დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016501 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის #18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 19/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016479) დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით (თანხა ათას ლარებში)
|
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 17 160,9 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
|
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 7 696,1 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
|
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 10 213,3 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
|
6.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 10 652,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 10 807,8 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 155,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
7.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
8.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 6 947,6 ათასი ლარის, ხოლო მთლიანი სალდო -3 704,6 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
|
9.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -3 745,1 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
|
10.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის
ა) პირველი პუნქტის 1, 1.1, 1.1.1, 1.1.2, 1.2, 1.2.1, 1.2.1.1, 1.2.1.1.1, 1.2.1.2, 1.3, 1.3.2, 1.4, 1.4.1, 1.5, 1.5.1, 1.7, 1.8 და 1.9 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ პრიორიტეტისთვის განისაზღვროს - 11 571,5 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 0200) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების, ადმინისტრაციული შენობების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას, რაც ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარების წინა პირობაა. 1.1 „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროგრამისთვის განისაზღვროს 5 447,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში იგეგმება დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, ხიდების და ტროტუარების მოვლა-შენახვის და რეაბილიტაციის ღონისძიებები. 1.1.1 „გზების მიმდინარე შეკეთება, მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისთვის განისაზღვროს- 277,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01 01) მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოები. სამუშაო მოიცავს მოასფალტებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას (ორმოული შეკეთება), არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას. ზამთარში გზებზე თოვლის საფარის გაწმენდას. 1.1.2 „გზების მშენებლობა, რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს - 5 170,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01 02) პროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მოასაფალტების და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 1.2 „წყლის სისტემების განვითარების“ პროგრამისათვის განისაზღვროს - 1 136,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02) პროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფას, 1.2.1 „სასმელი წყლით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს - 1 136,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, წყლის დაქლორვის სამუშაოებს. წყლისჭაბურღილების ელექტრო ენერგიის ხარჯის დაფინანსებას. 1.2.1.1 „წყლის სისტემების ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 601,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების მიმდინარე შეკეთებას, წყლის დაქლორვის სამუშაოებს. წყლის ჭაბურღილების ელექტრო ენერგიის ხარჯის დაფინანსებას. 1.2.1.1.1 „წყლის სისტემების მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 471,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02 01 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტებისა და ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის სისტემის მოვლა-შენახვის, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. 1.2.1.2 „წყლის სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს - 535,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 1.3 „გარე განათების“ პროგრამისათვის განისაზღვროს -371,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის პერიოდში უსაფრთხო გადაადგილებისათვის და კომფორტული გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება აღნიშნული სისტემის განვითარებისა და ექსპლოატაციისათვის საჭირო ხარჯები. 1.3..2 „გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა, რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამისთვის განისაზღვროს 190,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციას 1.4 „მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების“ პროგრამისათვის განისაზღვროს 606,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 04) პროგრამა ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. 1.4.1 „მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განახლების“ ქვეპროგრამისთვის განისაზღვროს 606,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 04 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. 1.5 „კეთილმოწყობის“ პროგრამისათვის განისაზღვროს 37,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -02 07) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტიში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების: სკვერების, პარკების, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოვლა-შენახვას, კეთილმოწყობას. 1.5.1 „საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 37,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -02 07 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტიში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების: სკვერების, პარკების, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოვლა-შენახვას, კეთილმოწყობას. 1.7 „სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯების“ პროგრამისათვის განისაზღვროს 443,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -02 09) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის, შესრულებული სამუშაოების საექსპერტო-საზედამხედველო მომსახურების ხარჯებს. 1.8 „მშენებლობა, შენობების და სახლების რეაბილიტაცია“ პროგრამისთვის განისაზღვროს 273,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -02 05) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული და მრავალბინიანი შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიების და სხვა მუნიციპალური შენობა-ნაგებობების მშენებლობის, კეთილმოწყობის და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 1.9 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების“ პროგრამისათვის განისაზღვროს 1 371,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -0210) პროგრამა ითვალისწინებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის სასმელი წყლის სისტემების, გამანაწილებელი ქსელის და სათავე-ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაციას, გარე განათების სისტემების, სოფლების შიდა და დამაკავშირებელი გზების, ხიდების და გადასასვლელების მიმდინრე შეკეთების და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ბ) მე-2 პუნქტის 2.0 და 2.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით 2.0 „დასუფთავება და გარემოს დაცვის“ პრიორიტეტისათვის განისაზღვროს 674,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლა-პატრონობა, გარემოს დასუფთავება. 2.3 „კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში“ პროგრამისათვის განისაზღვროს 35,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 0303) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების შეძენა-განახლება. გ) მე-4 პუნქტის 4.2.1, 4.2.1.4 და 4.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4.2.1 „კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 883,1 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურის სფეროში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. 4.2.1.4 „კულტურის ცენტრის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 439,2 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კულტურის ცენტრის შემადგენლობაში შედის კულტურის სახლი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი. ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ქორეოგრაფიული, ფოლკლორული და საესტრადო სიმღერების, გარმონის დაკვრის, სახვითი ხელოვნების, გიტარის შემსწავლელი, ქსოვის, დიზაინის და რუსული ენის წრეები. ცენტრი ორგანიზებას უწევს ფესტივალების, საქველმოქმედო კონცერტების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების საღამოების ჩატარებას. 4.2.2 „კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 71,1 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში კულტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს. |
11.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები