დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2024 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-725 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.22.023.016831 |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-6 პუნქტის და „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს 2024 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის: |
1.
ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 30,00 მეტრული ტონა. |
2.
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები – 799 141 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები