დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 359 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.024192 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2015, 010120000.10.003.018640) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ჩამონათვალის, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“:
1. 95-ე გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 96-ე გრაფა:
2. შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა.“. 3. შენიშვნას 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები