/2023
ვებგვერდი, 15/09/2023
040170310.22.033.017735
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №334

2023 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით დამტკიცებული (www.matsne.gov.ge, 01/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017448) წესის:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოთამაშის მოქალაქეობა, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთამაშედ რეგისტრაციისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომისას, გადაამოწმოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოპერატორი ვალდებულია 2023 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრირებული მოთამაშის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში უზრუნველყოს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი